BT Reflex R სერიის reach trucks განკუთვნილია მძიმე ტვირთის მაღალ სიმაღლეზე ასაწევად. მას გააჩნია არაჩვეულებრივი მდგრადობა და აწევის გარდამავალი მართვის სისტემა ტვირთის სწრაფი და თანაბარი აწევა-დაწევისთვის. მემანქანის ღია კაბინა, გამჭვირვალე სახურავი და mast design უზრუნველყოფს ტვირთის არაჩვეულებრივ ხილვადობას. რეგულირებადი იატაკი, სავარძელი და მართვის ღილაკები (სახელური) უზრუნველყოფს მემანქანის კომფორტულ მუშაობას.
R- სერიის მსგავსად, BT Reflex E სერიის reach trucks განკუთვნილია მძიმე ტვირთის მაღალ სიმაღლეზე ასაწევად. მას გააჩნია აწევის გარდამავალი მართვის სისტემა ტვირთის სწრაფად და თანაბარად აწევისთვის. უნიკალური გადასაწევი კაბინა, გამჭვირვალე სახურავი და mast design უზრუნველყოფს ტვირთის არაჩვეულებრივ ხილვადობას. უნიკალური E-სერია, აგრეთვე შემუშავებულია იმისათვის, რომ შეამციროს მემანქანეზე დატვირთვის რისკი მარალ სიმაღლეზე განმეორებითი ოპერაციების დროს.
BT Reflex N სერიის ვიწრო შასის წყალობით, შესაძლებელია მისი ვიწრო ადგილებში გამოყენება, როგორიცაა Block - stacking or drive-in racking. reach trucks უზრუნველყოფს მემანქანის კომფორტს. მას გააჩნია 360° საჭით მართვის სისტემა, რეგულირებადი სავარძელი და დაბალი სიმაღლის მქონე საფეხური. ჩანგლის ელექტრონული მართვა იძლევა უწყვეტი მუშაობის და სიზუსტის გარანტიას.
მრავალი მიმართულების მქონე BT Reflex F სერიის reach trucks აღჭურვილია კარგი ხილვადობის მქონე masts და 360° საჭით მართვის სისტემით. ჩვეულებრივი პალეტების გარდა, ჩანგლების ჰიდრავლიკური მანაწილებელის საშუალებით შესაძლებელია გრძელი ტვირთების, როგორიცაა ლითონის ძელი და პლასტმასის მილები, ტრანსპორტირება. მემანქანე უყურებს ჩანგლებს და კარგად აკონტროლებს გრძელ და განსხვავებულ ტვირთს.
BT Reflex O სერიის დამტვირთველების მყარი ბორბლების და მაღალი საგზაო ღრეჩოს (გაბარიტული სიმაღლის) წყალობით შესაძლებელია მათი როგორც შენობაში, ასევე შენობის გარეთ გამოყენება. მძღოლის კომფორტისთვის, ცუდი ამინდისგან დასაცავად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ვარიანტები. 360° საჭით მართვის და ტვირთის აწევის გაუმჯობესებული გარდამავალი მართვის სისტემა უზრუნველყოფს მასალის თანაბრად და ეფექტურად ტრანსპორტირებას.