სამუშაო საათებისა და მოცდენის დროის ზუსტი აღრიცხვა საწარმოო პროცესების სწორად წარმართვის საფუძველია. ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემების დახმარებით ბიზნესი რეალურ უტყუარ მონაცემებს აგროვებს, გადაწყვეტილებებს დასაბუთებულად იღებს და რესურსებს ეფექტურად ანაწილებს.
მონაცემების დეტალური ანალიზი სამუშაოს ხარისხზე დადებითად აისახება. Toyota-ს მუდმივი განვითარების ფილოსოფია (Kaizen) ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასაც გულისხმობს, რაც ბიზნესს რამდენიმე მკაფიო უპირატესობას სთავაზობს:
2018 წელს Toyota პირველი მწარმოებელი გახდა, რომელმაც ელექტრო სასაწყობო ტექნიკა ტელემეტრიული სისტემით სტანდარტულად აღჭურვა. დღეს მსოფლიოში 300 000-ზე მეტი ასეთი ერთეული მუშაობს, მათ შორის როგორც ხელის ელექტრო ურიკები, ისე მძიმე ტვირთამწეობის მქონე კონტრბალანსური დამტვირთველები.
I_Site სისტემის დანერგვა როგორც Toyota-ს ახალ მოდელებზეა შესაძლებელი, ისე უკვე არსებულ ტექნიკაზე, სადაც ტელემეტრიული მოწყობილობა დამატებით მონტაჟდება. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებელი იღებს დეტალურ ანგარიშებსა და KPI მაჩვენებლებს. ეს პლატფორმა თანაბრად გამოსადეგია როგორც ერთი დამტვირთველის მფლობელი კომპანიებისთვის, ისე მსხვილი საწარმოებისთვის.
სისტემის ტექნიკური მახასიათებლები:
მომხმარებელთა პორტალი My Toyota Material Handling და I_Site პლატფორმა ერთმანეთს უკავშირდება. I_Site უშუალოდ ტექნიკურ მაჩვენებლებსა და საოპერაციო მონაცემებს ასახავს, ხოლო My Toyota პორტალი – ზოგად მიმოხილვას, სერვისის ისტორიას, უსაფრთხოების პარამეტრებსა და ხარჯებს.
Eurostat-ის კვლევის თანახმად, ევროპულ ინდუსტრიაში მძიმე დაზიანებების 10% ტვირთის დამუშავების ტექნიკას უკავშირდება, ამ ინციდენტების 80%-ზე მეტი კი დამტვირთველების არასწორი გამოყენების შედეგია. I_Site-ის მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიები ტექნიკის, ტვირთისა და პერსონალის დაცვას ახერხებენ.
სისტემა აკონტროლებს მძღოლების ლიცენზიებს. მოქმედების ვადის ამოწურვამდე პლატფორმა აგზავნის შეტყობინებას, რაც ტრენინგებისა და კვალიფიკაციის დროულ განახლებას უწყობს ხელს.
ტექნიკით სარგებლობის უფლებას მხოლოდ ავტორიზებული და გადამზადებული პერსონალი იღებს. PIN კოდებისა და სპეციალური ბარათების მეშვეობით თითოეული ოპერატორისთვის ინდივიდუალური პროფილი იქმნება.
სპეციალური სენსორებით აღირიცხება ძლიერი შეჯახებები, რომლებმაც შეიძლება ტექნიკა ან ტვირთი დააზიანოს. ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სისტემა შეტყობინებას მობილურ მოწყობილობაზე აგზავნის.
მუშაობის დაწყებამდე სისტემა ამოწმებს ტექნიკის გამართულობას უსაფრთხოების კითხვარის მეშვეობით. სერიოზული ხარვეზის აღმოჩენისას დამტვირთველი ავტომატურად იბლოკება ან ირთვება განგაშის სიგნალი.
სასაწყობო ტექნიკის საშუალო დატვირთვა ხშირად მხოლოდ 34%-ია, ანუ დროის დიდ ნაწილში დამტვირთველი უბრალოდ გაჩერებულია. I_Site-ის ფუნქციებით ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება.
ადარებს დაგეგმილ და რეალურ სამუშაო საათებს და არსებულ პოტენციალს უკეთ ავლენს.
ამარტივებს ოპერატორებთან შეტყობინებების გაცვლას და ავტომატურად აგზავნის გაფრთხილებებს დაჯახების, ელემენტის გაუმართაობისა თუ ლიცენზიის ვადის შესახებ.
ზუსტად აჩვენებს ტექნიკის ადგილს ღია სივრცეში.
აკონტროლებს ელემენტის მოხმარებას, ასახავს მუხტის დონეს, დროულად ამოიცნობს ტექნიკურ ხარვეზებს და ახანგრძლივებს მის რესურსს.