გადახდა და მიწოდება

ტრანსპორტირება და ანგარიშსწორება


მიწოდების ჯამური ღირებულება თითოეულ პროდუქტზე დაწესებული ტარიფების შეკრებით იანგარიშება. პროდუქტის ტრანსპორტირების საფასური ფიქსირებულია, ითვლება წონისა თუ მოცულობის მიხედვით და ეფუძნება დაშვებას, რომ მიწოდების მისამართზე არ არის პანდუსი და ობიექტი მდებარეობს კონკრეტულად მითითებული კილომეტრების რადიუსში.

დამატებითი სატრანსპორტო ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში, ინფორმაცია ეცნობება მომხმარებელს და აისახება შეკვეთის დადასტურების დოკუმენტში. 

ხელმისაწვდომი საგადახდო მეთოდები

  • ინვოისით ანგარიშსწორება: საგადახდო ვადა შეადგენს ინვოისის გამოწერიდან 30 კალენდარულ დღე, თუ მხარეთა შორის, ინვოისის და/ან ხელშეკრულების მიხედვით სხვა პირობა არ არის შეთანხმებული. პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია ანგარიშსწორების შემდეგ.


დაფინანსების მოდელები Toyota Material Handling-ისგან

  • საცდელი პერიოდი შეძენამდე (Try & Buy): დაფინანსების ეს ფორმა იძლევა პროდუქციის მოკლევადიანი იჯარით სარგებლობის შესაძლებლობას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, მოკლევადიანი იჯარის პირობების შესაბამისად (დეტალურად იხილეთ პირობების G სექციაში).
    საიჯარო პერიოდის დასრულებისას მოქმედებს პროდუქტის დაბრუნების ან პირველადი შეკვეთის პირობებით შეძენის შესაძლებლობა. შეძენის შემთხვევაში, პროდუქტის საფასურის ინვოისი გამოიწერება იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, 30-დღიანი საგადახდო ვადით, თუ მხარეთა შორის სხვა პირობა არ არის შეთანხმებული. პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია მხარეთა მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერისა და გადახდის ასახვის შემდეგ.
  • 36-თვიანი იჯარა: აღნიშნული ითვალისწინებს პროდუქტის იჯარას 36 თვის ვადით, გრძელვადიანი იჯარის პირობების შესაბამისად (დეტალურად იხილეთ პირობების G სექციაში). საიჯარო გადასახადის ინვოისი გამოიწერება ყოველთვიურად, 30-დღიანი საგადახდო ვადით, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.. პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებისა და გადახდის ასახვის შემდეგ.

დამატებითი სერვისის პაკეტების საფასური


ონლაინ მაღაზიაში მითითებული სერვისის ფასები საორიენტაციო ხასიათისაა და მხარეთა შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაში ზუსტდება.

ვებ-გვერდზე ასახული ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოსა და ტრანსპორტირების ხარჯს, თუმცა მგზავრობის საფასური შესაძლოა, ხელშეკრულებაში ცალკე მუხლად გამოიყოს. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ობიექტის შემოწმებაზე ან სხვა გარემოებებზე. სამუშაოები ტარდება სამუშაო დღეებში, 09:00-დან 17:00 საათამდე. ზეგანაკვეთური სამუშაო, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების მოწოდება, ისევე როგორც სხვა დამატებითი ხარჯები, ანაზღაურდება ტექნიკური მომსახურების განხორციელების მომენტში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.