ვიწრო შასის გამო მოდელი შეზღუდულ სივრცეში, ბლოკური დაწყობისას და drive-in სტელაჟებში მუშაობს.
ლითიუმ-იონის ბატარეებზე დაფუძნებული ინტელექტუალური ენერგოპაკეტები დამტვირთველის წარმადობას ზრდის.
ერგონომიულ კაბინაში მართვის ფუნქციები მარტივად და მოსახერხებლადაა განლაგებული.
ახალი ინტერფეისის სენსორულ დისპლეიზე ინფორმაცია მკაფიოდ იკითხება, რაც ოპერატორს ყოველდღიურ მუშაობას უმარტივებს.
Smart truck სტანდარტულად უკავშირდება I_Site-ს, საიდანაც სამუშაო პროცესების დეტალურ მონაცემებს იღებთ.
BT Reflex RRE160HN-ს ვიწრო შასი აქვს და შეზღუდულ სივრცეში ტვირთის დასაწყობად გამოიყენება. მაღალი სიჩქარის დროსაც ოპერატორი ტვირთზე კონტროლს ინარჩუნებს, ამიტომ ტექნიკა სწრაფად და უსაფრთხოდ მუშაობს.
ინტელექტუალური ენერგიის პაკეტები
Toyota-ს მაღალი სიმკვრივის ლითიუმ-იონის ბატარეაზე დაფუძნებული სისტემა მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას ინარჩუნებს, ხოლო ენერგიის ხარჯსა და CO2-ის გამოყოფას ამცირებს.
ოპერატორზე მორგებული დიზაინი
ოპერატორის კაბინა ერგონომიულად არის მოწყობილი და ძირითადი მართვის ელემენტები ხელმისაწვდომ პოზიციაზეა განლაგებული. ფერადი სენსორული დისპლეიდან ინფორმაცია მარტივად იკითხება.
Smart truck
Smart truck მოდელებს ტელემატიკის მოწყობილობა სტანდარტულად მოჰყვება. Toyota I_Site სისტემასთან დაკავშირების შემდეგ შესაძლებელია ბატარეის მდგომარეობის, გეოლოკაციის, დარტყმებისა და სხვა სამუშაო მონაცემების ნახვა.
Totalview კონცეფცია
ანძისა და ჩანგლის საკიდის სუფთა კონსტრუქცია გამჭვირვალე სახურავთან ერთად ოპერატორს ტვირთის მკაფიო ხედს უნარჩუნებს, რაც უსაფრთხოებასა და პროდუქტიულობას ზრდის.
რიჩ დამტვირთველი სამაცივრე საწყობებისთვის
ეს BT Reflex დამტვირთველი შეიძლება მოარგოთ სამცივე საწყობის ოპერაციებს. დამატებითი გათბობის სისტემით აღჭურვილი სამცივე საწყობის კაბინით ოპერატორი დაცულია და კომფორტულად გრძნობს თავს ცივ და გაყინულ გარემოში -30°C-მდე. კაბინის გამჭვირვალე კარის წყალობით გარანტირებულია მაღალი ხილვადობა და უსაფრთხოება.
ტექნიკური აღწერილობა
რეგულირებადი ჩანგლის სიგანე
ავტომატური შენელება
ავტომატური ხელის მუხრუჭი
გამჭვირვალე ხედვის ანძა
გამჭვირვალე ხედვის დამცავი სახურავი
ელექტრონული სამუხრუჭე სისტემა
ელექტრონული რეგენერაციული მუხრუჭი (ძრავა)
ელექტრონული სიჩქარის კონტროლი
ოპტიმიზებული მოხვევის კონტროლი (OTP)
ოპტიმიზებული მიწვდომის კონტროლი (OTP)
ოპტიმიზებული სიჩქარის კონტროლი ანძის გაწეულ მდგომარეობაში (OTP)
ინტეგრირებული გვერდითი გადაწევა
დახრადი ჩანგლები
360° პროგრესული საჭე
წვდომის კონტროლი (PIN კოდები)
რეგულირებადი მართვის კონსოლი
ნელი სიჩქარის ფუნქცია
სამოძრაო ძრავის ტემპერატურის გაფრთხილება
E-bar
ელექტრონული კონტროლერის ტემპერატურის გაფრთხილება
საავარიო გამორთვა
საამწევი ძრავის ტემპერატურის გაფრთხილება
მინი ჯოისტიკის ელექტრონული მართვა
ავტომობილის ტიპის პედლები
ელექტრონული საჭე
გაყოფილი მართვის პანელი
საჭის მიმართულების ინდიკატორი
რეგულირებადი სავარძელი
რეგულირებადი საჭე
ხელით რეგულირებადი იატაკი
ოპერატორის აღმოჩენის სისტემა
მძღოლზე მორგებული პროგრამირებადი წარმადობა
დაბალი ჩასასხდომი სიმაღლე
სათავსო კამერები
ტექნიკური მომსახურებისთვის მოსახერხებელი წვდომა
გაუმართაობის დიაგნოსტიკა
გაუმართაობების ისტორია
ბატარეის განმუხტვის პრევენციის სისტემა
ბატარეის სტატუსის ინდიკატორი
ჭკვიანი რიჩ დამტვირთველი ტელემატიკური ჰარდვეარით
BT Reflex რიჩ დამტვირთველები Toyota Production System-ის პრინციპებით მზადდება და მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა.