გაზარდეთ მძიმე სამუშაოების ეფექტურობა ჩვენი ახალი, 3.5-დან 5.0 ტონამდე

ტვირთამწეობის ელექტრო დამტვირთველებით.

 

 

აღმოაჩინე ახალი Toyota Traigo 80

ელექტრო დამტვირთველები

კონტრბალანსური დამტვირთველი იდეალურია შედარებით მძიმე ტვირთების დასამუშავებლად. ტექნიკა ჩანგლებზე არსებულ ტვირთს კორპუსის უკანა ნაწილში განთავსებული საპირწონით (კონტრბალანსით) აბალანსებს, რაც ზრდის სტაბილურობასა და ოპერატორის უსაფრთხოებას. Toyota Traigo-ს ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტევადობის ბატარეითა და 1000 კგ-დან 8000 კგ-მდე ტვირთამწეობით. რადგან ტექნიკა ელემენტზე (ბატარეაზე) მუშაობს, ის თანაბრად გამოდგება როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის.