- მრავალფუნქციურ ელექტრო დამტვირთველს მობრუნების მცირე რადიუსი აქვს.
- დამტვირთველი როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში გამოიყენება.
- დამტვირთველს აქვს კომფორტული ოპერატორის კაბინა, რომელიც ხანგრძლივი მუშაობისას დაღლილობას ამცირებს და პროდუქტიულობას ზრდის.
- დამტვირთველი შეიძლება აღიჭურვოს ტყვია-მჟავის ან ლითიუმ-იონის ბატარეით, ასევე სათბობი ელემენტით.
- აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) დამტვირთველის უსაფრთხო მუშაობას უწყობს ხელს.
3-თვლიანი Traigo48 კომპაქტური და მანევრირებადი ელექტრო დამტვირთველია, რომელიც ვიწრო სივრცეებში ეფექტურად მუშაობს. მოდელი გამოდგება როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის. ოპერატორის კაბინა ფართო და კომფორტულია. ენერგოეფექტური სისტემა მუშაობისას მცირე ენერგიას მოიხმარს.