რა სარგებელი აქვს სატვირთველებს თქვენი ბიზნესისთვის?

ჭკვიანი სატვირთველები საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ Toyota-ს ავტოპარკის მართვის I_Site სისტემას და გქონდეთ წვდომა სწორ ინფორმაციაზე, რათა სრულად აკონტროლოთ თქვენი ოპერაციები. აპლიკაცია საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად ქმედების განხორციელების საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა თქვენ ერთი სატვირთველის მქონე კლიენტი ხართ თუ ამწე სატვირთველების დიდ პარკს ფლობთ გლობალურად რამდენიმე ადგილზე. აქ მოყვანილია ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ შეუძლიათ ჭკვიან სატვირთველებს თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება - შედეგად ვიღებთ მაქსიმალურ დამატებით ღირებულებას ოპერაციებში უკიდურესი ოპტიმიზაციით, ენერგიის, დროისა და სივრცის ნულოვან ნარჩენს.

1. პროდუქტიულობის გაზრდა

მანქანების გაუმჯობესებული გამოყენება


თქვენი ლოგისტიკური ოპერაციების სრული მიმოხილვა, განსაკუთრებით თუ რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებთ ოპერაციებს არ არის ყოველთვის მარტივი. ამან შეიძლება გამოიწვიოს დროის და სხვა რესურსების დანაკარგი, რასაც თქვენ შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეთ. იცოდით, რომ სატვირთველი ავტო პარკის გამოყენების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია? ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია 65%-იანი დანაკარგის თავიდან აცილება მიუხედავად იმისა ეს გამოიხატება დაკარგულ დროში, ხარჯებსა თუ ზარალში.

ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აღრიცხოთ და გააუმჯობესოთ მანქანების გამოყენების მაჩვენებელი. Toyota-ს არსებული I_Site მონაცემები, რომლებიც აღებულია ყველა დაკავშირებული მოქმედი ჭკვიანი სატვირთო ავტომობილიდან აჩვენებს, რომ კომპანიების უმეტესობას შეუძლია თავიდან აიცილოს რესურსების არსებითი ხარჯვა გამოყენების მაჩვენებლების გაუმჯობესებით. ეს შეიძლება აისახოს აუცილებელი სატვირთო ავტომობილების შემცირებულ მაჩვენებლებზე, როდესაც დაიწყებთ მონაცემების გამოყენებას სატვირთო ავტომობილების ოპერაციის დაგეგმვისთვის. თუმცა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ, როგორც რესურსების მომწოდებლებმა ასევე ბიზნეს პარტნიორებმა.

მძღოლების მუშაობის გაუმჯობესებული ეფექტურობა

მიუხედავად იმისა თქვენ ერთ სატვირთო ავტომობილს ფლობთ თუ მთლიანი ავტო პარკია თქვენს საწყობში, მძღოლების ტრენინგის დეტალური მიმოხილვის განხორციელება შესაძლოა თანაბრად პრობლემატური იყოს. მიუხედავად ამისა, თქვენი საწყობის პროდუქტიულობის მაჩვენებლებზე არსებით გავლენას ახდენს მძღოლების სათანადო მომზადება, რეგულარული გადამზადება და ვალიდური ლიცენზიის ფლობა, რომლის აღრიცხვა მარტივად ხდება I_Site აპლიკაციის საშუალებით.

 

ჭკვიანი შედარებითი ანალიზი (ბენჩმარკინგი)

თუ თქვენ ფლობთ ბიზნესს, რომელიც რამდენიმე ადგილზე ფუნქციონირებს, ყველა საქმიანობის თვალის მიდევნება შესაძლოა რთული იყოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ზუსტ გაზომვასა და შედარებაზე. ჭკვიანი შედარებითი ანალიზის საშუალებით მარტივდება სატვირთო ავტომობილების მუშაობის ეფექტურობის შეფასება და შედარება რამდენიმე ლოკაციაზე, რაც საშუალებას გაძლევთ საჭიროებისამებრ იმოქმედოთ.

2. უსაფრთხოების გაუმჯობესება

რისკის პრევენცია სიჩქარის კონტროლით

უსაფრთხო სამუშაოს ადგილის შექმნა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს, რათა მოხდეს უბედური შემთხვევების და მძღოლების ტრავმების თავიდან აცილება. საწყობში ამგვარი რისკების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ I_Site გამოიყენოთ ჭკვიანი სატვირთო მანქანების სიჩქარის კონტროლისათვის და შეამციროთ შეჯახების რისკი.

 

შოკის მონიტორინგი

იმ შემთხვევაში თუ შეჯახება მაინც მოხდება, ამან არა მხოლოდ თქვენი სატვირთველი შეიძლება დააზიანოს, არამედ გამოიწვიოს საწყობის, ტვირთის დაზიანება და რა თქმა უნდა მძღოლის ტრავმირება. ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების შოკის სენსორების წყალობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რეგისტრირებული ზემოქმედების მიმოხილვა, თუ სად და როდის და რა სიჩქარეზე მოხდა ის. ამგვარად შეგიძლიათ პრობლემა თვალსაჩინო (Jidoka) გახადოთ და შეჯახების მიზეზის დაადგინოთ (Genchi Genbutsu), რათა აღკვეთოთ მისი განმეორებით დადგომა. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველჰყოთ, რომ ზემოქმედების შემდეგ სატვირთო ავტომობილმა იმოძრაოს უკიდურესად ნელი სიჩქარის და მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალის მიერ გადატვირთვის შემდეგ იმუშაოს სრული შესაძლებლობით.

წინსაოპერაციო შემოწმება და უსაფრთხოების პროცედურა

I_Site-ის საშუალებით აღრიცხვა თუ რომელ თანამშრომლებს აქვთ ამის განხორციელების უფლება და რომელ მძღოლებს აქვთ გარკვეული ტიპის სატვირთველების მართვის უფლება უფრო მარტივია. აპლიკაციას შეუძლია მოსთხოვოს მძღოლებს წინასაოპერაციო შემოწმების და უსაფრთხოების პროცედურის განხორციელება სატვირთოს დაძვრამდე.

 

შეინარჩუნეთ კონტროლი I_Site საშუალებით

როდესაც თქვენ არ ხართ ადგილზე ან თუ რამდენიმე ადგილს ამუშავებთ, ყოველთვის მარტივი არაა თქვენი ოპერაციების კონტროლი ან დისტანციურად ქმედების განხორციელება. I_Site მობილური აპლიკაციის წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიგოთ რა ხდება, მიუხედავად იმისა თუ სად ხართ და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ ქმედება.

3. მანქანისა და აკუმულატორის მუშაობის გახანგრძლივება

მანქანის მუშაობის გახანგრძლივებული სიცოცხლე

აბსოლუტურად აუცილებელია, რომ თქვენი სატვირთო ავტომობილების მუშაობდნენ საჭიროებისამებრ და თავიდან აიცილოთ მათ სწრაფად გაფუჭების რისკი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ I_Site, ანალიზისთვის, რათა გააუმჯობესოთ სატვირთო აღჭურვილობის საოპერაციო ეფექტიანობა და გაახანგრძლივოთ თქვენი ავტოპარკის სიცოცხლე.

 

აკუმულატორის ხანგრძლივი სიცოცხლე

იგივე შეიძლება ითქვას აკუმულატორზე: მნიშვნელოვანია რომ აკუმულატორი იყოს ენერგო ეფექტური და ნაკლებად საჭიროებდეს ტექნიკურ მომსახურებას, ამასთან საკმარისად ამუშავოს სატვირთო ავტომობილი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ აკუმულატორის მოხმარების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, რათა უზრუნველეყოთ აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

გაინტერესებთ ლითიუმ-იონური აკუმულატორების უპირატესობების შესახებ მეტი ინფორმაცია?

გაიგეთ მეტი Li-Ion-ის შესახებ აქ >

4. შეამცირეთ ხარჯი

საოპერაციო ხარჯის შემცირება

ლოგისტიკური ოპერაციის ძირითადი ფოკუსია ფლობის სრული ხარჯი, რადგან ხარჯები შესაძლოა მარტივად დაემატოს, განსაკუთრებით თუ არ გაქვთ თქვენი საქმიანობის და მათთან დაკავშირებული სასაწყობო ოპერაციების ხარჯების დეტალური მიმოხილვა. სატვირთო ავტომობილების გამოყენების აღრიცხვით თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაადგინოთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი ავტოპარკის ზომისა და პროცესების ოპტიმიზაცია საოპერაციო ხარჯების შემცირებისთვის. თქვენი აღჭურვილობის მართვის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოქმედება ასევე შეამცირებს ტექნიკური მომსახურების სიხშირეს და შესაბამისად თქვენს მომსახურების ხარჯებს.

 

თავიდან აიცილეთ კომპენსაციები და სადაზღვევო ხარჯი

უბედური შემთხვევები და ზარალის ანაზღაურების ხარჯი კიდევ ერთი პრობლემაა. I_Site-ის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების ფუნქციებით თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გადაჭრად ან აიცილოთ მსგავსი შემთხვევები. ამავდროულად, ეს დაგეხმარებათ სადაზღვევო ხარჯების შემცირებაში.

გაიგეთ მეტი ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების შესახებ

შეიძლება მოგეწონოთ

An autopilot doing horizontal transportation

ავტომატიზებული გადაწყვეტილებები

ჩვენი ავტომატიზებული სატვირთოების და ტვირთმზიდების ფართო სპექტრი  გთავაზობს მოწინავე, მოქნილ გადაწყვეტილებებს საქონლის ეფექტურად და ყაირათიანად გადაზიდვისთვის. 

გაიგე მეტი >

SMART დაკავშირებული სატვირთო მანქანები

იხილეთ მეტი დაკავშირებული და SMART საწყობის სატვირთო მანქანების შესახებ.

გაიგე მეტი >

Driver using BT Optio for order picking

ჩვენი პროდუქტების სპექტრი

გადახედე ჩვენი პროდუქტების - სატვირთველების, სატვირთოების, პალეტის ურიკებისა და დამტვირთველების სრულ სპექტრს.

გაიგე მეტი >

ლითიუმ-იონის გადაწყვეტილებები Toyota–სგან

ახლა გთავაზობთ სრულად ინტეგრირებულ ლითიუმის იონური ბატარეებს მთელ ასორტიმენტში, რომელიც შექმნილია კომპანიის მიერ TPS– ის მაღალი ხარისხის Toyota სტანდარტების შესაბამისად

გაიგე მეტი >