როგორ აუმჯობესებს ჭკვიანი სატვირთველი მომსახურებას უწყვეტი მუშაობის მაქსიმალური დროის უზრუნველყოფით?

თქვენ გჭირდებათ ლოგისტიკის ეფექტიანი მუშაობა თქვენის ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სატვირთო ავტომობილი გამართულ მდგომარეობაშია. ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების საშუალებით ჩვენ დახმარება შეგვიძლია - ტელემატიკის მიერ მოწოდებული მონაცემებით ჩვენ გავაუმჯობესებთ თქვენი სატვირთველების მომსახურებას. დაკავშირებული სატვირთო ავტომობილები საშუალებას მოგცემთ გადახვიდეთ პროგნოზირებად მომსახურებაზე, რაიმე შემთხვევის დადგომამდე შეაკეთოთ თქვენი სატვირთო ავტომობილები და მიზნად დაისახოთ ნულოვანი გაუმართაობები. თქვენ აქ გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ჭკვიანი სატვირთო ავტომობილი მომსახურების გაუმჯობესებაში უწყვეტი მუშაობის მაქსიმალური დროის უზრუნველყოფით.

1. მომსახურების სწრაფი და ეფექტიანი დაგეგმვა

დაკავშირებადობა სატვირთველებით ეფექტიანი მომსახურების გასაღებია. იგი Toyota-ს მომსახურების კონცეფციის ერთ-ერთ ფასეულობას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება Toyota-ს საწარმოო სისტემაზე დაფუძნებულ მომსახურების მიდგომას.  მომსახურებისადმი ამ ეკონომიური მიდგომის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების უკეთესი დაგეგმვა, მეტი დამატებითი ღირებულება და ნაკლები muda (დანაკარგი) ლოგისტიკური ოპერაციების საერთო ეფექტიანობის გაუმჯობესებით.

I_Site აპლიკაციის საშუალებით ჭკვიან სატვირთო ავტომობილებთან დაკავშირებისას  თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მოითხოვოთ მომსახურება აპლიკაციის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ მომსახურების გუნდს და დაამატოთ ფოტო ან/და შეტყობინება. მომსახურების ღირებულების მონაცემები ასევე ხელმისაწვდომია და უკავშირდება Toyota-ს მომსახურების მონაცემთა სისტემებს.

2. რეალურ დროში მიღებული მონაცემები ტექნიკოსებისთვის

თქვენი

 

 

 

 

ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების  I_Site-ზე  გადასვლის კიდევ ერთი უპირატესობაა Toyota-ს ახალი მობილური მომსახურების პლატფორმასთან დაკავშირება ტექნიკოსებისთვის, ონლაინ ფუნქციონალის T-Stream საშუალებით. მომსახურების ამ ინსტრუმენტში შესაძლებელია მონაცემთა ინტეგრირება დაკავშირებული სატვირთო ავტომობილებიდან მომსახურების ტექნიკოსისთვის და შესაბამისად მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება.  საველე ტექნიკოსებს, რომლებიც რეალურ დროში მიღებულ მონაცემებს ფლობენ შეუძლიათ უზრუნველყონ ქარხნის აღჭურვილობის სწორი და ეფექტიანი მუშაობა და დისტანციურად გადაამოწმონ მუშაობის საათები. ეს აღმოფხვრის არასაჭირო მომსახურების ვიზიტებს და უკეთესი დაგეგმვის საშუალებას იძლევა, რაც შედეგად შეკეთების შემცირებულ ხარჯებს გვაძლევს.  T-Stream ასევე საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ დაკავშირებული სატვირთო ავტომობილების ონლაინ მომსახურება დისტანციური განახლებებით და საქმიანობაზე დაფუძნებული ტექნიკური მომსახურებით, რაც სატვირთო ავტომობილების მოცდენის დროს ამცირებს და შესაბამისად მათი ფლობის საერთო ხარჯებიც მცირდება.

გამართული მუშაობის მაქსიმალური დრო

ჭკვიანი სატვირთო ავტომობილის შეძენით დღეს, თქვენ მზად ხართ გაზომვა დაიწყოთ. იგი გთავაზობთ უკეთეს მომსახურებას და საბოლოოდ მომავალში პროგნოზირებად მომსახურებასაც კი, რაც კონკურენტულ უპირატესობას გაძლევთ. ეს კი შედეგად მოიტანს მოცდენის დროის შემცირებას თქვენს ოპერაციებში, რომლებიც უფრო პროდუქტიული და ეფექტიანი გახდება, და დაგიზოგავთ დროსა და ფულს.

უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ თქვენი ბიზნეს მოდელი და უკეთესად მოვარგოთ  იგი თქვენს ბიზნეს საჭიროებებს, გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ მაქსიმალური ეფექტურობით ტელემატიკის მიერ მოწოდებული მონაცემების წყალობით. ეს ნიშნავს თქვენთან ერთად მუშაობას უფრო ოპტიმიზირებული მომსახურების მოდელის შექმნაში, რომელსაც მინიმალური ზემოქმედება ექნება თქვენს ბიზნესზე, ხოლო თქვენი ოპერაციების გამართული მუშაობის დროს მაქსიმალურად გაზრდის. 

 

 

გაიგეთ მეტი ჭკვიანი სატვირთო ავტომობილების შესახებ
Manager looking at I_Site on iPad

I_Site საავტომობილო პარკის მართვა

I_Site უზრუნველყოფს კავშირს საავტომობილო პარკში, აგროვებს მონაცემებს და გაძლევს ინფორმაციას სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ, და გეუბნება როგორ გააუმჯობესო ოპერირება.  

გაიგე მეტი >

SMART დაკავშირებული სატვირთო მანქანები

იხილეთ მეტი დაკავშირებული და SMART საწყობის სატვირთო მანქანების შესახებ.

გაიგე მეტი >

Clock illustration in the foreground, a truck in the background

Toyota-ს მომსახურების კონცეფცია

მომსახურებასთან დაკავშირებულ ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას Toyota Service Concept-ით გამოვხატავთ. ეს არის ჩვენი მომსახურებების გაუმჯობესების სტრუქტურირებული მიდგომა.

გაიგე მეტი >

Service technician servicing a Toyota truck

მომსახურება

ჩვენი მომსახურების გეგმები ამარტივებს თქვენი ბიზნესის წარმოებას. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ჩვენი სატვირთოებისაგან და დაგეგმეთ საქმიანობა სრული თავდაჯერებულობით!

გაიგე მეტი >