იცით ზუსტად რამდენ ხანს მოძრაობს თქვენი სატვირთო მანქანა საწყობში? ან რამდენი სატვირტო გყავთ? შეიძლება მოიძებნოს მომსახურების ინტერვალის და ხარჯების შემცირების გზა? არსებობს მარტივი გამოსავალი - ოპერაციების მონიტორინგი და კონტროლი, რაც საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ეფექტურობა, პროდუქტიულობა და უსაფრთხოება.
2018 წლის შემდეგ შეკვთილი Toyota Material Handling -ის საწყობშ მომუშავე სატვირთოები მიწოდებულია ინტეგრირებული ტელემატიკსით. smart trucks-ით Toyota ლიდერია ამ ინდუსტრიაში, რადგან უმაღლესი სტანდარტის სატვირთოებსა და მექანიზმებს უზრუნველყოფს. ტელემატიქსის მოწყობილობის მონტაჟი, როგორც სტანდარტი, განაპირობებს მარტივ წვდომას ყველა მონაცემზე მანქანის წარმოების მომენტიდან. ამგვარად შეგიძლიათ მარტივად გქონდეთ წვდომა და გაანალიზოთ თქვენი "ჭკვიანი" სატვირთველის მონაცემები, რათა გაიაზროთ და გააუმჯობესოთ თქვენი ოპერაციები.
როგორც სტანდარტი, Toyota Smart Truck- მოგაწვდით ინფორმაციას ექსპლუატაციის საათების, ფუნქციონირების, მომსახურებისა და ქირავნობის, ასევე მობილური მომსახურების მოთხოვნის შესახებ. იმისათვის, რომ აკონტროლოთ ოპერაციები, შეგიძლიათ მარტივად განიხილოთ თქვენი ავტო პარკის სიაში არსებული smart truck - ების მონაცემები. ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ ნამუშევარი საათები, ნარჩენების გატანა მომსახურების დროში და ხარჯები. აღჭურვილობის ოპტიმალური გამოყენებისთვის შეგიძლიათ აპლიკაციის მეშვეობით დაუკევშირდეთ სერვისის მომწოდებელ ჯგუფს.
თქვენ გექნებათ ვებ-პორტალი და წვდომა საიტზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია ყველა "smart trucks"-ს შესახებ. იხილეთ მრიცხველები, სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, მომსახურებისა და ქირავნობის კონტრაქტის მონაცემები.
აკონტროლეთ თქვენი ოპერირების დრო დაშესაბამისად მოარგეთ სერვისის ინტერვალი, რათა თქვენი სატვირთო უფრო დიდხანს გემსახუროთ.
დაუკავშირდით თქვენს სერვის ჯგუფს ვებპორტალის მეშვეობით ან აპლიკაციით, გაუგზავნეთ სურათი ან შეტყობინება.
ერთი დაჭერით შეგიძლიათ გაააქტიუროთ "I_Site"-ის მონიტორინგი და აკონტროლოთ სატვირთოები და მძღოლები, საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების მიზნით.
"ჭკვიანი" სატვირთველები მარტივად შეიძლებa დაუკავშირდეს I_Site-ს - Toyotaს ავტოპარკის მართვის სიტემას. ერთი დაწკაპუნებით, შესაძლებელია ტექნოლოგიის გააქტიურება, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ ტქვენი საქმიანობის მონიტორინგი და გამოიყენოთ მონაცემები პრობლემური საკითხების გამოსავლენად და აღმოსაფხვხვრელად. I_Site გთავაზობთ დეტალურ ანგარიშებს სატვიერთოების გამოყენებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და პროცესის გაუმჯობესებისთვის; თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ რომელი მძღოლია ლიცენზირებული კონკრეტული ტიპის სატვირთოსთვის, და სხვა ასპექტებთან ერთად სერვისის ინტერვალებიც გააუმჯობესოთ.
დღესდღეობით, ჭკვიანი სატვირთველები დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი ლოგისტიკური ოპერაციები. თქვენი ჭკვიანი სატვირთველების მონაცემების შეგროვებით და გაანალიზებით, თქვენ შეძლებთ სხვადასხვა სფეროს ოპტიმიზაციას თქვენს ბიზნესში. თქვენ შეძლებთ თქვენი ტექნიკის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას და სატვირთველების რაოდენობის ოპტიმიზაციას წლის კონკრეტულ პერიოდში. თქვენ ასევე ისარგებლებთ კომერციული ალტერნატიული შეთავაზებებით, რომლებიც შეესაბამება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს, მაგალითად, სატვირთველების დაქირავება საათობრივად. ასევე მიიღებთ პროგნოზულ ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოთ გაცდენა მომავალში.
მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ჭკვიანი სატვირთველები გაწვდიან საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ სრულად გააკონტროლოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მუშაობის ეფექტურობა. თქვენ შეძლებთ შეაფასოთ და გააუმჯობესოთ, ასევე მიიღოთ ზომები დისტანციურად მიუხედავად იმისა ხართ თუ არა ერთი სატვირთველის მომხმარებელი თუ გაგაჩნიათ ორკაპა სატვირთველების დიდი ავტოპარკი რამდენიმე ადგილას მსოფლიო მასშტაბით. შედეგი? ეკონომიური მუშაობა მაღალი ოპტიმიზაციით, და ენერგიის, დროისა და სივრცის ნულოვანი დანაკარგი.
ჭკვიანი სატვირთველი არის ორკაპა სატვირთველი, რომელიც სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით გადაცემს მონაცემებს. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს პარკში არსებულ ყველა ორკაპა სატვირთველს, შეაგროვოთ მონაცემები თითოეული მათგანიდან და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობის შესახებ.
ჭკვიანი სატვირთველი აღჭურვილია ტელემატიკის მოწყობილობით, რომელიც ონლაინ რეჟიმში უკავშირდება ვებ-სერვერს და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას ჭკვიანი სატვირთველების მუშაობის შესახებ. ჭკვიანი სატვირთველებთან დაკავშირებას, მონიტორინგს და ანალიზს გააჩნია ერთი საერთო მიზანი: თქვენი ბიზნესის ეფექტურობის ოპტიმიზაცია, საკუთრების საერთო ღირებულების შემცირება (TCO) და საინვესტიციო კაპიტალიდან მოგების (ROI) მიღება.
Toyota Material Handling-ის სასაწყობო სატვირთველები აღჭურვილია ინტეგრირებული ტელემატიკის სისტემით, რომელთა მოწოდება ხდება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. ტელემატიკის მოწყობილობის სტანდარტის სახით დანერგვის მიზეზი არის ის, რომ ყველა მონაცემი სატვირთველის წარმოების მომენტიდან იყოს ხელმისაწვდომი, რათა გაანალიზოთ და შეადაროთ ყველა სატვირთველის მონაცემი და ფუნქციონირება. ეს საშუალებას მოგცემთ სრულად აკონტროლოთ თქვენი სატვირთველის ავტოპარკი და გააუმჯობესოთ თქვენი ოპერაციები თქვენთვის სასურველ სფეროებში, მაგალითად უსაფრთხოების ან პროდუქტიულობის მიმართულებით.
როგორ მუშაობს ის?
Toyota-ს ჭკვიანი სატვირთველის მოწყობილობა შედგება DHU2+ მონაცემთა დამუშავების ბლოკის, გადამცემი მოწყობილობის, ანტენის, ვიბრო სენსორისა და კლავიატურისგან. ჭკვიანი სატვირთველები აღჭურვილია ტელემეტიკის სისტემით, რომლის ჩაყენება სატვირთველში ხდება წარმოების დროს. ეს უზრუნველყოფს სატვირთველთან დაკავშირებას, თუმცა ტელემატიკის პროგრამა მაინც საჭიროებს აქტივაციას. I_Site-ის განახლება არ საჭიროებს ადგილზე ინსტალაციას: ეს არის მობილური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რისი მეშვეობითაც ის არის მოსახერხებელი და ეკონომიური.
დაკავშირებისას, მონაცემები, რომლებიც გენერირდება Toyota-ს ჭკვიანი სატვირთველებიდან, პირდაპირ გადაეცემა ცენტრალურ მონაცემთა ბაზას, სადაც ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. ეს კეთდება “I_Site-”ის აპლიკაციის, ავტოპარკის მართვის სისტემის მეშვეობით, რომელიც ათ წელიწადზე მეტია შექმნილია “Toyota”-ს მიერ და მუდმივად ვითარდება. ამ პორტალში რეგისტრირებულია ყველა სატვირთველის აქტივობის დონე, რაც ქმნის მონაცემებს, რომლებიც მზადაა ანალიზისთვის. ეს მონაცემები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი და გამოყენებული ავტოპარკის მართვის მიზნით.
ჭკვიანი სატვირთველების მომხმარებლებს I_Site პორტალის მეშვეობით ექნებათ ავტოპარკის სიასთან წვდომის საშუალება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია Toyota-ს მიერ მიწოდებული ყველა ჭკვიანი სატვირთველის შესახებ. ავტოპარკის სიის ამოღება ხდება 'MyFleet'-დან, რომელშიც არ შედის მომსახურებისა და ღირებულების შესახებ ანგარიში. თუმცა, მასში შესული იქნება მრიცხველის საათობრივი მაჩვენებელი ავტოპარკში მყოფი Toyota-ს ყველა ჭკვიანი სატვირთველის შესახებ, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოყენების დონეების მონიტორინგი. ეს მოწყობილობა შესულია სტანდარტის სახით. ავტოპარკის სიაში აგრეთვე მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ავტოპარკის მართვის შესახებ, როგორიცაა მომსახურებისა და იჯარის ხელშეკრულების მონაცემები და ავტოპარკის რაოდენობა.
თუ თქვენ მაშინვე არ გამოთქვათ თანხმობას I_Site-ის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, თქვენ გექნებათ უპირატესობა, გეცოდინებათ რა, რომ აქტივობის დონეები რეგისტრირდება, რომლებიც ქმნიან ღირებულ ანალიტიკურ მონაცემებს ავტოპარკის მომავალში მართვისა და პროგნოზული მომსახურების თვალსაზრისით. დამატებითი საინფორმაციო არხების საშუალებით ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ჩვენს მომხმარებელთან იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უპასუხებენ მათ მოთხოვნებს.
ჭკვიანი სატვირთველები მოგაწვდიან ზუსტ ინფორმაციას იმისათვის, რომ შეძლოთ სრული კონტროლი და ასევე, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ზომები შორი მანძილიდან, საჭიროების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ერთი სატვირთველის მომხმარებელი თუ გაგაჩნიათ ორკაპიანი სატვირთველების ავტოპარკი რამდენიმე ადგილას მსოფლიო მასშტაბით. შედეგად მიიღებთ მაღალ ოპტიმიზაციას და დაზოგავთ ენერგიას, დროსა და სივრცეს.
თქვენ შეგიძლიათ ადგილზე მარტივად მიმოიხილოთ თქვენი ჭკვიანი სატვირთველები, სადაც მოცემულია დეტალები, როგორიცაა მრიცხველები, ავტოპარკის ნომრები, მომსახურებისა და იჯარის ხელშეკრულებების შესახებ მონაცემები. ამგვარად, თქვენ შეძლებთ თქვენი ოპერაციების სრულ კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული სფეროების ოპტიმიზაციას.
თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ სატვირთველის გამოყენების დონეს ჭკვიანი სატვირთელების მუშაობის საათების გადახედვის გზით, რომელიც მიუთითებს ტექნიკური მომსახურების საჭიროებაზე, მისი ნამუშევარი საათებიდან გამომდინარე; მოარგოთ მომსახურების ინტერვალი თქვენი სატვირთველების გამოყენებასთან, თქვენივე სატვირთველის ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლისთვის.
ჭკვიანი სატვირთველების სწრაფი და მარტივი მომსახურებისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომსახურების ჯგუფს ვებ პორტალის ან აპლიკაციის მეშვეობით, გაგზავნოთ სურათი ან / და შეტყობინება, მომსახურების რეჟიმში სწრაფი რეაგირებისთვის და მხარდაჭერისთვის.
I_Site-თან ადვილად დაკავშირების მიზნით, ჭკვიანი სატვირთველები აღჭურვილია ტელემატიკის მოწყობილობით, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ სატვირთველის გამოყენებასა და მძღოლის ქცევას. ღილაკზე თითის ერთი მარტივი დაჭერით შეგიძლიათ გაააქტიუროთ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს ოპერაციებს და გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენთვის სასურველი სფეროების გასაუმჯობესებლად.
გაიგეთ მეტი თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია ჭკვიან სატვირთველს თქვენი ბიზნესისითვის >
ვინაიდან ტელემატიკური მოწყობილობა ჩაშენებულია Toyota-ს სასაწყობო სატვირთელში სტანდარტის სახით, ეს ორკაპა სატვირთველები ხელმისაწვდომია, როგორც ჭკვიანი სატვირთელები, რომელიც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გექნებათ საერთო წარმოდგენა თითოეული სატვირთელის შესახებ, როგორც თქვენი სამუშაო ოპერაციების შესრულებისას, ასევე მათი მუშაობის დროს.
თუ გსურთ, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ჭკვიანი სატვირთველებისგან და გქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც გაწვდით ტელემატიკური სისტემა, მაშინ განახლება კარგი ვარიანტია. თანხის ყოველთვიური მცირე შენატანით, თქვენ გექნებათ წვდომა I_Site ავტოპარკის მართვაზე ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟების გარეშე.
სისტემის განახლებისას გათვალისწინებულია თითოეული სატვირთველის აქტივაციის ფასი და თითოეული სატვირთველის გამოწერის ღირებულება თვეში.
კონკრეტული ოპციების დამატების სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სატვირთელი, რომელსაც ექნება ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი ფუნქციები, რომლებიც მოითხოვს დამატებით მოწყობილობას დაბალ ფასად:
- წინა-სამუშაო შემოწმება: სატვირთელი ამუშავდება მხოლოდ მემანქანის მიერ მისი უსაფრთხოების სრული შემოწმების შემდეგ
- მოხერხებული წვდომა: საშუალებას აძლევს ლიცენზირებულ მემანქანეს მართოს სატვირთელი არსებული „ბეიჯის“ გამოყენებით
- MyFleet პაკეტი : ტელემატიკისა და Toyota-ას შიდა სისტემებზე დაფუძნებული ანგარიში თქვენი მანქანების მწარმოებლურობის შესახებ
Toyota-ს სატვირთველები აგროვებენ და ინახავენ გამოყენების შესახებ მონაცემებს, მათი გამოყენების დროს. ყველა ასეთი მონაცემი გადაეცემა და მუშავდება Toyota- ს მიერ. მომხმარებელთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შეუზღუდავად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების, პროდუქტების, იჯარისა და მომსახურების შესახებ შეთავაზების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, Toyota და მისი ფილიალები შეაგროვებენ, გამოიყენებენ, შეცვლიან და ასლს გადაუღებენ ამ ხელშეკრულების შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ მონაცემებს. ნებისმიერი იურიდიული ვალდებულება პირად მონაცემებთან მიმართებაში რჩება ძალაში.
ISO 27001 ფარგლებში, Toyota Material Handling Europe მხარს უჭერს ინფორმაციულ და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების სტრუქტურას. ჩარჩო მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა რისკის მართვა, ცვლილებების მართვა, კონსტრუირების საფუძვლები, უსაფრთხო კოდირების პრინციპები, ბიზნესის უწყვეტობა და კონფიდენციალურობის კონტროლი. ამ ჩარჩოს ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ “I_Site”-ის მომსახურებას, მიმდინარე და მომავალში შესაძლო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების დაცვისა და სისტემაში დამუშავებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით.
Toyota-ს ჭკვიანი სატვირთველების ყიდვა ნიშნავს ჩართული (დაკავშირებული) სატვირთველის შეძენას: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტანდარტული თანხმობა დაკავშირებასა და ჩვენს მიერ ჭკვიანი სატვირთველის აქტივობის შესახებ მონაცემების შეგროვება. როგორც მომხმარებელს, თქვენ მოგიწევთ უარის თქმა, თუ არ გსურთ, რომ თქვენი სატვირთველი იყოს დაკავშირებული. ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები არ შეიცავს მძღოლის შესახებ ინფორმაციას, ამიტომ GDPR მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება (DPA) არ არის სავალდებულო. ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სატვირთველის საქმიანობის მონაცემების შეგროვების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ადგილობრივ Toyota Material Handling ორგანიზაციას.
როდესაც თქვენ გადადიხართ I_Site სისტემაზე, რომელიც მოითხოვს პირად მონაცემებზე წვდომასა და დამუშავებას, ის ააქტიურებს GDPR სავალდებულო მოქმედებებს. სატვირთველის შეკვეთის ან I_Site განახლების მომენტში, მომხმარებლებმა, რომლებიც ყიდულობენ I_Site ინფორმაციაზე სრულ წვდომას, ხელი უნდა მოაწერონ DPA-ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ დააკმაყოფილებენ GDPR მოთხოვნებს. ეს ასევე ვრცელდება ყველა არსებულ I_Site მომხმარებლზე.