თანამედროვე სასაწყობე ტექნიკა და კონკრეტულად მეორადი პაგრუშიკი (დამტვირთველი), საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების მიხედვით მოწმდება. ისეთი ორგანიზაციების რეგულაციები, როგორებიცაა OSHA, ANSI/ITSDF და ISO, მკაცრად განსაზღვრავს საექსპლუატაციო ნორმებს. მსგავსი კრიტერიუმების ცოდნა მყიდველს არასწორი ინვესტიციისგან იცავს.
ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც მეორადი ტექნიკის შემოწმება აუცილებელია, რათა დაცული იყოს ბალანსი ფასსა და ხარისხს შორის.

ახალი დამტვირთველი ყოველთვის არ არის საუკეთესო ან ერთადერთი გამოსავალი. მაგალითად, როდესაც სამუშაო პროცესი ნაკლებად ინტენსიურია, ხასიათდება სეზონურობით, ან კომპანია ახალი დაფუძნებულია და საწყის კაპიტალს უფრთხილდება, მეორადი ტექნიკის შესყიდვა გაცილებით პრაქტიკული ნაბიჯია. კარგ პირობებში ნამუშევარი და შემოწმებული მოდელი ბიზნესს ათ წელზე მეტხანს ემსახურება, თუ მისი გეგმიური სერვისი დროულად სრულდება.
თუმცა, სირთულეები მაშინ იჩენს თავს, როდესაც მყიდველს არ აქვს სრული ინფორმაცია ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ასეთი გაურკვევლობის შედეგი, როგორც წესი, ორგვარია: ტექნიკა მალევე საჭიროებს ძვირადღირებულ შეკეთებას ან საწყობში უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს ქმნის. ორივე არასასურველი სცენარის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია, თუ შერჩევისა და შეფასების პროცესს სისტემურად მიუდგებით.
ჩანგლები სასაწყობე ტექნიკის ყველაზე დატვირთული და სპეციფიკური სამუშაო ნაწილია, რომელზეც მოდის ტვირთის ძირითადი წნეხი. საერთაშორისო ANSI/ITSDF სტანდარტის მიხედვით, ჩანგლის ექსპლუატაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ მისი სისქე პირვანდელი მოცულობის 90 პროცენტამდე ჩამოვა.
ეს 10 პროცენტიანი კლება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ აღიქმება, თუმცა რეალურად კონსტრუქციის სიმტკიცეს 20 პროცენტით აქვეითებს. ზღვრული ნორმის გადაცილება მკვეთრად ზრდის ჩანგლის გატეხვისა და ტვირთის ჩამოვარდნის რისკს. მეორადი დამტვირთველის შეფასებისას, სპეციალური საზომი კალიბრით ზუსტად მოწმდება ჩანგლის ჰორიზონტალური ნაწილის სისქე, რათა ფარული ამორტიზაცია გამოირიცხოს.
ჩანგლებზე გაჩენილი ბზარი შეუიარაღებელი თვალით ყოველთვის არ ჩანს, განსაკუთრებით იმ მიდამოებში, სადაც ლითონი მაქსიმალურ წნეხსა და დეფორმაციას განიცდის. უსაფრთხოების ნორმების თანახმად, ვიზუალური დათვალიერებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩანგლის ფუძეს, კუთხეებსა და შედუღების ზონებს, სადაც სამაგრი კომპონენტებია განლაგებული.
დაზიანებული კომპონენტების ექსპლუატაცია დაუშვებელია. მათი აღდგენა მხოლოდ მწარმოებლის ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს. საერთაშორისო რეგულაციებით, ჩანგლის დამოუკიდებლად შედუღება რეკომენდებული არ არის, რადგან მაღალი ტემპერატურა ცვლის ლითონის სტრუქტურას, აქვეითებს მის მედეგობას და საგრძნობლად ზრდის მუშაობისას ტექნიკის გატეხვის რისკს.
მეორადი დამტვირთველის შერჩევისას ამ ზონების დეტალური შემოწმება აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული ნაწილების მალევე შეცვლის საჭიროება.

სწორი ჩანგალი საკუთარი სიგრძის 0.5 პროცენტზე მეტად არ უნდა იყოს გადახრილი. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, თუმცა დატვირთვის ქვეშ მსგავსი გადახრა მოძრაობისას საკმაოდ კარგად იგრძნობა. ჩანგლის ზედა მხარე და ვერტიკალური ნაწილი ცალკე უნდა შეამოწმოთ.
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნაწილებს შორის კუთხე 87 დან 93 გრადუსამდე ნორმად ითვლება. ამ ფარგლებს მიღმა არსებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ჩანგალი უნდა შეცვალოთ.
ჰიდრავლიკისა და ანძის შემოწმება მეორადი დამტვირთველის ყიდვისას
ჰიდრავლიკური სისტემა ელექტრო დამტვირთველის თუ ნებისმიერი სხვა ტიპის მანქანის ყველაზე კომპლექსური კვანძია. ვიზუალური დათვალიერებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰიდრავლიკური შლანგების მთლიანობაზე, ანძის სახსრებსა და ცილინდრების მიმდებარე ზედაპირებზე. ნებისმიერი ზეთის ლაქა ან ნაჟური სისტემაში არსებული გაჟონვის მანიშნებელია.
კანადის პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ცენტრის (CCOHS) სახელმძღვანელოს თანახმად, ანძა უნდა გამოიცადოს სრულ სიმაღლეზე როგორც ზევით და ქვევით მოძრაობისას, ისე წინ და უკან დახრის რეჟიმში. ეს ტესტი ოპერაციული შემოწმების აუცილებელი ნაწილია, რადგან სისტემაში წნევის მატებისას ფარული დეფექტები უფრო მარტივად ვლინდება. ხშირად სითხის კლება მხოლოდ მოძრაობის დროს შეიმჩნევა, რის გამოც მეორადი პაგრუშიკი აუცილებლად სამუშაო რეჟიმში, ჩართული ძრავით მოწმდება.

OSHA მოითხოვს, რომ მეორადი დამტვირთველი ყოველ ცვლამდე შეამოწმოთ. შესაბამისად, ყველა ის კომპონენტი, რომელიც ოპერაციულ პროცესში მონაწილეობს, უშუალოდ შეძენამდე, ჩართული ძრავით უნდა დატესტოთ. გადაამოწმეთ ფეხისა და სადგომი მუხრუჭი, უსაფრთხოების ღვედი, უკუსვლის სიგნალი, შუქები, სიჩქარის გადამრთველი და ანძის სიმაღლეზე მოძრაობა.
სადგომი მუხრუჭი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დატესტოთ. მან მცირე დაჩქარების შემთხვევაშიც კი ადგილზე მყარად უნდა გააჩეროს ტექნიკა. თუ ასე არ ხდება, ეს უფრო ღრმა პრობლემებზე მიუთითებს. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ არარეგულარულ ხმებსა და ვიბრაციას ჩართვისას. მსგავსი დეტალები ხშირად გვიან ვლინდება, ამიტომ სჯობს, თავიდანვე კარგად დააკვირდეთ.
სასაწყობე ტექნიკა ყოველთვის ტოვებს „კვალს“, იქნება ეს პალეტის ურიკა, სასაწყობე შტაბელერი თუ სრულფასოვანი მეორადი დამტვირთველი. სამუშაო ჟურნალი, შეცვლილი დეტალების სია და პერიოდული ტექნიკური ინსპექციების ოქმები ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ინახავს.
საერთაშორისო ნორმებისა და Toyota-ს ქარხნული სტანდარტების მიხედვით, ერთცვლიანი მუშაობის რეჟიმშიც კი, ყოველწლიური სრული ინსპექციის ჩატარება აუცილებელია. თუ მსგავსი შემოწმება ბოლო წლების განმავლობაში არ ფიქსირდება, ან დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობს, დაბალი ფასი ამ რისკს ვერ გადაწონის. სერვისის ისტორიის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ მდგომარეობაშია შიდა ძირითადი კვანძები, მათ შორის, ძრავი, ჰიდრავლიკური ტუმბო და ანძის ის სისტემები, რომლებიც უშუალოდ ასაწყობი თაროების სპეციფიკაში გამოიყენება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი ტოიოტას მეორადი დამტვირთველების პროგრამის ფარგლებში უკვე წინასწარ არის გავლილი. სერტიფიცირებული ტექნიკა ნიშნავს, რომ ავტოკარმა Toyota-ს ოფიციალური ტექნიკოსების სრული შემოწმება OSHA და ISO სტანდარტების შესაბამისად გაიარა. ამ დროს ყველა ცვეთადი დეტალი ახლდება ორიგინალი ნაწილებით და საგულდაგულოდ მოწმდება აპარატის წარსული საექსპლუატაციო ისტორია. ეს პროცესი იმ 7 საკვანძო მიმართულებას ფარავს, რომლებიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ.
სერტიფიცირებულ და შეუმოწმებელ ტექნიკას შორის სხვაობა ყოველთვის შესამჩნევია, ხშირად ექსპლუატაციის პირველივე თვეებში. მაკრატელა ამწის, ელექტრო სატვირთველის ან რიჩტრაკის, ანუ რიჩ დამტვირთველის შემთხვევაში, სადაც მექანიზმები და ელექტრონული სისტემები მაღალი სიზუსტით მუშაობს, ოფიციალურ გარანტიასა და შემოწმების სერტიფიკატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ სრულფასოვანი შესყიდვისთვის ბიუჯეტი ჯერ არ არის გამოყოფილი, დამტვირთველის, ან, როგორც ბევრისთვის ცნობილია, პაგრუშიკის ქირაობა კარგ ალტერნატივად რჩება, რადგან საიჯარო ტექნიკაც იმავე პრინციპით მოწმდება.
საბოლოო ჯამში, შერჩევისას ამ 7 პუნქტის გადამოწმება ფარული დეფექტების აღმოფხვრასა და დაუგეგმავი პრობლემების შემცირებას ემსახურება. გამართული მეორადი დამტვირთველი საწყობში დამატებით 5-დან 10 წლამდე ვადით ინარჩუნებს მუშაობის რესურსს.