Toyota დამტვირთველების კონფიგურაცია

ბიზნესის მართვა დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, შესაბამისად, სასაწყობე ტექნიკის შერჩევისა და შეძენის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს. ვებგვერდზე ინტეგრირებული გიდები და სპეციალური კონფიგურატორი Toyota ბრენდის ელექტრო კონტრბალანსური თუ ხელის ტექნიკის მოძიების, აწყობისა და ყიდვის ეტაპებს ამარტივებს. პლატფორმაზე განთავსებულია ყველაზე მოთხოვნადი კონფიგურაციები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. შერჩევისას მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს სასურველი პროდუქტის 3D მოდელი, დაამატოს ის კალათაში, ან დამატებითი რჩევის მისაღებად ბმული გაუზიაროს კოლეგებსა და ექსპერტებს. ამასთან, დაინტერესებულ პირს პირდაპირ ონლაინ სივრცეში შეუძლია Toyota Traigo48 ელექტრო დამტვირთველის აწყობა და შეძენა.