აღმოაჩინე ახალი Toyota Traigo 80
A counterbalanced truck is ideal to use when handling heavier loads. The truck counterbalances the weight of the load on the forks with a weight in the rear end of the truck, which increases the stability and driver safety. Toyota Traigo electric counterbalanced forklift trucks are available with different battery capacities and lift capacities from 1000 kg up to 8000 kg. Since the trucks are battery driven, they’re suitable for both indoor and outdoor usage.
წაიკითხეთ გზამკვლევი და მარტივად იპოვეთ თქვენს საქმიანობაზე მორგებული ელექტრო დამტვირთველი:
ჩვენი 3 და 4-ბორბლიანი ელექტრო დამტვირთველები საუკეთესო დამხმარეა შენობის შიგნით თუ გარეთ მუშაობისას. Traigo-ს სერია მაღალი წარმადობით, შესანიშნავი ხილვადობით, მარტივი მანევრირებითა და ინტუიციური მართვით გამოირჩევა.
აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) Toyota Traigo-ს ყველა მოდელის საბაზისო კომპლექტაციაში შედის. ეს ტექნოლოგია უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბაზარზე უნიკალურია და საიმედოდ იცავს როგორც ტვირთს და ტექნიკას, ისე თავად ოპერატორს. სისტემა ხელს უწყობს საწყობის პროდუქტიულობის გაზრდას და ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს.
ტვირთთან მუშაობისას უსაფრთხოება და თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია. Toyota-ს კონტრბალანსური დამტვირთველის მართვისას ოპერატორი თავს მუდამ დაცულად გრძნობს, რადგან ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (SAS) მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ საფრთხეზე და არ აძლევს ტექნიკას სახიფათო მანევრის შესრულების საშუალებას.
მუშაობის ძირითადი პარამეტრების მუდმივი კონტროლით საგრძნობლად მცირდება შესაძლო ინციდენტების რისკი და იზრდება პალეტების გადაადგილების სიჩქარე. ეს ოპერატორს საშუალებას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული და პროდუქტიული იყოს.
გსურთ აამაღლოთ უსაფრთხოების სტანდარტები თქვენს საწყობში? ახალი კონტრბალანსური დამტვირთველის აღჭურვა შესაძლებელია ოპერატორის დამხმარე სისტემით SEnS+ (Smart Environment Sensor). ეს მოწყობილობა მაქსიმალურად ამცირებს შესაძლო ინციდენტებისა და დაზიანებების ხარჯებს.
სისტემის მუშაობის პრინციპი:
ჩვენს ელექტრო დამტვირთველებზე მომხმარებელს ენერგიის სხვადასხვა წყაროს ვთავაზობთ. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ტრადიციული ტყვია-მჟავის ან თანამედროვე ლითიუმ-იონის ბატარეები.
ლითიუმ-იონის ტექნოლოგია სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ის მუდმივად ინარჩუნებს მაქსიმალურ სიმძლავრეს, 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია და შუალედური დატენვის საშუალებას იძლევა.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და საკუთარი წარმოების ათასობით ლითიუმ-იონის ბატარეა ამ ტექნოლოგიის საიმედოობის საუკეთესო დასტურია.
ამ განყოფილებაში მოცემულია ელექტრო კონტრბალანსურ დამტვირთველებთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები და პასუხები.
ელექტრო დამტვირთველს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს:
დიახ, ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველი მუშაობისას მავნე გამონაბოლქვს არ გამოყოფს, ამიტომ დახურულ სივრცეში გამოსაყენებლადაც გამოდგება.
საწყობებსა და საწარმოებში იატაკი უმეტესად სწორი და გლუვია, რაც ტექნიკის გადაადგილებას ამარტივებს. სპეციალური საბურავები ზედაპირზე ნაკვალევს არ ტოვებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა კვებისა და სამედიცინო მრეწველობის ობიექტებში, სადაც სისუფთავისა და ჰიგიენის მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს.
დიახ, ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველი გარე სამუშაოებისთვისაც გამოიყენება. ასეთ გარემოში საჭიროა გამძლე და სტაბილური ტექნიკა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე გადაადგილება შეუძლია, მათ შორის:
დახურული კაბინის მქონე ოთხთვლიანი ელექტრო დამტვირთველი სველ ამინდშიც სტაბილურად გადაადგილდება, ხოლო კაბინა ოპერატორს წვიმისა და ქარისგან იცავს.
დაზიანებულ ან არათანაბარ ზედაპირზე გადაადგილებისას ტექნიკის მართვა რთულდება და ტვირთის გადმოცურების რისკი იზრდება. მოვლილი იატაკი კი ამცირებს ტექნიკის ცვეთასა და სარემონტო ხარჯებს, ოპერატორს კი მუშაობისთვის უკეთეს პირობებს უქმნის.
პანდუსზე გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დატვირთული დამტვირთველის ჩანგლები და ტვირთი ყოველთვის აღმართისკენ უნდა იყოს მიმართული. გადაყირავების რისკის შესამცირებლად, ტექნიკამ პანდუსის კიდიდან უსაფრთხო მანძილზე უნდა იმოძრაოს.

Toyota-ს ელექტრო დამტვირთველებისთვის ხელმისაწვდომია სამი ტიპის ენერგიის წყარო:
• ტყვიამჟავა ბატარეა;
• ლითიუმ-იონის ბატარეა;
• სათბობი ელემენტი.
ლითიუმ-იონის ბატარეის დატენვა სამუშაო დღის განმავლობაში, მაგალითად, ცვლებს შორის შესვენების დროსაც შეიძლება. ტყვია-მჟავა ბატარეას დატენვის ციკლების შეზღუდული რაოდენობა აქვს, ამიტომ მისი დამუხტვა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მუხტის დონე დაახლოებით 20%-მდე დაიწევს.
Toyota Traigo48 სერიის სტანდარტული მოდელები მუშაობს როგორც ტყვია-მჟავა, ისე ლითიუმ-იონის ბატარეაზე. ამავე სერიაში შედის Traigo_i, რომელიც თავიდანვე ინტეგრირებული ლითიუმ-იონის ბატარეისთვის შეიქმნა.
Traigo_i ოპერატორის კომფორტზეა გათვლილი და გამორჩეული ერგონომიკა აქვს. კომპაქტური ბატარეა კორპუსშია ინტეგრირებული, ამიტომ კაბინა უფრო ფართო და კომფორტულია, ენერგიის მოხმარება კი ნაკლებია. ეს მოდელი კარგი არჩევანია ობიექტებისთვის, სადაც სამუშაო ერთი ან ორი ცვლის განმავლობაში მიმდინარეობს.
სამცვლიანი და მაღალი ინტენსივობის სამუშაოებისთვის უმჯობესია სტანდარტული 48 ვოლტიანი Traigo. მასზე უფრო მაღალი ტევადობის ლითიუმ-იონის ბატარეის დამონტაჟება შეიძლება, რაც ხანგრძლივი სამუშაო ციკლისთვის უფრო ხელსაყრელია.
Toyota Traigo80 ხელმისაწვდომია 80 და 90 ვოლტიანი ვერსიებით. 90 ვოლტიანი მოდელი განკუთვნილია სამუშაოებისთვის, სადაც გადაადგილებისა და ტვირთის აწევის მაღალი სიჩქარე ან სწრაფი აჩქარებაა საჭირო. ასეთი პირობები ხშირად გვხვდება ინტენსიური დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს.
მეტი სიმძლავრის გამო, 90 ვოლტიანი მოდელი ფერდობზეც უფრო ეფექტურად გადაადგილდება. მაღალი წარმადობის ძრავს IP54 დაცვის კლასი აქვს, ამიტომ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია როგორც სველ, ისე მტვრიან გარემოში.
ტვირთები ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდება, ამიტომ პალეტი ან სატვირთო პლატფორმა მისი სიგრძისა და სიგანის მიხედვით უნდა შეირჩეს. გრძელი ტვირთის შემთხვევაში დატვირთვის ცენტრი ჩანგლების წვერისკენ ინაცვლებს, რის გამოც დამტვირთველის ტვირთამწეობა მცირდება. ტვირთის გაბარიტები მოსაბრუნებლად საჭირო სივრცეზეც მოქმედებს.

ჩანგლების პოზიციონერი მათ შორის მანძილს ცვლის. ოპერატორი ჩანგლებს პალეტის ან სატვირთო პლატფორმის სიგანეს კაბინიდანვე უსადაგებს, რაც ტვირთის აღებას უფრო სწრაფსა და ზუსტს ხდის.
დამატებითი მოწყობილობის წონა და ზომა დამტვირთველის ტვირთამწეობას ამცირებს და მოსაბრუნებლად საჭირო სივრცეს ზრდის. საჭიროების შემთხვევაში პოზიციონერს ჩანგლების გვერდითი გადაწევის მექანიზმიც ემატება.

ეს არის დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ჩანგლებს მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილებს. მისი დახმარებით ოპერატორი ჩანგლების მდებარეობას მთელი დამტვირთველის გადაადგილების გარეშე ასწორებს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია პალეტის თაროზე ზუსტად განთავსებისას.
მოწყობილობის დამატება დასაშვებ ტვირთამწეობასა და მოსაბრუნებლად საჭირო სივრცეზე მოქმედებს, ამიტომ მისი შერჩევისას ტვირთის წონა და სამუშაო ადგილის ზომები წინასწარ უნდა შეფასდეს.
ზოგჯერ ტვირთის სიგრძე ან სიგანე პალეტის ზომებს აღემატება და მისი ნაწილი კიდეებს სცდება. ასეთ დროს იზრდება ტვირთის დაზიანების, ჩამოვარდნისა და გვერდით განთავსებულ ნივთებთან შეჯახების რისკი.
რისკის შესამცირებლად უნდა შეირჩეს შესაბამისი ზომის პალეტი ან სატვირთო პლატფორმა. ასევე საჭიროა ტვირთის თანაბრად განაწილება და საიმედოდ დამაგრება.
პალეტი დამტვირთველით ტვირთის გადასაადგილებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული სატვირთო პლატფორმაა.
ევროპაში ფართოდ გამოიყენება 1200 × 800 მმ ზომის ხის პალეტი, რომელშიც ჩანგლები ოთხივე მხრიდან შედის. გვხვდება ისეთი პალეტებიც, რომლებსაც ჩანგლების შესაყვანი ღიობები მხოლოდ ორი მხრიდან აქვს.
ყველა დამტვირთველი თითოეული ტიპის პალეტთან ვერ მუშაობს. ამიტომ ჩანგლების ზომებისა და პოზიციის შერჩევამდე უნდა შემოწმდეს პალეტის სიგრძე, სიგანე და ტვირთის გაბარიტები. გასათვალისწინებელია ისიც, სცდება თუ არა ტვირთი პალეტის კიდეებს, რადგან ასეთ შემთხვევაში დამტვირთველს მანევრირებისთვის მეტი სივრცე სჭირდება.
პალეტების გავრცელებული ზომები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება და ადგილობრივ სამუშაო პრაქტიკაზეა დამოკიდებული.
სამუშაო დერეფნის საჭირო სიგანე მოდელისა და ტვირთის ზომების მიხედვით გამოითვლება. გაანგარიშებისას რამდენიმე პარამეტრი უნდა შეფასდეს:
ეს არის მინიმალური სივრცე, რომელიც დამტვირთველს თაროებს შორის მოსაბრუნებლად, პალეტთან მისასვლელად და ტვირთის ასაღებად ან დასაწყობებლად სჭირდება.

სამთვლიან დამტვირთველს უფრო მცირე მობრუნების რადიუსი აქვს, ამიტომ ვიწრო დერეფნებში უფრო მოქნილად მოძრაობს. ოთხთვლიანი მოდელი კი მაღალი დატვირთვისას მეტი სტაბილურობით გამოირჩევა.
Toyota-ს 48 ვოლტიან სამთვლიან მოდელს ოთხთვლიანთან შედარებით დაახლოებით 140 მმ-ით ნაკლები მობრუნების რადიუსი აქვს. კომპაქტურ სამთვლიან ვერსიაში ეს მაჩვენებელი კიდევ დაახლოებით 100 მმ-ით მცირდება.
მობრუნების დიამეტრი თითოეული დამტვირთველის ტექნიკურ მონაცემებშია მოცემული. ამ მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა მოდელის შედარება და სამუშაო სივრცისთვის შესაბამისი ტექნიკის არჩევა.
დერეფნის სიგანის გამოთვლისას დამატებით 200 მმ უნდა გაითვალისწინონ. ეს სივრცე ოპერატორს მოხვევისა და ტვირთის განთავსებისას შეცდომის მცირე მარაგს უტოვებს და თაროებთან ან სხვა ობიექტებთან შეჯახების რისკს ამცირებს.
თავდაპირველად უნდა გაიზომოს ყველაზე მაღალი თარო, რომელზეც ტვირთი განთავსდება. მიღებულ მაჩვენებელს 150 დან 200 მმ მდე ემატება, რათა ჩანგლებმა თაროს სიმაღლეს გადააჭარბოს და ოპერატორმა პალეტის უსაფრთხოდ განთავსება შეძლოს.
ნომინალური ტვირთამწეობა არის მაქსიმალური წონა, რომლის აწევაც დამტვირთველს განსაზღვრულ სიმაღლეზე და დატვირთვის ცენტრის მითითებულ მანძილზე შეუძლია. ეს მაჩვენებელი თითოეული მოდელის ტექნიკურ მონაცემებშია მოცემული.
დატვირთვის ცენტრი არის ჰორიზონტალური მანძილი ჩანგლების ვერტიკალური ზედაპირიდან ტვირთის სიმძიმის ცენტრამდე. მისი სტანდარტული მნიშვნელობა ნომინალური ტვირთამწეობის მიხედვით იცვლება:
ნომინალური ტვირთამწეობა მიუთითებს, რა წონის ტვირთის აწევა შეუძლია დამტვირთველს განსაზღვრულ სიმაღლეზე და დატვირთვის ცენტრის მითითებულ მანძილზე. თუ ტვირთი უფრო მაღლა უნდა აიწიოს ან მისი სიმძიმის ცენტრი ჩანგლებისგან უფრო შორსაა, დასაშვები ტვირთის წონა მცირდება. ამ განსხვავებას ტვირთამწეობის კლებადობა ეწოდება.
დამტვირთველმა ობიექტის ყველაზე დაბალ კარსა თუ ჭიშკარში თავისუფლად უნდა გაიაროს. ამის გასარკვევად საჭიროა ტექნიკის სახურავისა და დაშვებული ანძის სიმაღლის შემოწმება.
გასათვალისწინებელია თავისუფალი აწევის ფუნქციაც. თუ დამტვირთველს ეს ფუნქცია არ აქვს, ჩანგლების აწევასთან ერთად ანძის შიდა სექციაც მაღლა იწევა. ასეთ დროს ტექნიკის საერთო სიმაღლე იზრდება და დაბალ სივრცეში მუშაობა შესაძლოა გართულდეს.
დამატებითი მოწყობილობა დამტვირთველის წონას ზრდის და ტვირთის სიმძიმის ცენტრს ჩანგლებისგან უფრო შორს სწევს. შედეგად, მცირდება ტვირთის მაქსიმალური წონა, რომლის უსაფრთხოდ აწევაც ტექნიკას შეუძლია.

მტვერმა და ტენმა შესაძლოა ტექნიკის ნაწილების მუშაობასა და ცვეთის სიჩქარეზე იმოქმედოს. ასეთ გარემოში დამტვირთველს უფრო ხშირი შემოწმება და ტექნიკური მოვლა სჭირდება. ამიტომ უნდა შეირჩეს მოდელი, რომელსაც მტვრისა და წყლისგან დაცვის შესაბამისი დონე აქვს.

რამდენიმე ცვლის განმავლობაში მუშაობისთვის საჭიროა მაღალი დატვირთვისთვის განკუთვნილი დამტვირთველი, რომლის დამუხტვაც დიდხანს არ გრძელდება. ამ პირობებში პრაქტიკული არჩევანია ლითიუმის იონის ბატარეით აღჭურვილი ელექტრო მოდელი.
მისი ნაწილობრივ დამუხტვა შეიძლება ცვლებს შორის შესვენებისას ან სამუშაოს სხვა თავისუფალ მონაკვეთში. ამის გამო დამტვირთველი დღის განმავლობაში ნაკლებ დროს ატარებს დამტენთან და სამუშაოც ხანგრძლივი შეფერხების გარეშე გრძელდება.
ანტიფეთქებადი დამტვირთველი გამოიყენება გარემოში, სადაც აალებადი აირების, ორთქლის ან მტვრის გამო აფეთქების საფრთხე არსებობს. ტექნიკის კომპონენტები სპეციალურადაა დამუშავებული, რათა მუშაობისას ნაპერწკალი ან ზედმეტი სითბო არ წარმოიქმნას და აალების რისკი შემცირდეს.
სამაცივრე სივრცე დამტვირთველისთვის რთული სამუშაო გარემოა. ნულს ქვემოთ ტემპერატურა ამცირებს ბატარეის ტევადობას და გავლენას ახდენს ელექტრონიკისა და საპოხი მასალების მუშაობაზე. თუ ტექნიკა ასეთ პირობებზე არ არის გათვლილი, იზრდება დაზიანებისა და დამატებითი სარემონტო ხარჯების რისკი.
სამაცივრე სივრცისთვის განკუთვნილი დამტვირთველი დაბალ ტემპერატურაზე სამუშაოდ საჭირო კომპონენტებითაა აღჭურვილი. მოდელის მიხედვით, მას შეიძლება ჰქონდეს სპეციალური სამაცივრე ზეთი და უჟანგავი ფოლადის ღერძები.
დამტვირთველის შერჩევამდე უნდა შემოწმდეს, შეძლებს თუ არა კონკრეტული მოდელი ობიექტზე არსებულ აღმართებსა და ფერდობებზე გადაადგილებას. შესაბამისი მაჩვენებელი ტექნიკურ მონაცემებშია მოცემული და აჩვენებს მაქსიმალურ დახრილობას, რომელზეც ტექნიკას მოკლე დროის განმავლობაში ასვლა შეუძლია.
გასათვალისწინებელია არა მხოლოდ აღმართზე ასვლა, არამედ დატვირთული დამტვირთველის უსაფრთხოდ დაშვებაც. ამიტომ ფერდობის დახრილობასთან ერთად უნდა შეფასდეს ტვირთის წონა, ზედაპირის მდგომარეობა და დამუხრუჭების პირობები.