ეკონომიური ტრანსპორტირება ახალი ავტომატიზებული მართვადი ურიკის მეშვეობით Toyota Material Handling-სგან

ავტომატიზაცია არა მარტო აუმჯობესებს მუშაობის პროცესს, არამედ ზრდის პროდუქტიულობასა და ხარჯების ეფექტურობას. Toyota Material Handling Europe-ის ახალი ავტოპილოტი TAE050, რომელიც წარმოდგენილი იყოს IMHX გამოფენაზე დიდ ბრიტანეთში, ამარტივებს, სტანდარტიზაციას და ოპტიმიზაციას უწევს მომხმარებლის მუშაობას. ამ ეკონომიური გადაწყვეტილების დაპროექტება და ექსპლუატაციისთვის მომზადება შეიძლება მარტივად და მოკლე დროში. ეს ობიექტზე გააუმჯობესებს შიდა დინებას, შეამცირებს შრომით და ზარალის ხარჯებს ზუსტი და უსაფრთხო გზით. ოპერაციები იქნება გამარტივებული და ოპტიმიზირებული, განსაკუთრებით საწარმოო, ელ-ვაჭრობისა და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

500კგ-ზე ნაკლები ტვირთის გადატანა ხშირად ხდება მანუალური ურიკების მეშვეობით და მომხმარებლის უმეტესობა ეძებს მარტივ გზას ამ ტიპის სამუშაოებისა და მომსახურე პერსონალის გამოყენების ოპტიმიზაციისთვის. TAE050 მოძრავი სახელურის მქონე ურიკას შეუძლია ზიდოს 500კმ-მდე ტვირთი და შესაბამისად, პერსონალს აღარ მოუწევს განმეორებითი სამუშაოს შესრულება. უფრო შეზღუდული სივრცის მქონე შენობებში, კომპაქტური საბუქსირე ვერსია არის იდეალური მსუბუქი ტვირთის გადასატანად. ასევე, მცირე ზომის საგნების დახარისხებისთვის ჭანჭიკებით მიმაგრებული სტელაჟები შეიძლება კარგი გადაწყვეტილება იყოს.

ავტოპილოტის TAE050 ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ მისი დამონტაჟება ადვილია. TAE050 მიყვება იატაკზე დამონტაჟებულ მაგნიტის სადებსა და იატაკის მარკერიდან იღებს ბრძანებებს, რომელიც მდებარეობს მიმმართველი ლენტის გვერდით. ტვირთის დინების და დასატვირთ-გადმოსატვირთი სადგურის განსაზღვრის შემდეგ, იატაკს მიაწებეთ ლენტი და მარკერები და ჩართეთ მანქანა. მუშაობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ბრძანება შეიძლება იწყებოდეს „დაბალი სიჩქარიდან“ ან „გაჩერებით, უფრო რთული დავალებების შესრულებამდე. Excel-ის გამოყენებით შეიძლება ისეთი ბრძანებების დაპროგრამება, როგორიცაა ადგილზე ჩართვა, წინასწარ განსაზღვრული სიჩქარით მოძრაობა და ხმის ჩართვა. ეს ავტომატიზაციის მარტივ სისტემას უზრუნველყოფს მაღალი მოქნილობით და მუდმივი მწარმოებლურობით.

„გასული წლის ბოლოს ჩვენ მოვახდინეთ ავტოპილოტის TAE050 წარმოებაში ინტეგრირება, სადაც იგი მუშაობს ნაკადური აწყობის ხაზის გვერდით და მისი მეშვეობით ხდება დეტალებისთვის განკუთვნილი ცარიელი ურიკების დაბრუნება კომპლექტაციის ზონაში“ - ამბობს პიტერ კარლსონი, Toyota Material Handling Manufacturing Sweden-ის წარმოების ხელმძღვანელი. „ადრე ჩვენ გვყავდა სრულ განაკვეთზე მომუშავე 1 თანამშრომელი, რომელიც ასრულებდა განმეორებით სამუშაოს, თუმცა მას რეგულარულად უწევდა პრიორიტეტების დაწესება სხვა დავალებების შესრულებაზე, რამაც გამოიწვია პრობლემები საამწყობო კონვეიერის ბოლოს ცარიელი ურიკების დაგროვების სახით. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ TAE050-ით, რადგან ეს არის მარტივი და მოქნილი სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად შევიტანოთ ცვლილებები კაიზენის („კაიზენი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად „მუდმივ გაუმჯობესებას“ ნიშნავს) ღონისძიებების ჩატარების შედეგ და ასევე გარანტიას იძლევა ჩვენის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ნაკლები დაძაბულობის თვალსაზრისით“.

რადგან უსაფრთხოება წარმოედგენს მთავარ ფაქტორს, „ჩანგლის გარეშე მუშაობის““ გადაწყვეტილება მუშაობს ძალიან დიდი სიზუსტით და ჩერდება დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში, ან ადამიანის მასთან ახლო მანძილზე ყოფნისას, უბედური შემთხვევისა და დაზიანების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, TAE050 მოძრაობს ფიქსირებული მარშრუტით და არ ექვემდებარება მემანქანის შეცდომებს.

ავტომატიზაციის ეს მარტივი სისტემა ხელს უწყობს ჩვენს ეკონომიურ ფილოსოფიას. „სატრანსპორტო საშუალება ეხმარება ჩვენს მომხმარებელს მუშაობის ოპტიმიზაციაში, სატვირთველის ავტოპარკებისა და მომსახურე პერსონალის ეფექტურად მუშაობაში, რაც ზრდის მწარმოებლურობას და ამცირებს ხარჯებს“ ამბობს იაკობ არვიდსონ კლინტი, Toyota Material Handling Europe-ის TAE050 წარმოების ხელმძღვანელი.