Toyota Traigo24 კომპაქტურია და შექმნილია უმარტივესი მართვისთვის ყველაზე ვიწრო სივრცეებში. ოპერატორზე მორგებული ეს დამტვირთველები იდეალურია ქარხნებში, საწყობებსა და მაღაზიებში გამოსაყენებლად. 24-ვოლტიანი ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველების ზომა და მოქნილობა მათ ტვირთის დამუშავების მრავალფეროვანი ამოცანებისთვის საუკეთესო არჩევნად აქცევს.
კომპაქტურობის მიუხედავად, მძღოლი კაბინაში თავს კომფორტულად გრძნობს. ერგონომიკური მახასიათებლები სამუშაო გარემოსა და პროდუქტიულობას აუმჯობესებს.
კომპაქტური დიზაინის წყალობით, Traigo24 იდეალურია ვიწრო სივრცეებში ტვირთის გადასაადგილებლად, საწყობში პალეტების დასალაგებლად თუ სატვირთო ავტომობილების გადმოსატვირთად.
ახალი დიზაინი წინ ხილვადობას აუმჯობესებს, რადგან დაფა დაბალია, ხოლო ყველა ფუნქცია მძღოლისთვის ადვილად მისადგომ ეკრანზეა გამოტანილი.
ახალი დიზაინი წინ ხილვადობას აუმჯობესებს, რადგან დაფა დაბალია, ხოლო ყველა ფუნქცია მძღოლისთვის ადვილად მისადგომ ეკრანზეა გამოტანილი.
ლითიუმ-იონის ბატარეების წყალობით, Traigo24-ის დამუხტვა მცირე დროშია შესაძლებელი. სამუშაო ცვლის განმავლობაში ბატარეის შეცვლა საჭირო არ არის და დამტვირთველი მაღალი წარმადობით მუშაობს.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: