- დამტვირთველს აქვს ოპერატორზე მორგებული დიზაინი და გამოირჩევა მაღალი ერგონომიკით.
- დამტვირთველს აქვს უნიკალური დიზაინი და მცირე მობრუნების რადიუსი, ამიტომ შეზღუდულ სივრცეში მარტივად მანევრირებს.
- დამტვირთველი შიდა და გარე სივრცეებში ენერგოეფექტურად მუშაობს.
- ლითიუმ-იონის ბატარეა სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად იტენება, რაც ტექნიკის გაჩერების დროს ამცირებს.
- აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) დამტვირთველის უსაფრთხო მუშაობას უწყობს ხელს.
ლითიუმ-იონის ტექნოლოგიით აღჭურვილი ეს 3-თვლიანი Traigo48 შიდა და გარე სივრცეებში ეფექტურად მუშაობს და მცირე მობრუნების რადიუსი აქვს. დანადგარი ენერგოეფექტურია და მუშაობისას მცირე ენერგიას მოიხმარს. ვრცელი კაბინა ოპერატორს ფეხებისთვისაც მეტ სივრცეს უტოვებს, რაც ხანგრძლივი მუშაობისას კომფორტს ზრდის. ლითიუმ-იონის ბატარეა სწრაფად და მარტივად იმუხტება.