დამტვირთველის ტიპები – რომელი დაგჭირდებათ თქვენი მიზნების მიხედვით?

საწყობში ან სამრეწველო ობიექტზე ტექნიკის შერჩევა ყოველთვის კონკრეტული კითხვებით იწყება: რა მოცულობის ტვირთს ამუშავებთ, როგორია სამუშაო სივრცე და რამდენად ხშირად გამოიყენება ტექნიკა? ერთი შეხედვით, დამტვირთველის ტიპები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, ანუ ტვირთი სხვადასხვა ადგილზე გადააქვს. სინამდვილეში კი, თითოეული ტიპი კონკრეტული სამუშაო პირობებისთვის შეიქმნა და ერთი შეცდომაც კი მისი შერჩევისას ხშირად ოპერაციის შეფერხებას, ზედმეტ ხარჯს ან უსაფრთხოების რისკებს გულისხმობს. მოცემულ ბლოგში განვიხილავთ ელექტრო დამტვირთველის სახეობებს, მათ სპეციფიკასა და იმ პირობებს, სადაც თითოეული მათგანი იდეალურად მუშაობს.

ყველაზე გავრცელებული დამტვირთველის ტიპი - ჩანგლიანი დამტვირთველი

ჩანგლიანი, კონტრბალანსური ავტოკარი, ანუ დამტვირთველი ყველაზე ცნობილია. მას ნებისმიერ დიდ საწყობში, სამრეწველო გარე სივრცეში  ან სატვირთო ზონაში შეხვდებით. დამტვირთველის ჩანგლებზე განთავსებულ მძიმე ტვირთს, ტექნიკის უკანა ნაწილში არსებული სიმძიმე აბალანსებს. ამის გამო სხვა საყრდენი ელემენტები საჭირო არ არის და ტექნიკა  თავისუფლად მანევრირებს.

 

დამტვირთველის ეს ტიპი კარგია ღია სივრცეებში – ეზოში, ფართო დერეფნებში და ა.შ. კვების წყაროდან გამომდინარე, ჩანგლიანი დამტვირთველები სამ ჯგუფად იყოფა: ელექტრო, LPG და შიგაწვის: დიზელი/ბენზინი.

 

ელექტრო ვარიანტი შიდა სივრცეებისთვის შესაფერისია – გამონაბოლქვს არ გამოყოფს, ხმაური მინიმალურია და ოპერაციის ხარჯი შედარებით დაბალია. LPG და დიზელი/ბენზინი ძლიერი ტვირთბრუნვის მქონე გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკა მთელი ცვლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დამუხტვის პაუზა მიუღებელია.

 

OSHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით, ჩანგლიანი დამტვირთველები, კვების წყაროსა და დამტვირთველის საბურავების ტიპის მიხედვით,  I, IV და V კლასებს მიეკუთვნება. საბურავის სწორი შერჩევა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია: სიმყარე, გამავლობა და სამუშაო ზედაპირი ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციასთანაა კავშირში.

 

 

რიჩ დამტვირთველი ვიწრო დერეფნებისა და სიმაღლისთვის

რიჩტრაკი , ანუ მაღალი სიმაღლის დამტვირთველი, სივრცის ეფექტური გამოყენებისთვის შეიქმნა. მისი ჩანგლები წინ გამოდის. ამ მექანიზმის წყალობით ტექნიკას შეუძლია, ვიწრო დერეფანში გადაადგილდეს და ამავდროულად ტვირთი მაღალ თაროებზე  განათავსოს.

 

თუ სასაწყობე თაროები 6-13  მეტრამდე სიმაღლეს აღწევს და დერეფნები ვიწროა, რიჩტრაკი ამ ამოცანას ყველაზე კარგად ართმევს თავს. OSHA-ს II კლასს განეკუთვნება ელექტრო, ვიწრო დერეფნების ტექნიკა.

 

მნიშვნელოვანია ერთი შეზღუდვა: რიჩტრაკი მხოლოდ საწყობის სწორ, მოპრიალებულ იატაკზე მუშაობს. გარე სამუშაოებისთვის ის არ არის განკუთვნილი და შესაბამისად, ასეთ პირობებში მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

 

 

შტაბელერი მცირე საწყობებისა და კომბინირებული სამუშაოებისთვის

ელექტრო შტაბელერი იგივე სტაკერიგარეგნულად მარტივი კონსტრუქციით ხასიათდება: ვერტიკალური ამწე მექანიზმი, ჩანგლები და მყარი საყრდენები, რომლებიც სტაბილურობას ინარჩუნებს. სტაკერი ტვირთს ვერტიკალურად წევს და მოცემულ სიმაღლეზე ათავსებს, ხოლო ჰორიზონტალური გადაადგილება ოპერატორის ხელმძღვანელობით ხდება. შტაბელერი პრაქტიკული ვარიანტია, თუ: საწყობი შედარებით მცირეა, საჭიროა პალეტების შიდა სივრცეში გადაადგილება ან ჩანგლიანი დამტვირთველი ამ სივრცისთვის ზედმეტად მოცულობითია. ზოგჯერ, სტაკერი გამოიყენება ტრაილერში პალეტების დასატვირთად ან დასაცლელად. ამასთან, ელექტრო სტაკერი, მექანიკური შტაბელერისგან განსხვავებით, არ მოითხოვს ოპერატორის ფიზიკურ ძალისხმევას – ტექნიკის მართვა და ტვირთის მოძრაობა ელექტრო ღილაკებით ხდება. 

 

ეს ტიპი OSHA-ს II კლასშია – ვიწრო დერეფნების ელექტრო ტექნიკა, რომელიც ხელით ან ნახევრად ავტომატური მართვით მოქმედებს.

