პროდუქტიული საწყობი იწყება უსაფრთხო სამუშაო ადგილით. ვინაიდან, მასალის ტრანსპორტირების ტექნიკასთან მუშაობა ქმნის მაღალ რისკს, მნიშვნელოვანია მემანქანეებში ცნობიერების (ინფორმირებულობის) ამაღლება. იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს დამტვირთველი ეფექტურად და უსაფრთხოდ, ამცირებს უბედური შემთხვევების რისკს. ეს არამარტო ხელს უწყობს თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, არამედ ამცირებს ზარალისა და შრომის ხარჯებს.
მართვის კარგი უნარ-ჩვევების მქონე სათანადოდ მომზადებული გუნდის ყოლა დააჩქარებს თქვენი სამუშაოს შესრულების პროცესს. თქვენს საწყობში გაიზრდება სტანდარტიზაცია და თქვენს სატვირთველებს დასჭირდებათ ნაკლები მომსახურება და რემონტი.
უსაფრთხოების ეფექტური კულტურა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველამ იცის რისკები და თანამშრომლობს შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. აქედან გამომდინარე, სწორი მიმართულებით სწავლება აუცილებელია არა მარტო მემანქანეებისთვის, არამედ მენეჯერების, ხელმძღვანელებისა და საწყობში მომუშავე სხვა პერსონალისთვისაც. ამ გზით მთელი თქვენი გუნდი და ორგანიზაცია დაგეხმარებათ პროდუქტიულობის გაუმჯობესებასა და ზიანის ხარჯების შემცირებაში.
ტრანსპორტის მართვის გაუმჯობესებული უნარები არა მხოლოდ შეამცირებს უბედური შემთხვევების რისკს თქვენს საწყობში, არამედ შეამცირებს თანამშრომელთა დაშავებასა და სტრესის დონეს. შესაბამისად, შემცირდება შრომისა და ზარალის ხარჯი. ასევე შემცირდება საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი.
ტრენინგის პროგრამა დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე და მანქანების ტიპებზე. ჩვენ გთავაზობთ ტრენინგს როგორც აუდიტორიაში, ასევე სამუშაო ადგილზე და დავეხმარებით თქვენს მემანქანეებს მათი სატვირთველების სხვადასხვა მახასიათებლების შესაცნობად.
უსაფრთხოების კულტურის დანერგვით თქვენ შეძლებთ არა მარტო უსაფრთხოების, არამედ პროდუქტიულობის ოპტიმიზაციას. ამიტომ, ჩვენ ასევე ვამზადებთ ზედამხედველებს, და Toyota+-ის პროგრამით, შევასწავლით ინსტრუქტორებს ტრენინგის სრულ სპექტრს, ასევე სპეციალური თვისებებს; გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ დამატებით და სპეციალურ ტრენინგებს, როგორიცაა მართვის ზოგადი წესები და I_Site.