გსურთ სატვირთველის ყიდვა ან ქირაობა?

სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
A hand handing over keys to another hand

რა არის საუკეთესო თქვენთვის?

ზოგიერთი კომპანია ხანდახან ვერ აკეთებს არჩევანს იყიდოს თუ იქირაოს სატვირთველი. ორივე არჩევანს, რა თქმა უნდა აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, რის გამოც რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება. ფინანსების არსებობის შემთხვევაში რთულია არ იყიდო სატვირთველი და არანაკლებ მაცდურია იმაზე ფიქრი, რომ არ მოგიწევს პროცენტის გადახდა. არ გიფიქრიათ ამ თანხის ისეთ საქმეში ჩადება საიდანაც სარგებელს მიიღებდით? თუ ასეა, მაშინ რა არის სატვირთველის ქირაობის უპირატესობა?


ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგად სურათს როდის არის შესაფერისი თქვენი ბიზნესისთვის ერთი ან რამდენიმე სატვირთველის ქირაობა ან ყიდვა. ჩვენ ასევე აგიხსნით ეკონომიურ და საექსპლუატაციო განსხვავებას სატვირთველის ავტოპარკის გრძელი ვადით და მოკლე ვადით ქირაობის შემთხვევაში და როდის მცირდება გაცდენის დრო და იზრდება პროდუქტიულობა თანამშრომლებში.

სარგებელის მიღება ყიდვისას

Close up on Toyota trucks

სატვირთველის ყიდვა საკუთრებაში ფლობის მიზნითსატვირთველის ყიდვა საკუთრებაში ფლობის მიზნით

სატვირთველის ყიდვა შეიძლება მოგეჩვენოთ მართებულად, თუ გაქვთ ფული და ბიზნესისთვის გჭირდებათ ახალი (ან მეორადი) სატვირთველი. რა თქმა უნდა უკეთეს საგნებში თანხის დაბანდება უკეთესია, რადგან როგორც სატვირთველს, ასევე მსუბუქ ავტომანქანას ეკარგება ღირებულება. თუ კომპანიის პოლიტიკა მოითხოვს სატრანსპორტო საშუალებების და სატვირთველების ფლობას, თქვენ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ისინი. რასაკვირველია, საკუთრებაში არსებული სატვირთველი იქნება აქტივი ბალანსზე და შეგიძლიათ ისე განკარგოთ იგი, როგორც გსურთ და არ იდარდოთ იმაზე, თუ რას იტყვიან სატვირთველის მფლობელები, როდესაც იჯარის ვადა დასრულდება.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის მოდიფიკაცია უნდა მოხდეს CE მარკირების ფარგლებში. ყოველთვის მიეცით საშუალება სპეციალისტს, რომ გააკეთოთ თქვენთვის საჭირო ცვლილებები. ასევე დარწმუნდით, რომ გაქვთ ხელშეკრულება სატვირთველის მომსახურებაზე, სასურველია რეგულარული მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში, მწყობრიდან გამოსვლის რისკის შემცირების მიზნით. დაფიქრდით რამდენ ხანს შეგიძლიათ სატვირთველის გარეშე ყოფნა, მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.

მოდით გადავხედოთ ყიდვის დადებით და უარყოფით მხარეებს

+ თქვენ ფლობთ სატვირთველს და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ CE მარკირების ფარგლებში
+ ეს არის აქტივი ბალანსზე

- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ სატვირთველი შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს
- თქვენ პასუხისმგებელი ხართ ტექმომსახურებასა და შეკეთებაზე
- კაპიტალდაბანდება
- თქვენი სატვირთველის ავტოპარკი არ არის შესაბამისი
- სატვირთველის ფასი სწრაფად ვარდება
- უნდა გაითვალისწინოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები, როგორიცაა სათადარიგო სატვირთველის დაქირავება
- შეკეთება, სერიოზული დაზიანების შემთხვევაში
- უნდა გაყიდოთ ან ჩააბაროთ ჯართში, როდესაც აღარ დაგჭირდებათ

რატომ გრძელვადიანი დაქირავება

Rental trucks waiting to be shipped

გრძელვადიანი დაქირავება მომსახურების ჩათვლით

სატვირთო კომპანიების უმეტესობა გვთავაზობთ მოკლევადიან და გრძელვადიან გაქირავებას. უმეტესობა ამჯობინებს ხანგრძლივი ვადით ქირაობას, ყიდვის ნაცვლად. ამ გზით, თქვენ თავიდან იცილებთ საწყის მაღალ ხარჯებს და ხშირად იღებთ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილებს.

თუ თქვენ ქირაობთ სატვირთველს, თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ კაპიტალი, რომელიც დაიხარჯა სატვირთველის შეძენაზე, ან რაიმე სხვაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს კაპიტალი თქვენი ბიზნესისთვის. თუ არსებობს დაბალი საპროცენტო განაკვეთები, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ჩადოთ თქვენი კაპიტალი სატვირთო მანქანაში, რომლის ფასიც სწრაფად ეცემა. ასევე დარწმუნდით, რომ ქირაობთ უფლებამოსილი პირებისგან და რომ სატვირთველი შემოწმებულია.

როდის უნდა იქირაოთ ხანგრძლივი ვადით?

• კონკრეტული პროექტებისთვის
• წარმოებაში დაგეგმილი ცვლილებების შემთხვევაში
• როდესაც გსურთ, რომ სატვირთველის მუდმივი ავტოსადგომი იყოს მოქნილი
• როდესაც გსურთ ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯები

როდის უნდა იქირაოთ მოკლე ვადით?

When to short term rent

მოკლევადიანი ქირაობა მაღალი მოთხოვნის დროს

გრძელვადიან ქირაობას გააჩნია ბევრი უპირატესობა, თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში მოკლევადიანი ქირაობა შეიძლება იყოს უკეთესი გადაწყვეტილება, მაგალითად, სეზონის პიკის დროს, რადგან ის საშუალებას გაძლევთ არა სეზონური პერიოდის განმავლობაში შეამციროთ ხარჯები, როდესაც არ გჭირდებათ ბევრი სატვირთველი. ამრიგად, თქვენ გეყოლებათ გამოუყენებელი, ერთ ადგილზე მდგომი სატვირთველები. ეს შეიძლება მოხდეს არდადეგების დროს, როდესაც სამომხმარებლო ვაჭრობა მერყეობს, ხოლო სასაწყობო საქმე მოითხოვს სისწრაფეს. მოკლე ვადით ქირაობა ასევე კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც სატვირთველი გამოდის მწყობრიდან და თქვენ გჭირდებათ ახალი, ან გადასვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, როდესაც სატვირთველები გამოყენებულ იქნება მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ მოკლევადიანი ქირავნობა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხშირად უფრო ძვირია.

როდის არის სასურველი მოკლე ვადით ქირავნობა?

• როდესაც სატვირთველი გჭირდებათ მოკლე დროით
• როდესაც არ გაქვთ მუშაობა სეზონის გამო
• როდესაც სეზონის პიკია
• გაურკვევლობის შემთხვევაში საჭიროება ძალაში რჩება
• როდესაც გჭირდებათ დამატებითი რესურსი
• გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში