t-mote დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვილი Toyota-ს პირველ დონეზე ასაგროვებელი ტექნიკა ამაღლებს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას და საერთო პროდუქტიულობას. რაც უფრო ინტენსიურია შეკვეთების ნაკადი, მით მეტ დროს ზოგავს ნახევრად ავტომატიზებული ტექნიკა, რადგან ოპერატორს არ უწევს ყოველჯერზე დამტვირთველთან დაბრუნება.
დისტანციური მართვა ამცირებს თითოეული შეკვეთის აგროვების დროს და აჩქარებს სამუშაო პროცესს. სტანდარტულ მექანიკურ ტექნიკასთან შედარებით, ასეთი სისტემა იმავე დროში შესრულებულ სამუშაოს ოდენობას 20%-მდე ზრდის.
მართვადი აჩქარება და სიჩქარის კონტროლი იცავს ნაწილებს ნაადრევი ცვეთისგან, ახანგრძლივებს მათ მუშაობას და ზოგავს ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს. გარდა ამისა, მოძრაობის სიჩქარის სწორი რეგულირება ენერგიის მოხმარებას 10%-მდე ამცირებს.
რადგან ოპერატორს ტექნიკაზე მუდმივი ასვლა-ჩამოსვლა აღარ უწევს, დაღლილობა და ტრავმის მიღების რისკი საგრძნობლად მცირდება. თითზე წამოსაცმელი კომპაქტური პულტის წყალობით, ოპერატორს ორივე ხელი უთავისუფლდება ტვირთის ასაღებად.
ტექნიკაზე დამონტაჟებული უსაფრთხოების სკანერები 1 მეტრის რადიუსში ამჩნევს დაბრკოლებას, ავტომატურად აჩერებს ამგროვებელს ან ცვლის მიმართულებას შეჯახების თავიდან ასაცილებლად. დისტანციურ რეჟიმში ტექნიკა 4 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ხოლო სპეციალური განათება გარშემომყოფებს მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. მცირე ეკრანი კი ოპერატორს ძირითადი პარამეტრებსა და შეტყობინებებზე თვალყურის დევნებას უადვილებს.
შეკვეთების აგროვებისას ოპერატორს ჩვეულებრივ მუდმივად უწევს ტექნიკაზე ასვლა და ჩამოსვლა. t-mote ფუნქციით აღჭურვილი Toyota Optio-ს ამგროვებლის შემთხვევაში კი ტექნიკის გადაადგილება მასზე ასვლის გარეშეც შესაძლებელია. მართვისთვის გამოიყენება კომპაქტური ორღილაკიანი პულტი, რომელიც საჩვენებელ თითზე მაგრდება. პულტის გამოყენება თანაბრად მოსახერხებელია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელზე, მათ შორის ხელთათმანით მუშაობისას. ამ მეთოდით ოპერატორი თავისუფლად მიჰყვება ტექნიკას გვერდიდან ან უკნიდან და თაროებიდან ტვირთს ნებისმიერ დროს, შეფერხების გარეშე იღებს.
ეს არის ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ოპერატორი პირველ დონეზე ასაგროვებელ ტექნიკას დისტანციურად მართავს და მას გვერდით ფეხით მიჰყვება.
მთავარი უპირატესობა ტექნიკაზე ხშირი ასვლა-ჩამოსვლის შემცირებაა. მონაცემებით, ეს მოქმედებები დაახლოებით 70%-ით იკლებს, რაც საგრძნობლად ამცირებს ფეხებსა და სახსრებზე ფიზიკურ დატვირთვას. ამასთან, იზრდება სამუშაოს ტემპიც, რადგან ოპერატორი დროის უდიდეს ნაწილს უშუალოდ ტვირთის აღებას ურთმობს და არა ტექნიკის მართვას. ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, დრო 5-დან 15%-მდე იზოგება.
რაც უფრო ინტენსიურია შეკვეთების ნაკადი გასასვლელში, მით მეტი დრო იზოგება. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის.
სპეციალური სწავლება საჭირო არ არის, რადგან სისტემა მარტივი გამოსაყენებელია.
დიახ, t-mote სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია Toyota Optio-ს არსებულ მოდელებზეც. დეტალების დაზუსტება ადგილობრივ წარმომადგენელთან არის შესაძლებელი.
დიახ, თითზე წამოსაცმელი პულტით მუშაობა ხელთათმანითაც მოსახერხებელია.
სისტემის გამოყენებამდე საჭიროა პულტის დაკავშირება კონკრეტულ ამგროვებელთან. ეს პროცედურა ძალიან სწრაფი და მარტივია.
პულტი მუშაობს ლითიუმ-პოლიმერულ ელემენტზე და იტენება სპეციალურ სადგურში, რომელიც ელექტროქსელშია მიერთებული. სადგურში ერთდროულად 10 პულტი თავსდება. პულტზე განთავსებული ინდიკატორი აჩვენებს დატენვის საჭიროებას, ხოლო ტექნიკის ეკრანი ასახავს დაკავშირებული ელემენტის სტატუსს.
სისტემა ხელმისაწვდომია პირველ დონეზე ასაგროვებელი ტექნიკის შემდეგ მოდელებზე: OSE120, OSE120P, OSE250, OSE250P, OSE200X, OSE180XP.
