"ჩვენ ვაღიარებთ, რომ უნდა ვიყოთ გახსნილები და მოქნილები, როდესაც ლოგისტიკის ტექნოლოგიების სამომავლო ტენდენციებს ეხება საქმე. კლიენტებთან და თანამოაზრე მომწოდებლებთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამისთვის. ეს ჩვენთვის მიმდინარე პროცესია, რომელსაც ლოგიკონომიას ვუწოდებთ", განმარტავს მატიას ფიშერი, Toyota Material Handling ევროპის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. პირველი ლოგიკონომიის კონვენცია გამართა 2018 წლის 31 იანვარს, მიოლბიში, შვედეთში კომპანიის სათავო ოფისსა და ქარხანაში. ღონისძიებამ თავი ლოგისტიკის წამყვან პროფესიონალებს მოუყარა წარმოების ყველა მიმართულებიდან, საბითუმო და საცალო ვაჭრობიდან ევროპის 16 ქვეყანაში. იგი დაემთხვა Toyota-ს R&D გამოფენას, რომელიც ჩვეულებრივ შიდა აუდიტორიისა და სტუდენტებისთვის იმართება, თუმცა ამჯერად შერჩეულ კლიენტებსაც შეეძლოთ მისი თვალის შევლება.
If you have any questions about this press release, contact us.
“თანამშრომლობა არსებითი მნიშვნელობისაა,” გააგრძელა ფიშერმა “და ჩვენ ვაცნობიერებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისაგან უკუკავშირის მიღება განვითარების ადრეულ პროცესში. Europallet-ის შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა, იგი შემუშავებულ იქნა 1940-იან წლებში შვედეთის რკინიგზასთან თანამშრომლობით. ეს იყო ადრეული თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზისა და გზის კონტეინერებში სივრცის ეკონომიას. მაგრამ, რა თქმა უნდა, თანამედროვეობის ტექნიკური რევოლუცია ჩვენგან ბევრ შესაძლებლობებსა და გამოწვევების მიღებას მოითხოვს."
კონფერენცია მოიცავდა მოხსენებებს მოწვეული მომხსენებლებისგან, რომელთა შორის იყვნენ დოქტორი პატრიკ დიქსონი, წამყვანი ფუტურისტი, რომელმაც შექმნა აღწერა ადამიანის მოლოდინების ცვლილების სიჩქარე. რენდალ ვან პოელვურდმა წარმოადგინა რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფად ცვალებადი სამყარო, ხოლო Volvo Venture Capital-ის პრეზიდენტმა პერ ადამსონმა განმარტა, თუ როგორ შეუწყო ხელი Volvo-ს თანამშრომლობამ და ტექნიკურმა პარტნიორობებმა განევითარებინა საგზაო სატრანსპორტო საშუალებებში ტელემატიკის გამოყენება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ დელეგატებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ Toyota Material Handling ევროპის უახლეს მიღწევებს ავტომოტიზაციის, მათ შორის რობოტიკის სფეროში, რომელთაც ახორციელებს Toyota-ს პარტნიორი კომპანია Vanderlande; ასევე მომავლის მართვის სცენარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით - რომელიც ცნობილია, როგორც ‘A.I. Team Logistics’ (ხელოვნური ინტელექტის გუნდური ლოგისტიკა), ისევე როგორც აქცენტებს ენერგიაზე, მათ შორის უახლესი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ტექნოლოგიებში. ტელემატიკა კიდევ ერთი ძირითადი სფეროა, ბაზარზე Toyota-ს წამყვანი პოზიციიდან გამომდინარე. ამჟამად 50,000-ზე მეტი „ჭკვიანი" სატვირთო ავტომობილია მუშაობაში ჩაშვებული და ამასთან, ახალი თაობის ტექნოლოგიები წინასწარი დაგეგმილი სწრაფი მომსახურების საშუალებას იძლევა.
კონფერენციის კიდევ ერთი უნიკალური ასპექტი იყო შესაძლებლობა დამსწრენი გაცნობოდნენ თუ როგორ ხორციელდება ავტომატიზაციის პროგრესული დანერგვა Toyota-ს ქარხნებში, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს Toyota Production System-ის ეფექტიანობა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის „ეკონომიური ლოგისტიკის" პროგრამის საფუძველს. „ჩვენ კარგი რეპუტაცია გვაქვს ეკონომიური აზროვნების მხრივ," - განაგრძო ფიშერმა, - „ჩვენი სურვილია მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიდგომა, ნარჩენების შემცირებაზე, ტრავმების პრევენციასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე ყურადღების გამახვილებით. ეს ღონისძიება დაგვეხმარა გაგვეზიარებინა ჩვენი იდეები, მოგვეპოვებინა ფასეული უკუკავშირი და გაგვეცნო ჩვენი ეკონომიური აზროვნება ჩვენი კლიენტებისთვის."