• მსუბუქი და მანევრირებადი
• სატვირთველების ადვილად დაცლა და დატვირთვა
• ტვირთის დაკომპლექტების სიმაღლე 3მ-მდე
BT Optio N-სერიის სატვირთველები არის ვიწრო შასის მქონე მსუბუქი, კომპაქტური შეკვეთის მაკომპლექტებლები. ისინი განკუთვნილია ტრაილერებისთვის და მოსახერხებელია მთელ რიგ სფეროში გამოსაყენებლად. დაბალი საფეხური, ტრაილერთან ჩაბმის სიმარტივე და აკუმულატორის ადვილად გამოცვლის სისტემა უზრუნველყოფს ამ სატვირთველების კომფორტულობას.
BT Optio L სერიას აქვს ძლიერი და მოდულური შასი. იგი იდეალურია ტვირთის სწრაფად გადაადგილებისთვის. მოდელის ფართო დიაპაზონის კონფიგურაციებიდან გამომდინარე, როგორიცაა ბაქანის არჩევითი აწევა (optional platform lift) და ნახევრადავტომატური დისტანციური მართვა, საშუალება გეძლევათ აირჩიოთ სწორი სპეციფიკაცია თქვენთვის სასურველი ოპერაციისთვის. აგრეთვე, ხელმისაწვდომია დისტანციური მართვის მქონე ნახევრად ავტომატური order picker, t-mote 1.2t & 2.5t მოდელები.
საშუალო დონის სიმაღლეზე ტვირთის დახარისხებისთვის განკუთვნილი BT Optio M სერია, ხემისაწვდომია მავთულის / რელსებიანი ამწე დამთვირთველის ან თავისუფალი მანევრირების მქონე დამტვირთველის სახით. მწარმოებლურობასთან და BT Optipace ერთად ეს დამტვირთველები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კომფორტს ტვირთის აწევის ოპტიმიზირებული სიჩქარისთვის. შეკვეთების დახარისხების უფრო სპეციალიზირებული პროცესებისთვის ჩვენ გთავაზობთ შესაბამის დამტვირთველებს, როგორიცაა უშუალოდ ჩანგლებზე პალეტების განთავსების ვერსიები.
BT Optio H სერია განკუთვნილია ვიწრო გასასვლელებში შკვეთების მაღალ სიმაღლეზე დახარისხებისთვის. 12.1 მეტრ სიმაღლემდე აწევის და BT Optipace სისტემის წყალობით, ისინი გამოირჩევიან პროდუქტიულობით და საექსპლუატაციო თვისებებით. ფართო კაბინა და რეგულირებადი მართვის ღილაკები უზრუნველყოფს მძღოლის კომფორს მაღალ სიმაღლეზე . აგრეთვე, ხელმისაწვდომია walk-through version პალეტების უშუალოდ ჩანგლებზე დასაწყობად.