• -30°C-მდე ტემპერატურისთვის
• სამაცივრო საწყობის სპეციფიკაციები და დამატებითი კომპონენტები თითოეული მოდელისთვის
• თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება
ტოიოტას სატვირთველების სრული ასორტიმენტი შექმნილია 0°C -მდე გარემოში ეფექტური მუშაობისთვის. რაც შეეხება -30°C-მდე ტემპერატურას, სატვირთველების უმეტესობას დასჭირდება ადაპტირება. სპეციფიკური მახასიათებლები შეიძლება შეიცავდეს უჟანგავ ფოლადს, ზეთს სამაცივრო კამერებისთვის, მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმებს, თბობად აკუმულატორებს და ა.შ. ტოიოტა გთავაზობთ სასაწყობო სატვირთველების ასორტიმენტს, მათ შორის ხელის სატვირთველებს, შეკვეთის მაკომპლექტებლებს, რიჩთრაქებს and ზალიან ვიწრო გამავლობის სატვირთველებს(VNA), ასევე საპირწონე სატვირთველებს, რომლებიც შეიძლება სრულად იქნეს დაპროექტებული სამაცივრო საწყობებში გამოსაყენებლად. ზოგიერთი სატვირთველი საჭიროებს მცირე მოდიფიკაციას, მაგალითად Toyota BT Levio ხელის სატვირთველებს და BT Staxio ავტოშტაბელერებს უბრალოდ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურის ჰიდრავლიკური ზეთი – ყველა სხვა თვალსაზრისით, ისინი წინასწარ დაპროექტებულია სრულად ჰერმეტული კომპონენტების მქონე სამაცივრო კამერებისთვის. სამაცივრო საწყობისთვის განკუთვნილ ყველა მანქანას ერთვის ფიფქის სიმბოლო. ეს ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და ამცირებს სატვირთველების არასწორად გამოყენების რისკს.
სამაცივრო საწყობთან დაკავშირებული ოპერაციები წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ პრობლემას. დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს სატვირთველის აკუმულატორზე, ელექტრონულ სისტემაზე, საზეთ ნივთიერებებზე, ძარაზე და მემანქანის მიერ სატვირთველის მართვაზე. ეფექტურობას და შეუფერხებელ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მალფუჭებადი საქონელის გაყინულ მდგომარეობაში შენახვის თვალსაზრისით (როგორიცაა თევზი, ხორცი,ხილი, რძის ნაწარმი და ა.შ.). ამიტომ, დაზიანებისა და სარემონტო ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია სპეციალიზირებული სამაცივრო საწყობებისთვის განკუთვნილი სატვირთველების გამოყენება. მოდელიდან გამომდინარე, სატვირთველები აღჭურვილია აუცილებელი კომპონენტებით (სამაცივრო საწყობის ზეთი, უჟანგავი ფოლადის ღერძები, სამაცივრო საწყობისთვის განკუთვნილი პლატფორმა,...) ცივ პირობებში მაღალი მწარმოებლურობის შენარჩუნების მიზნით.
იმისათვის, რომ გაიგოთ რომელი სატვირთველები და ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამება თქვენს ცივ, სამაცივრო ოპერაციებს, დაგვიკავშირდით და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან შეუკვეთეთ სამუშაო ადგილის კვლევა.
ჩვენი სატვირთველები და გადაწყვეტილებები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სექტორში და გარემოში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მასალების გადასატანი მოწყობილობების ფართო ასორტიმენტიდან, მათ შორის ხელის და ავტომატიზებული სატვირთველები, რომელთაგან ყველა შექმნილია ტოიოტას წარმოების სისტემის მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, სტელაჟების სხვადასხვა ტიპი, რომელიც შეესაბამება თქვენს საქონელს და ხელმისაწვდომ ადგილს, და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ფართო ქსელს ევროპაში.
კონდენსაცია წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემას სამაცივრო საწყობთან დაკავშირებულ ოპერაციებში. სიცივიდან გარემო ზონაში გადასვლისას, მთელს სატვირთველში ჩნდება ნესტი, რომელიც სიცივეში უკან დაბრუნებისას შეიძლება გაიყინოს და დააზიანოს სატვირთველის შემადგენელი ნაწილები. ამიტომ, გირჩევთ რომ გქონდეთ ცივი ოთახი სამაცივრო საწყობის ზონის მიღმა იმისათვის, რომ შემცირდეს კონდენსაცია სატვირთველებსა და ტვირთზე, ან ცივ ზონაში დაბრუნებამდე დარჩეთ მისი ზონის გარეთ სატვირთველის გაშრობამდე. სხვა ალტერნატივას წარმოადგენს სამაცივრო საწყობში რაც შეიძლება დიდხან დარჩენა: სამაცივრო საწყობის ლითიუმ-იონური აკუმულატორის საშუალებით შესაძლებელია დიდხან მგზავრობა და ასევე, მათი სამაცივრო კამერაში დამუხტვა.
სათანადო ტანსაცმლისა და ოპერატორების სწავლების გარდა, რომლებმაც უნდა იმუშაონ -30°C -მდე ტემპერატურაზე, ასევე ხელ მისაწვდომია გამათბობელის მქონე სრულად დახურული კაბინები. ეს უზრუნველყოფს მათ სითბოსა და ჯანმრთელობას და ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ მუშაობას მთელი ცვლის განმავლობაში. შესვენებების დროს, გამათბობელის და ლითიუმ-იონური აკუმულატორის კომბინაცია იძლევა სატვირთველის სამაცივრო საწყობში დამუხტვის საშუალებას. ეს უზრუნველყოფს მაღალ მწარმოებლურობას და აკუმულატორის შეცვლის აუცილებლობისა და კონდენსაციის პრობლემების თავიდან აცილებას.
სამაცივრო საწყობში შესაძლებელია როგორც მჟავა-ტყვიის, ასევე ლითიუმ-იონური აკუმულატორების გამოყენება. თუმცა, ცივ გარემოში მუშაობისას, მჟავა-ტყვიის აკუმულატორები ხარჯავენ ენერგიის დიდ რაოდენობას. მეორეს მხრივ, სამაცივრო საწყობში პრაქტიკულად არ ხდება ლითიუმ-იონური აკუმულატორების განმუხტვა, ხოლო მისი ენეგროეფექტურობა 30%-ით მეტია ვიდრე მჟავა-ტყვიის აკუმულატორების. ეს ხელ უწყობს ხანგრძლივ მუშაობას, და სამაცივრო საწყობში აკუმულატორის დამუხტვის შესაძლებლობა უზრუნველყოფს სატვირთველების უწყვეტ მუშაობას მთელი ცვლის განმავლობაში. სატვირთველის ცივ გარემოში მუდმივი ყოფნა ხელს უშლის კონდენსატის წარმოქმნას სამაცივრო საწყობიდან ხშირი გასვლა-შესვლის დროს.
ცივ გარემოში სივრცის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სივრცის ცივ მდგომარეობაში შენარჩუნება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით -30°C-მდე ტემპერატურის მქონე სივრცის ათვისება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად ეფექტურად. შატლის სტელაჟების გადაწყვეტილება (racking solutions) და/ან მობილური სტელაჟები (mobile racking) არის საუკეთესო გზა სივრცის მაქსიმალურად გამოყენების და მარალი მწარმოებლურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.