connected & smart trucks from Toyota

Discover the connected & Smart Trucks from Toyota

ჭკვიანი ტექნოლოგია ყველა სტანდარტულ მოდელში

ზუსტად იცით, რა დროს ატარებს თქვენი ტექნიკა საწყობში მოძრაობისას? ან რამდენი საათი უწევს უქმად დგომა? ტექნიკური მომსახურების ინტერვალების ოპტიმიზაცია და საერთო დანახარჯების შემცირება სრულიად შესაძლებელია. საოპერაციო პროცესების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი მუშაობის ტემპს, პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებას საგრძნობლად ზრდის.

2018 წლის ოქტომბრიდან შეკვეთილი Toyota Material Handling-ის ყველა სასაწყობე ტექნიკა ინტეგრირებული სისტემით აღიჭურვება. ჩვენ პირველები ვნერგავთ ჭკვიან ტექნოლოგიებს სტანდარტულ მოდელებში, რათა თქვენი ლოგისტიკური პროცესები მაქსიმალურად მოქნილი და ეკონომიური გახდეს.

ჭკვიანი ტექნიკის ძირითადი მახასიათებლები

Toyota-ს ჭკვიანი დამტვირთველები დეტალურ ინფორმაციას აგროვებს ნამუშევარი საათების, დატვირთვის, ტექნიკური მომსახურებისა და იჯარის შესახებ. აპლიკაციის დახმარებით სერვისის მოთხოვნის გაგზავნაც კი მობილურიდანვეა შესაძლებელი.

საოპერაციო პროცესების სრულად გასაკონტროლებლად, სპეციალურ სიაში თითოეულ ტექნიკას მარტივად ადევნებთ თვალს. ნამუშევარი საათების მიხედვით, ტექნიკის დატვირთვის გაანალიზება გეხმარებათ, ტექნიკური მომსახურება ზუსტად საჭირო დროს დაგეგმოთ, რაც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებსა და დროის კარგვას. გაუთვალისწინებელი შეფერხებების შესამცირებლად, აპლიკაციის მეშვეობით მხარდაჭერის გუნდს ნებისმიერ დროს მარტივად დაუკავშირდებით.

ტექნიკის პარკის მიმოხილვა

თქვენ გექნებათ წვდომა ვებპორტალზე და ობიექტზე არსებული მთელი ჭკვიანი ტექნიკის მიმოხილვაზე. თვალი ადევნეთ მოტომეტრების ჩვენებას, ტექნიკის ნომრებს, სერვისისა და იჯარის ხელშეკრულებების მონაცემებს.

ტექნიკის დატვირთულობა

ადევნეთ თვალი ნამუშევარ საათებს და მოარგეთ ტექნიკური მომსახურების ინტერვალები, რათა გაზარდოთ თქვენი ტექნიკის სასიცოცხლო ციკლი.

სერვისის განაცხადები

დაუკავშირდით თქვენს სერვისის გუნდს ვებპორტალის ან აპლიკაციის მეშვეობით - უბრალოდ გააგზავნეთ ფოტო და/ან შეტყობინება.

I_Site ფლოტის მართვა

ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გაააქტიუროთ I_Site, რათა გააკონტროლოთ თქვენი ტექნიკა თუ ოპერატორები და საჭიროებისამებრ გააუმჯობესოთ სამუშაო პროცესები.

I_Site სისტემაზე გადასვლის უპირატესობები

I_Site ავტოპარკის მართვის ჭკვიანი სისტემაა. მისი გააქტიურება ერთი ღილაკზე დაჭერითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც ტექნიკისა და ოპერატორების მუშაობის მონიტორინგს იწყებთ. ჭკვიანი დამტვირთველები ბიზნესს განვითარებაში ეხმარება – პროცესები მაქსიმალურად ოპტიმიზებულია, ხოლო ენერგიის, დროისა და სივრცის დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჭკვიანი ტექნიკა თქვენი ბიზნესის სამსახურში

როგორ ამზადებს ჭკვიანი ტექნიკა ბიზნესს მომავლისთვის?

ქსელში ჩართული ტექნიკა ლოგისტიკური ოპერაციების სტაბილურობასა და უწყვეტობას უწყობს ხელს. მონაცემების შეგროვებითა და გაანალიზებით, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების მუდმივი ოპტიმიზაციაა შესაძლებელი. შეძლებთ, ტექნიკის გამოყენების ვადის გაზრდასა და წლის კონკრეტულ პერიოდებში საწყობში დამტვირთველების რაოდენობის სწორად გადანაწილებას.

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია თქვენს საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზებები, მაგალითად, ტექნიკის საათობრივი ქირაობა და პრევენციული სერვისი გაუთვალისწინებელი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

რა როლი აქვს ჭკვიან ტექნიკას ეფექტური საოპერაციო პროცესების მართვაში?

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ჭკვიანი ტექნიკა ზუსტ ინფორმაციას გაწვდით. ეს მუშაობის ტემპის გაზრდასა და სიტუაციის სრულ კონტროლში გეხმარებათ. ზუსტად აფასებთ არსებულ მდგომარეობას და დისტანციურადაც მარტივად რეაგირებთ. შედეგი ყოველთვის მაქსიმალურად გამართული საოპერაციო პროცესი, დაზოგილი დრო, ენერგია და სივრცეა.

ჩვენი ხედვა ჭკვიანი ლოგისტიკის შესახებ

მეტი Toyota-ს ჭკვიანი ტექნიკის შესახებ

დამატებითი გადაწყვეტილებები

  • I_Site ავტოპარკის მართვა: აკონტროლეთ თქვენი ავტოპარკი, შეაგროვეთ მონაცემები და მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
  • ავტომატიზებული სისტემები: ტექნიკისა და გადამზიდი პლატფორმების ავტომატური სერია ტვირთის მოქნილად და ეკონომიურად გადაადგილებაში გეხმარებათ.
  • მომავლის ტექნოლოგიები: გაეცანით Smart Logistics-ისა და Logiconomi-ის დღეს არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო ხედვებს.
  • ლითიუმ-იონის ბატარეები: ტექნიკური მომსახურებისგან თავისუფალი ბატარეები, რომლებიც ტექნიკას უწყვეტად მუშაობის საშუალებას აძლევს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ

Manager looking at I_Site on iPad

I_Site ავტოპარკის მართვა

I_Site-ის მართვის სისტემა იყენებს Toyota-ს დაკავშირებული დამტვირთველების ონლაინ მონაცემებს თითოეული დამტვირთველის მუშაობის გასაზომად, გაანალიზებისა და ოპტიმიზაციისთვის. ავტოპარკზე სრული კონტროლი ბიზნესს გრძელვადიან სტაბილურობასა და საოპერაციო მდგრადობას ანიჭებს.

 

წაიკითხე მეტი

An autopilot doing horizontal transportation

ავტომატიზებული სისტემები

ავტომატიზებული დამტვირთველებისა და სატვირთო პლატფორმების ასორტიმენტი ტვირთის უფრო ეფექტურად დამუშავებაში ეხმარება ბიზნესს.

 

ვრცლად

Shadows of a Swarm truck

მომავლის ტექნოლოგიები

„ჭკვიანი ლოგისტიკა“ (Smart Logistics) და Logiconomi თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონცეფციებია, რომლებიც ლოგისტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს. 

ვრცლად >

ლითიუმ-იონის სისტემები Toyota-სგან

ბატარეები, რომლებსაც ტექნიკური სერვისი არ სჭირდება, დამტვირთველებს დღე-ღამის განმავლობაში შეუფერხებლად ამუშავებს. დეტალური ინფორმაცია ლითიუმ-იონის ბატარეებზე, როგორც Toyota-ს ტექნიკის ენერგიის წყაროზე, ცალკე გვერდზეა მოცემული.

 

ვრცლად