ავტო-შატლთან ერთად, ტოიოტას შემოთავაზება გასასვლელების არ მქონე საწყობებთან დაკავშირებით იზრდება. შატლი სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზით ინახავს და იღებს 1500კგ-მდე შტაბელებად დალაგებულ ტვირთს. ახალ, გაუმჯობესებულ Toyota რადიო-შატლს შეუძლია 1800კგ-მდე ტვირთის გადატანა და ხელმისაწვდომია ტოიოტას ავტოპარკის მართვის სისტემასთან და ლითიუმ-იონურ აკუმულატორთან ერთად, რომლის ექსპლუატაციის (აკუმულატორის) დრო არის 16. ორივე შატლის მწარმოებლურობისა და რენტაბელურობის გაზრდას ხელს შეუწყობს ისეთი გარემო პირობები, როგორიცაა სამაცივრე საწყობები.
შატლი დაზოგავს დროსა და ფულს, რადგან მძღოლები ნაკლებ დროს დახარჯავენ პალეტების გადატანაზე და შესაძლებელი იქნება სატვირთველების უფრო ეფექტურად გამოყენება. ეს არის ასევე მოქნილი სისტემა, რომელიც შეთავსებადია FIFO-სა და LIFO-ს მუშაობის პროცესთან, იდეალურია გამოუყენებელი სივრცის შესავსებად ან ბუფერული საწყობის შესაქმნელად ტვირთის დასახარისხებელი გვირაბების ზემოთ.
როგორ შეიძლება ავტომატიზებული ორკაპა სატვირთველების მეშვეობით თქვენი საწყობის ოპტიმიზაცია? >
შეინახეთ და დაზოგეთ მეტი შატლის მეშვეობით >
ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ეკონომიური ავტომატიზებული სატვირთველებთ ტოიოტასგან >