- დამტვირთველს აქვს ოპერატორზე მორგებული დიზაინი და გამოირჩევა მაღალი ერგონომიკით.
- დამტვირთველს აქვს უნიკალური დიზაინი და ლითიუმ-იონის ბატარეის წყალობით ენერგოეფექტურად მუშაობს.
- დამტვირთველი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და შიდა თუ გარე სივრცეებში სამუშაოდ გამოდგება.
- ლითიუმ-იონის ბატარეა სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად იტენება, რაც ტექნიკის გაჩერების დროს ამცირებს.
- აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) დამტვირთველის უსაფრთხო მუშაობას უწყობს ხელს.
ლითიუმ-იონის ტექნოლოგიით აღჭურვილი ეს 4-თვლიანი, უნიკალური დიზაინის მქონე Traigo48 ნებისმიერ გარემო პირობებში ეფექტურია. დანადგარი ენერგოეფექტურია და მუშაობისას მინიმალურ ენერგიას მოიხმარს. ვრცელი და კომფორტული კაბინის წყალობით ოპერატორი მუშაობისას თავს კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, ლითიუმ-იონის ბატარეა მარტივად და სწრაფად იმუხტება.