ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ეკონომიური ავტომატიზებული სატვირთველების მეშვეობით ტოიოტასგან

Toyota Material Handling-ს შემოაქვს ავტომატიზებული საწყობის ახალი და ფართო ასორტიმენტი ევროპის ბაზარზე. ეს ავტომატიზებული ასორტიმენტი ხელს უწყობს ტოიოტას ეკონომიურ მიდგომას და განკუთვნილია პალეტების ავტომატიზებული განმეორებითი დატვირთვა-განტვირთვისთვის. ის გთავაზობთ პროდუქტიულობის ახალ განზომილებას, გადაწყვეტილებების ეტაპობრივი მიდგომის ან სისტემის სრული გარდაქმნის გზით. ავტოპილოტის ახალი ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო სატვირთველებს (LAE250), შტაბელერებს (SAE160), რიჩტრაკებს (RAE160-250), საპირწონე შტაბელერებს (OAE120CB) და დიდი ტვირთამწეობის საბუქსირე საწევარებს (TAE500) და განკუთვნილია შემდეგი გამოყენებისთვის: პალეტების ტრანსპორტირება, ბლოკების დაწყობა, მაღალ სიმაღლეზე შენახვა და ბუქსირი.

ავტომატიზაცია აუმჯობესებს ტვირთის დინებას და ამცირებს ზარალს, დროსა და ხარჯებს. პერსონალს შეუძლია უფრო რთული სამუშაოს შესრულება განმეორებითი პროცესების შესრულების მაგივრად.  ავტომატიზებული ორკაპა სატვირთველები ასევე მოითხოვს ნაკლებ მომსახურებასა და ენერგიას, ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდასა და უსაფრთხოებას, და უზრუნველყოფს ინვესტიციების დაბრუნებას ჩვეულებრივ 2 წლის ვადაში. 

 

ზუსტი ნავიგაცია

ტოიოტას მართვის ავტომატური სისტემის მქონე სატვირთველები უზრუნველყოფს ორ ძალიან ზუსტ და ადაპტირებულ სანავიგაციო ტექნოლოგიებს, როგორიცაა: რეფლექტორული, ანუ ბუნებრივი ნავიგაცია, ან კომბინირებული, ორმაგი ნავიგაციის სახით.

RAE reach truck autopilot Toyota

პალეტებით უსაფრთხო და ზუსტი ტრანსპორტირება

ავტოპილოტები დაპროგრამებულია ისე, რომ უსაფრთხოდ შეასრულოს ყველა დავალება და იმუშაოს მანუალურ ოპერატორებთან ერთად. ჩაშენებული უსაფრთხოების სკანერები და წინააღმდეგობების აღმომჩენი დეტექტორების საშუალებით არ ხდება შეჯახებები, რეაგირებენ რა დაბრკოლებებზე, რომლებიც კვეთენ სატვირთოებისთვის განკუთვნილ გზას. დატვირთვის სენსორები და ვიდეოკამერები დამატებით უზრუნველყოფენ ტვირთის ზუსტ და უსაფრთხო გადაადგილებას.


ინტელექტუალური კომუნიკაცია

ავტოპილოტზე მომუშავე ყველა სატვირთველი კონტროლდება ტოიოტას კომპანიის მიერ შემუშავებული შეკვეთების მართვის სისტემის საშუალებით. ეს პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს დამოუკიდებელი ან საკომუნიკაციო დონის სახით საწყობის მართვისა და წარმოების სისტემებთან მიმართებაში. შეკვეთების მართვის სისტემა აკონტროლებს ტვირთის შენახვას, შეკვეთებს, მოძრაობასა და დინებას ავტოპარკის ინტელექტუალური მართვისა და ERP/WMS-თან ინტეგრირების საშუალებით.

Toyota automated Staxio

სწრაფი დამუხტვა

ავტოპილოტები შეიძლება აღჭურვილი იყოს ლითიუმ-იონური ბატარეებით, რომლებიც უფრო ენერგო ეფექტურია 30%-მე და ამცირებენ CO2 ემისიებს. ავტომატური დამუხტვის შესაძლებლობის წყალობით, სატვირთველები იმუხტება სწრაფად და არ საჭიროებენ მომუშავე პერსონალს ან დასამუხტ ოთახს, რაც ხდის მათ სრულად ავტომატიზებულს.
ავტოპილოტის ასორტიმენტი ეფუძნება ტოიოტაში შემოწმებულ სასაწყობო სატვირთველებს, რომელსაც სრულდ უჭერს მხარს Toyota Material Handling Europe მომსახურების ქსელი.


ზუსტი ნავიგაცია

ტოიოტას სატვირთველების ავტოპილოტის უნიკალურობას წარმოადგენს ის, რომ ნავიგაციის სისტემა ეხმარება როგორც რეფლექტორულ ასევე ბუნებრივ ნავიგაციას. ორმაგი ნავიგაციის შემთხვევაში, კონფიგურაციის ერთი მხარე საწყობს იყენებს ეტალონის სახით, ხოლო მეორე იყენებს რეფლექტორებს, რაც ავტოპილოტს ბუნებრივ და რეფლექტორულ ნავიგაციას შორის ნელა გადასვლის საშუალებას აძლევს. ეს შესაძლებელია ლაზერული სკანერის საშუალებით, რომელიც არის ბუნებრივი და ორმაგი ნავიგაციის იდენტური, და ამგვარად შესაძლებელია რეფლექტორების დამატება იმისათვის, რომ მოხდეს მისი ორმაგი ნავიგაციის სისტემაში კონვერტირება.

An autopilot doing horizontal transportation

ავტომატიზებული გადაწყვეტილებები

ჩვენი ავტომატიზებული სატვირთოების და ტვირთმზიდების ფართო სპექტრი  გთავაზობს მოწინავე, მოქნილ გადაწყვეტილებებს საქონლის ეფექტურად და ყაირათიანად გადაზიდვისთვის. 

გაიგე მეტი >

Shadows of a Swarm truck

მომავლის ტექნოლოგია

Smart Logistics და Logiconomi წარმოგიდგენენ დღეისთვის არსებულ გადაწყვეტილებებს და გიჩვენებენ მომავლის ჩვენეულ ხედვას. 

გაიგე მეტი >

Toyota - წარმოების სისტემა

ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით  წარმოების საკითხს და ვქმნით პროდუქტს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.  

გაიგე მეტი >

Driver using BT Optio for order picking

ჩვენი პროდუქტების სპექტრი

გადახედე ჩვენი პროდუქტების - სატვირთველების, სატვირთოების, პალეტის ურიკებისა და დამტვირთველების სრულ სპექტრს.

გაიგე მეტი >