საწყობის გასასვლელის სიგანე: გამოთვლიდან VNA ოპტიმიზაციამდე

საწყობის ფართობი თითქმის ყოველთვის შეზღუდულია, ხოლო მისი გაფართოება დიდ ფინანსურ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, დამატებითი ფართის იჯარა ან მშენებლობის ნებართვების მოპოვება რთული პროცესია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია ცდილობს შენახვის მოცულობა უკვე არსებულ კვადრატულ მეტრებზე გაზარდოს და არა ობიექტის გაფართოების გზით.

ამ ამოცანის გადაჭრის ყველაზე ეფექტური მეთოდი თაროებს შორის არსებული დერეფნების შევიწროებაა. რაც უფრო ვიწროა გასასვლელი, მით მეტი სასაწყოებე თაროები თავსდება შენობაში და მით მეტი ტვირთის განთავსება ხერხდება იმავე ფართზე.

სივრცის დაზოგვას თავისი მკაცრი ტექნიკური პირობა აქვს: დერეფანში მომუშავე სასაწყობე ტექნიკა თავისუფლად უნდა მოძრაობდეს, უპრობლემოდ უხვევდეს და პალეტის გადაადგილებას შეფერხების გარეშე ახერხებდეს.

საწყობის გასასვლელი

რატომ არის გასასვლელის სიგანის გაზომვა აუცილებელი საწყობის დაგეგმარებისას?

გასასვლელის სიგანე, ანუ aisle width, არის დერეფნის ის მინიმალური მანძილი, სადაც დატვირთული სპეც ტექნიკა 90 გრადუსით უპრობლემოდ მოტრიალდება. ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს, რამდენად მჭიდროდ დაიდგმება თაროების და რამდენი რიგის განთავსება იქნება შესაძლებელი.

მისი გაზომვა განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან უზუსტობამ შეიძლება, მთელი საწყობის მუშაობა შეაფერხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით – დერეფანი მეტისმეტად ვიწრო გამოვა და ტექნიკა მანევრირებას ვერ შეძლებს. ორივე შემთხვევას კომპანიისთვის ფინანსური ზარალი მოაქვს.

10–15 დერეფნის პირობებში მცირე ცდომილებაც კი ათეულობით კვადრატულ მეტრს ფლანგავს. ამიტომ დაგეგმვა ზუსტი რიცხვების განსაზღვრით უნდა დაიწყოს და არა ვარაუდებით ან ზედაპირული შეფასებებით.

ამ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა ევროპულ სტანდარტს BS EN 15620:2021. ის ფოლადის სასაწყობე სისტემების დასაშვებ ცდომილებებსა და უსაფრთხო დაშორებებს ადგენს. სტანდარტის გათვალისწინება გარანტიას იძლევა, რომ თაროები და ტექნიკა ერთმანეთს არ შეეხება და მუშაობა უსაფრთხო გარემოში წარიმართება.

სამუშაო დერეფნის (AST) გამოთვლა

გასასვლელის სიგანის დადგენა რამდენიმე ძირითად პარამეტრს ეფუძნება, რომელთაგან თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს საბოლოო შედეგში:

  • მობრუნების რადიუსი: ის მინიმალური რკალი, რომელიც ტექნიკას სრული მოხვევისთვის სჭირდება.
  • ტვირთის ზომები: პალეტის სიგანე და სიგრძე, რაც განსაზღვრავს მოძრაობისას საჭირო დამატებით გაბარიტს.
  • ტვირთის მანძილი: დაშორება წინა ბორბლების ცენტრიდან ჩანგლების წვერამდე.
  • უსაფრთხოების დაშორება: სტანდარტულად 200 მილიმეტრი, რაც ტექნიკასა და თაროებს შორის შეჯახების რისკს ამცირებს.

AST გამოთვლა კონკრეტული ტექნიკის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც საქმეში ელექტრო ურიკა, სასაწყობე შტაბელერი (სტაკერი) ან რიჩ ტრაკი მონაწილეობს, გაანგარიშება ამ ყველა პარამეტრის გაერთიანებით არის შესაძლებელი.

ჩანგლიანი ოთხბორბლიანი დამტვირთველი კი ოდნავ განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, სადაც ტვირთის სიგრძე და მანძილი ერთმანეთს ემატება, რადგან ასეთ მანქანებს მობრუნებისთვის შედარებით დიდი რადიუსი სჭირდება.

