მომწოდებლის (პროვაიდერის) ინფორმაცია
ვებ-გვერდი მომზადებულია Toyota Material Handling Europe S.A. (TMHE)-ს მიერ. კომპანია შექმნილია ბელგიის კანონმდებლობის მიხედვით და მისი მისამართია ბურგეს გამზირი 42, ბრიუსელი, 1130, ბელგია. ტელ. +3227903000.
Toyota Material Handling Europe აფასებს თქვენს ვიზიტს ჩვენს ვებ-გვერდზე - www.TOYOTA-forklifts.eu. ასევე ჩვენ ვაფასებთ თქვენს ინტერესს ჩვენი სერვისების, გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების მიმართ. ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერება არ საჭიროებს პერსონალურ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. Toyota Material Handling Europe-მა შესაძლოა შეაგროვოს შეზღუდული არა პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ადვილად მოძებნოთ ინფორმაცია თქვენს ბრაუზერში, როდესაც თქვენ ისევ ეწვევით ჩვენს ვებგვერდს. სისტემაში შესვლის ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ენას, თქვენს მოთხოვნათა თარიღსა და დროს და მონაცემთა ერთ ან მეტ ფრაგმენტს (cookies), რომელსაც შეუძლია თქვენი ბრაუზერის იდენტიფიცირება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მომხმარებელთა ქცევის უკეთ გაცნობისა და ჩვენი შეთავაზებების გასაუმჯობესებლად.
Toyota Material Handling Europe-ის ვებგვერდზე თქვენი პირველი ვიზიტისას თქვენს კომპიუტერში იგზავნება მონაცემთა ფრაგმენტები, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს თქვენს ბრაუზერს ან მყარ დისკს. მონაცემთა ფრაგმენტი "Cookie" არის პატარა მონაცემთა ფაილი გაგზავნილი Toyota Material Handling Europe-ის მიერ თქვენი კომპიუტერის ბრაუზერში ან მყარ დისკზე. Toyota Material Handling Europe იყენებს "cookies", რათა უკეთესად მოემსახუროს Toyota Material Handling Europe-ის მომხმარებლებს და გააუმჯობესონ Toyota Material Handling Europe-ის ვებ-გვერდების მართვა. Toyota Material Handling Europe ამას ახორციელებს მომხმარებელთა უპირატესობისა და მომხმარებელთა ქცევის ინფორმაციის ფრაგმენტებში "cookies" განთავსებით, რაც გვეხმარება იმის შეფასებაში, თუ Toyota Material Handling Europe-ის ვებ-გვერდის რომელი ნაწილი ემსახურება მომხმარებელს უკეთესად და რომელი ინფორმაცია უკეთ ერგება Toyota Material Handling Europe-ის მომხმარებელთა მოთხოვნებს. Toyota Material Handling Europe ასევე აგროვებს და განათავსებს ინფორმაციას იმ მიზნით, რომ დაგეხმაროთ თქვენი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებაში, აგრეთვე კატალოგების, ბროშურებისა და სხვა საჭირო ლიტერატურის მიღებაში.
Toyota Material Handling Europe არ იყენებს მონაცემთა ფრაგმენტებს ისეთი პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორიცაა პიროვნების სახელი ან ელ. ფოსტის მისამართი. ასევე Toyota Material Handling Europe არ ყიდის რაიმე მიღებულ ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ თავიდან გადატვირთოთ ბრაუზერი, თუ გსურთ ინფორმაციული ფრაგმენტების - "Cookies"-ს თავიდან აშორება.