- დამტვირთველი საშუალო და მძიმე დატვირთვის გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება.
- HST, ანუ ჰიდროსტატიკური ტრანსმისიით, დამტვირთველი სწრაფად აჩქარდება, აქსელერატორიდან ფეხის აღებისას კი ავტომატურად ნელდება.
- დამტვირთველი Toyota-ს მძლავრი და საიმედო სამრეწველო დიზელის ძრავითაა აღჭურვილი.
- ჩანგლის წვერები ნებისმიერ სიმაღლეზე კარგად ჩანს, რაც მართვისა და ტვირთის გადატანისას უსაფრთხოებას ზრდის.
- აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) მუშაობისას უსაფრთხოებას ზრდის.
Toyota Tonero შიგაწვის ძრავით აღჭურვილი კონტრბალანსიანი დამტვირთველების სერიაა, რომელიც მსუბუქი და მძიმე გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ტექნიკა სტაბილურად მუშაობს, კაბინიდან კი ოპერატორს კარგი ხილვადობა აქვს ყველა მიმართულებით. ჰიდროსტატიკური ტრანსმისია აქსელერატორის აშვებისას ავტომატურად ამუხრუჭებს, რაც ხშირი მანევრირების დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია.