BT Levio W-series გამოიყენება ყველა ტიპის მსუბუქი სამუშაოსთვის, როგორიცაა ჰორიზონტალური ტრანსპორტირება, დატვირთვა/გადმოტვირთვა და შეკვეთის დახარისხება. ელექტრო სატვირთველს აქვს ხელით მართვის ერგონომიული სახელური და Click-2-Creep ფუნქცია პატარა სივრცეში მანევრირებისთვის, რისი მეშვეობითაც მისი მართვა ადვილია. BT Powerdrive-ის მეშვეობით სატვირთველის არაჩვეულებრივი მუშაობა და ეფექტურობა გარანტირებულია.
BT Levio P-series - იდეალურია შორ მანძილებზე გადაადგილებისა და მეტად მოთხოვნადი მასალების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისთვის. მასში გაერთიანებულია მაღალი ტვირთამწეობა და კომპაქტურობა, ოპტიმალური მდგრადობა და მძღოლისა და ტვირთის უსაფრთხოება. მანევრირებისთვის და მაღალი სიჩქარით გადაადგილებისთვის, მოხვევის მცირე რადიუსის მქონე ეს სატვირთველები ძალიან პროდუქტიულია. გასაშლელ-დასაკეცი პლატფორმის, დასაკეცი საკეტის და რეგულირებადი საჭის ბერკეტის წყალობით მისი მართვა ადვილია.
შორ მანძილებზე გადაადგილების გარდა, BT Levio S-სერია უზრუნველყოფს მემანქანის სრულ დაცვას, კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. სატვირთველის მრავალმიართულებიანი მუშაობის წყალობით, მემანქანე კომფორტულად გადაადგილდება. თვითმავალი სატვირთველის კომპაქტური ზომები იძლევა კარგი მანევრირების საშუალებას.
ტვირთის შორ მანძილზე მდებარე საწყობში ტრანსპორტირების გარდა, BT Levio R-series შემუშავებულია მძღოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კაბინაში არსებული მძღოლისთვის განკუთვნილი რეგულირებადი დასაჯდომი ადგილი (სავარძელი), საჭე და პედლები ასევე უზრუნველყოფენ მძღოლის კომფორტულობას. დასაჯდომ ელექტრო სატვირთველებს შეუძლიათ განავითარონ 20კმ/სთ-მდე სიჩქარე ტვირთის სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირებისთვის.