მოდელი ზომიერად კოროზიულ გარემოში გამოსაყენებელი ეკონომიური ვარიანტია.
აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის ღერძებითა და გალვანიზებული შასითა და ტუმბოთი
შეზეთვადი ბუჩქები ხანგრძლივ სამუშაო რესურსზეა გათვლილი
მსგავს პროდუქტებთან შედარებით მუშაობს ხუთჯერ უფრო დიდხანს
Toyota Lifter Galvanised ნახევრად სველ გარემოში და ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე სამუშაოდ გამოიყენება. გალვანიზებული კონსტრუქცია კოროზიისგან უკეთ არის დაცული და Stainless Lifter-ის უფრო ეკონომიური ალტერნატივაა.
თუთიით დაფარვა
სამი ტიპის თუთიის საფარი და უჟანგავი ფოლადის კომპონენტები ტექნიკას სველ გარემოში მუშაობისთვის საჭირო გამძლეობას აძლევს. მოდელი სველ იატაკზე გადაადგილებისა და სველ ტვირთთან მუშაობისთვის გამოდგება.
გაძლიერებული გამძლეობა
სტანდარტულად დამონტაჟებული მძლავრი სარქველი ხელს უწყობს მართვის გამარტივებასა და შეუფერხებელ მუშაობას.
ერგონომიული სახელური
მაღალი სიმტკიცის პოლიმერის დახურული სახელური ხელს იცავს და ოპერატორისთვის მოსახერხებელი დასაჭერია.
შეუფერხებელი დაშვება
დაშვების მართვის სისტემაში უჟანგავი ფოლადის სარქველი გამოიყენება, რაც მექანიზმის ხანგრძლივ და საიმედო მუშაობას უწყობს ხელს.
ტექნიკური აღწერილობა
განკუთვნილია ცივ გარემოში გამოსაყენებლად, აღჭურვილია Toyota-ს მაღალი ხარისხის სტანდარტული ტუმბოთი
რობოტული შედუღება თანაბარ და მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
მტკიცე დიზაინი და მაინც მსუბუქი წონა, მარტივი მანევრირება
მძლავრი საყრდენი საკისარი სტანდარტულია, მარტივი მართვისა და გაზრდილი გამძლეობისთვის
დაშვების მართვის სარქველი ტვირთის რბილ და კონტროლირებად დაშვებას უწყობს ხელს
შეზეთვადი ბუჩქები ხანგრძლივ სამუშაო რესურსზეა გათვლილი
დახრილი, მაღალი სიმტკიცის პოლიმერის სახელური კომფორტულად იჭირება