 

პალეტის ტრანსპორტირება – მექანიკური და ელექტრო ურიკა

ყველა სასაწყობე ოპერაცია ტვირთის ვერტიკალურ დამუშავებას არ საჭიროებს. ზოგჯერ ამოცანა უბრალოდ პალეტის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანაა სწრაფად, ყოველდღიურად და ხანგრძლივი ოპერაციის პირობებში. ამ შემთხვევაში, პალეტის ურიკა ან ელექტრო ურიკა საკმარისი და ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა.

 

ხელის მექანიკური ურიკა  ექსპლუატაციის პროცესში საკმაოდ მარტივად გამოიყენება, მაგრამ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას.   . მისგან განსხვავებით, ელექტრო ურიკა არ მოითხოვს ოპერატორისგან ფიზიკურ დატვირთვას და ტვირთის ჰორიზონტალურ გადაადგილებას ელექტრო მექანიზმით უზრუნველყოფს. ის განსაკუთრებით ოპტიმალურია, მაშინ, თუ საწყობში პალეტები ინტენსიურად მუშავდება.

 

OSHA-ს III კლასი სწორედ ამ კატეგორიას მოიცავს – ელექტრო ხელით მართვადი ტექნიკა, რომელიც III კლასის ოპერატორის სერტიფიკატს მოითხოვს.

 

 

თვითმავალი ამწე სპეციალური ამოცანებისთვის – კიდევ ერთი დამტვირთველის ტიპი

ტელეჰენდლერი, იგივე თვითმავალი ამწე, დამტვირთველის ტიპებიდან ერთ-ერთი, განსხვავებულ ამოცანებს ემსახურება. სამშენებლო მოედნებზე, ეზოებში ან სპეციფიურ სამრეწველო სამუშაოებზე, სადაც ტვირთი ვერტიკალურად და ფართო, არარეგულარულ სივრცეში გადაადგილება – სწორედ ეს არის ამ ტექნიკის გამოყენების არეალი.

 

OSHA-ს VII კლასი, rough terrain, ამ ტიპს ეხება: ტექნიკა, რომელიც არარეგულარულ ნიადაგზეც სტაბილურად მუშაობს. ჩვეულებრივი საწყობის ტექნიკისგან განსხვავებით, ის სპეციფიკური კონტექსტისთვის შეიქმნა და ამ სფეროში მისი სხვა დამტვირთველის ტიპით ჩანაცვლება ძნელია.

 

მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი დამტვირთველის ტიპების შერჩევისას

ყველა ზემოაღნიშნული დამტვირთველის ტიპი ერთ ძირითად ფუნქციას, ერთი ადგილიდან მეორემდე ტვირთვის გადაადგილებას ემსახურება. განსხვავება სამუშაო გარემოში, ტვირთის სიმძიმეში, სამუშაო სიმაღლესა და კვების წყაროს საჭიროებაშია. ამ განსხვავებებს ყველაზე კარგად ფილტრავს შემდეგი კითხვები:

 

სად მუშაობთ? შიდა სივრცეში, სწორ იატაკზე თუ გარეთ, არარეგულარულ ზედაპირზე? შიდა სამუშაოებისთვის ელექტრო ტიპები ოპტიმალურია, გარეთ კი LPG, დიზელი/ბენზინი ან ტელეჰენდლერი უფრო გამოგადგებათ.


რა სიმაღლეზე მუშაობთ? თუ ტვირთი 3 მეტრამდე ადის, ჩვეულებრივი შტაბელერი ან ჩანგლიანი დამტვირთველი საკმარისია. 6 მეტრსა და მის ზემოთ რიჩ დამტვირთველი უკეთესი ვარიანტია.


რამდენად ინტენსიურია ოპერაცია? თუ ტვირთბრუნვა მთელი ცვლის განმავლობაში არ ჩერდება, ელექტრო ტექნიკის დამუხტვის გრაფიკი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. LPG ან შიგაწვის დამტვირთველი, ამ შემთხვევაში, მოქნილია, რადგან საწვავით შევსება ან გაზის ბალონის შეცვლა წუთებში ხდება.


ეს სამი კითხვა ვარიანტების ჩამონათვალს მნიშვნელოვნად ავიწროებს და შერჩევას პრაქტიკულ ჩარჩოში აქცევს.

 

Toyota-ს ტექნიკა და ვარიანტების მრავალფეროვნება

Toyota Material Handling-ის ხაზი ზემოაღნიშნულ დამტვირთველის ტიპებს სრულად მოიცავს: 3-თვლიანი ელექტრო დამტვირთველიდან დიდ ინდუსტრიულ მოდელებამდე, ელექტრო სტაკერებიდან  პალეტის ურიკებამდე. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ოპერაციული მოთხოვნის მქონე საწყობს შეუძლია, ერთი მომწოდებლის ფარგლებში, ერთიანი სტანდარტით, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა შეარჩიოს.

 

ამასთან, პაგრუშიკის ანუ დამტვირთველის გაქირავება კარგი ვარიანტია იმ შემთხვევებისთვის, როცა ტექნიკა სეზონურად ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში გჭირდებათ. ყიდვა კი გრძელვადიანი და ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში გამართლებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც წლების განმავლობაში არ ინანებთ.

 

სასაწყობე ტექნიკის შერჩევა ყოველთვის სპეციფიკურ ანალიზს მოითხოვს. ის, რაც ერთ საწყობში კარგად მუშაობს, სხვა პირობებში შეიძლება, ზედმეტი ხარჯი ან არასაკმარისი შესაძლებლობა გახდეს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე უმჯობესია, სამუშაო გარემო, ტვირთის პარამეტრები და ოპერაციის ინტენსივობა დეტალურად შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს საბოლოო არჩევანი.