Toyota Material Handling და EU OSHA: პარტნიორობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში

Toyota Material Handling Europe-ისთვის თანამშრომლებისა და სამუშაო პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობა, ასევე მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, უმთავრესი საზრუნავია. კომპანია მიიჩნევს, რომ დაცული სამუშაო გარემო გრძელვადიანი და წარმატებული თანამშრომლობის წინაპირობაა. ამ ღირებულებების ერთგულებით აიხსნება ის ფაქტი, რომ Toyota Material Handling უკვე ათ წელზე მეტია, რაც ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს (EU-OSHA) კამპანიის ოფიციალური პარტნიორია.