Reach truck in a temperature controlled environment

კონტროლირებადი ტემპერატურის მქონე გარემო

სამაცივრო საწყობებთან დაკავშირებული ოპერაციები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამუშაო გარემოს. გარდა იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა გავლენას ახდენს თქვენი სატვირთველის აკუმულატორზე, ელექტრონულ სისტემაზე, საზეთ ნივთიერებებზე და მემანქანის მიერ ჩანგლის მართვაზე, თქვენ ასევე უნდა იზრუნოთ სივრცეზე. ცივ (0°C -მდე გარემოს ტემპერატურა) ან გაყინულ (0°-ის ქვევით) პირობებში მუშაობა მოითხოვს ეკონომიურ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც მინიმალურად შეამცირებს გამოუყენებელ სივრცეს, რესურსებსა და დროს და უზრუნველყოფს საიმედოობას ამ მოთხოვნად გარემოში. ჩვენ გვაქვს დაბალ ტემპერატურულ პირობებში მუშაობის მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება და სტანდარტის სახით გთავაზობთ სატვირთველების ფართო სპექტრს და გადაწყვეტილებებს ცივ პირობებში მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე სპეციალურ გადაწყვეტილებებს სამაცივრო საწყობთან მიმართებაში.

სასარგებლო ეკონომიური გადაწყვეტილებები ცივი ზონებისთვის

სამაცივრო საწყობისთვის განკუთვნილი სატვირთველები მაქსიმალური ექსპლუატაციისთვის

• -30°C-მდე ტემპერატურისთვის
• სამაცივრო საწყობის სპეციფიკაციები და დამატებითი კომპონენტები თითოეული მოდელისთვის
• თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება

ტოიოტას სატვირთველების სრული ასორტიმენტი შექმნილია 0°C -მდე გარემოში ეფექტური მუშაობისთვის. რაც შეეხება -30°C-მდე ტემპერატურას, სატვირთველების უმეტესობას დასჭირდება ადაპტირება. სპეციფიკური მახასიათებლები შეიძლება შეიცავდეს უჟანგავ ფოლადს, ზეთს სამაცივრო კამერებისთვის, მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმებს, თბობად აკუმულატორებს და ა.შ. ტოიოტა გთავაზობთ სასაწყობო სატვირთველების ასორტიმენტს, მათ შორის ხელის სატვირთველებს, შეკვეთის მაკომპლექტებლებს, რიჩთრაქებს and ზალიან ვიწრო გამავლობის სატვირთველებს(VNA), ასევე საპირწონე სატვირთველებს, რომლებიც შეიძლება სრულად იქნეს დაპროექტებული სამაცივრო საწყობებში გამოსაყენებლად. ზოგიერთი სატვირთველი საჭიროებს მცირე მოდიფიკაციას, მაგალითად Toyota BT Levio ხელის სატვირთველებს და BT Staxio ავტოშტაბელერებს უბრალოდ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურის ჰიდრავლიკური ზეთი – ყველა სხვა თვალსაზრისით, ისინი წინასწარ დაპროექტებულია სრულად ჰერმეტული კომპონენტების მქონე სამაცივრო კამერებისთვის. სამაცივრო საწყობისთვის განკუთვნილ ყველა მანქანას ერთვის ფიფქის სიმბოლო. ეს ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და ამცირებს სატვირთველების არასწორად გამოყენების რისკს.

6 რჩევა სამაცივრო საწყობების ეკონომიურად გამოყენებასთან დაკავშირებით

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ლოგისტიკის შესახებ რეგულირებადი ტემპერატურის პირობებში

An autopilot doing horizontal transportation

ავტომატიზებული გადაწყვეტილებები

ჩვენი ავტომატიზებული სატვირთოების და ტვირთმზიდების ფართო სპექტრი  გთავაზობს მოწინავე, მოქნილ გადაწყვეტილებებს საქონლის ეფექტურად და ყაირათიანად გადაზიდვისთვის. 

გაიგე მეტი >

ლითიუმ-იონის გადაწყვეტილებები Toyota–სგან

ახლა გთავაზობთ სრულად ინტეგრირებულ ლითიუმის იონური ბატარეებს მთელ ასორტიმენტში, რომელიც შექმნილია კომპანიის მიერ TPS– ის მაღალი ხარისხის Toyota სტანდარტების შესაბამისად

გაიგე მეტი >

Driver using BT Optio for order picking

ჩვენი პროდუქტების სპექტრი

გადახედე ჩვენი პროდუქტების - სატვირთველების, სატვირთოების, პალეტის ურიკებისა და დამტვირთველების სრულ სპექტრს.

გაიგე მეტი >

Woman sitting at desk with laptop

თქვენი სატვირთოს დაფინანსება

ჩვენი ფინანსური გადაწყვეტილებები,  თქვენი სიმშვიდის გარანტიაა და გაძლევთ საშუალებას მთლიანად თქვენს საქმიანობაზე იყოთ ორიენტირებული.  

გაიგე მეტი >