გარემოზე ნახშირბადის საზიანო გავლენის შემცირება დაბალი ემისიის მქონე დამტვირთველებით

„ჩვენ ვაჩქარებთ სვლას ნახშირბადის ნულოვანი ემისიისკენ. ეს შორეული მომავლის მიზანი აღარ არის, რადგან ცვლილებები უკვე დაწყებულია.“

პერ ფირენიუსი (Per Fyrenius) Toyota Material Handling Europe-ის კორპორაციული განვითარების უფროსი ვიცე პრეზიდენტი

გარემოზე ნახშირბადის საზიანო გავლენის შემცირება დაბალი ემისიის მქონე დამტვირთველებით

Toyota Material Handling Europe საწყობის ტექნიკისა და მასალების მართვის სფეროში პირველი მწარმოებელია, რომელმაც პროდუქციის წარმოებაში გადამუშავებული ფოლადის გამოყენება დაიწყო. ამ ფოლადის დამუშავებისას გამოყენებული ენერგია წიაღისეული საწვავისგან არ მიიღება, რის გამოც წარმოების პროცესში ემისიებიც მცირდება. გადამუშავებული ფოლადის გამოყენებით, ახალი ნედლეულის წარმოებისას გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობა მცირდება. ამავე დროს, პროდუქცია კვლავ ინარჩუნებს იმ სიმტკიცესა და გამძლეობას, რომელსაც მომხმარებელი Toyota-ს ტექნიკისგან მოელის.

მჭიდრო პარტნიორობა ინოვაციებისა და კლიმატის დაცვის საწინდარია

დაბალემისიური SSAB Zero™ ფოლადის რულონი

წვლილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამეცნიერო მიზნების მიღწევაში 

ფოლადის წარმოება ნახშირბადის ემისიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. SSAB Zero™ ფოლადის გამოყენებისას, ტრადიციული მეთოდით წარმოებულ ფოლადთან შედარებით, ემისიები 75%-მდე მცირდება. შედეგად, ამ ფოლადის შეძენითა და წარმოებაში გამოყენებით, კომპანია ნახშირბადის ნაკვალევს ამცირებს და გარემოსდაცვით მიზნებს უახლოვდება. 

მდგრადი განვითარება კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამიტომ ის მუდმივად ეძებს ისეთ მიდგომებს, რომლებიც გარემოზე უარყოფით გავლენას შეამცირებს. ნახშირბადის ნულოვანი ემისიისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროდუქციაში დაბალი ემისიის მქონე ფოლადის გამოყენება. 

SSAB Zero™ ფოლადის გარემოსდაცვით დეკლარაცია (EPD) >

LHM230 ხელის ურიკის კვლევის ანგარიში >

SSAB Zero ფოლადისგან დამზადებული ნაწილები

ნახშირბადის ნულოვანი ემისია, როგორც გრძელვადიანი მიზანი 

Toyota Material Handling მიზნად ისახავს, 2041 ფისკალურ წლამდე მთელ საწარმოო ჯაჭვში ნახშირბადის ნულოვან ემისიას მიაღწიოს. მიზანი ვრცელდება კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე, მათ შორის პროდუქციის წარმოებაზე, ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებაზე. 

კომპანიის მიერ განსაზღვრული ემისიების შემცირების მიზნები SBTi ინიციატივამ უკვე დაამტკიცა. შეფასების მიხედვით, აღნიშნული გეგმები შეესაბამება კლიმატის თანამედროვე კვლევებსა და პარიზის შეთანხმების პრინციპებს. 

თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის

გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე მომწოდებლების, პარტნიორებისა და მომხმარებლების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ინფორმაციის ღიად გაზიარება და საერთო პასუხისმგებლობა თითოეულ მხარეს ეხმარება, უკეთ დაინახოს საკუთარი როლი და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ნაბიჯები გადადგას.

კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების დანერგვას, რომლებიც რესურსების გონივრულ გამოყენებას, ემისიების შემცირებასა და უფრო მდგრადი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

 

ვრცლად ნულოვანი ემისიის შესახებ

დაბალი ემისიის მქონე პროდუქცია

Toyota Lifter LHM230 ხელი ურიკის ჩანგლები და ჩარჩო ამჟამად SSAB Zero™ ფოლადისგან მზადდება. იგივე მასალა გამოიყენება Toyota BT Levio სერიის სამი პოპულარული ელექტრო დამტვირთველის, LWE130, LWE140 და LWE160 მოდელების ჩანგლების წარმოებაშიც. 

 

 

ხელი ურიკების ჩანგლებისა და ჩარჩოების წარმოებისას ემისიები 75%-მდე მცირდება; 

დაბალემისიური Toyota-ს ხელის ურიკის შედუღება

Toyota Lifter LHM230-ის წარმოებისას ნახშირბადის გამოყოფა 18%-ით მცირდება; 

 

დაბალემისიური Toyota-ს ხელის ურიკა წარმოებაში

დაბალი ემისიის მქონე ფოლადი მხოლოდ ტრადიციულ მასალის ეკოლოგიური ალტერნატივაა, პროდუქტის ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი რჩება.

დაბალემისიური Toyota-ს ხელის ურიკის შეღებვა
ტოიოტას ხელის ურიკა

Toyota Lifter-ის ხელის ურიკები 

Toyota Lifter-ის სერიაში ყველაზე გავრცელებული ზომის ჩარჩოები უკვე გადამუშავებული ფოლადისგან მზადდება. მისი დამუშავებისას მხოლოდ წიაღისეული საწვავის გარეშე მიღებული ენერგია და ელექტროენერგია გამოიყენება. 

ტექნიკის მახასიათებლები ინტერაქციულ რეჟიმში >

ხელის ურიკების კატალოგი
BT Levio LWE130 ელექტრო საპალეტე ურიკა

Toyota BT Levio-ს ელექტრო დამტვირთველები 

Toyota BT Levio LWE130, LWE140 და LWE160 ელექტრო დამტვირთველებია, რომლებიც მარტივი და ინტუიციური მართვით გამოირჩევა. მათი ჩანგლები SSAB Zero™ ფოლადისგან მზადდება, რის შედეგადაც წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისიები შესამჩნევად მცირდება. 

ვრცლად საპალეტე დამტვირთველებზე

ხშირად დასმული კითხვები