ვიწრო გასასვლელი და მასზე მორგებული სპეციალური ტექნიკაც მნიშვნელოვანია. VNA დამტვირთველი გამოთვლის განსხვავებულ სპეციფიკას ეფუძნება, რადგან მისი მუშაობის პრინციპი სტანდარტული მოდელებისგან სრულიად განსხვავდება და მოძრაობა მკაცრად განსაზღვრულ ტრაექტორიაზეა შესაძლებელი.

საწყობის გასასვლელის გაზომვა

VNA (Very Narrow Aisle) ტექნიკის როლი ოპტიმიზაციაში

ჩვეულებრივ ელექტრო დამტვირთველს ჩანგლები წინ აქვს მიმართული და მობრუნებისთვის დიდი სივრცე სჭირდება. VNA დამტვირთველი კი სულ სხვა პრინციპით მუშაობს: მისი ჩანგლები დამონტაჟებულია მბრუნავ თავზე, რომელიც გვერდულად მოძრაობს. შედეგად, მანქანას დერეფანში პალეტის გარშემო შემობრუნება ან ზედმეტი მანევრირება აღარ სჭირდება.

Toyota BT Vector-ის A-სერია ამ ტექნოლოგიას სახსროვანი ჩარჩოთი კიდევ უფრო აუმჯობესებს. ასეთი კონსტრუქცია უფრო ვიწრო გადასასვლელ დერეფანშიც კი თავისუფლად მანევრირებს და ხისტ ანალოგებთან შედარებით ერთ მეტრზე მეტ ფართობს ზოგავს. შესაბამისად, შენობის ბოლოში ტექნიკას ერთი დერეფნიდან მეორეში გადასასვლელად გაცილებით ნაკლები ადგილი სჭირდება.

ეფექტი მხოლოდ სივრცის დაზოგვით არ შემოიფარგლება. VNA სისტემები ჩანგლებს უფრო სწრაფად ამოძრავებს როგორც სიმაღლეში, ისე გვერდულად, და ტვირთს 17 მეტრ სიმაღლემდე ათავსებს. თუ Rich Truck, ანუ რიჩ ტრაკით საათში საშუალოდ 20–25 პალეტი მუშავდება, ვიწრო გასასვლელის ტექნიკა 30–35 პალეტის დამუშავებას ახერხებს, რაც შრომისუნარიანობას საგრძნობლად ზრდის.

ეს ტექნიკა მავთულის ან რელსის მიმართულებით გადაადგილდება, რაც სწრაფ და უსაფრთხო მოძრაობას განაპირობებს. სისტემა თავად ირჩევს საუკეთესო მარშრუტს ერთი წერტილიდან მეორემდე. ასეთი მაღალი და მჭიდრო წყობა განსაკუთრებით მომგებიანია მაცივარ-საწყობებში, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს და ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება საკმაოდ რთულია.

როგორ მოქმედებს პალეტის ზომა გასასვლელის სიგანეზე

გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ცვლადი ტვირთის გაბარიტებია. რაც უფრო გრძელი ან განიერია პალეტი, მით მეტი ადგილი სჭირდება ტექნიკას მოსატრიალებლად. ამიტომ, ერთი და იმავე მანქანისთვის გასასვლელის სიგანე იცვლება, თუ სტანდარტული ტვირთის სანაცვლოდ უფრო დიდ პალეტებს ვიყენებთ.

სტანდარტული ზომის პალეტებისთვის საჭირო პარამეტრები ხშირად ტექნიკის ტექნიკურ პასპორტშივეა გაწერილი. მაგალითად, 800×1200 მმ პალეტის გრძივად განთავსებისას, ვიწრო გასასვლელის კონკრეტულ მოდელს დაახლოებით 1660 მმ სიგანე სჭირდება. არასტანდარტული ტვირთის შემთხვევაში კი, ინდივიდუალური დაანგარიშებაა საჭირო, მიუხედავად იმისა, გამოიყენება როხლი ანუ ხელის ურიკა თუ მძლავრი სტაკერი, ცნობილი, როგორც შტაბელერი.

თუ ტექნიკის ბრენდის შეცვლას ან დამტვირთველის იჯარის სერვისით სარგებლობას გეგმავთ, გაითვალისწინეთ: სხვადასხვა მოდელის მობრუნების რადიუსი ხშირად განსხვავდება. ახალი ერთეულის შემოყვანამდე მანძილები ხელახლა უნდა გადამოწმდეს, რათა არსებული დერეფნები შეუსაბამო არ აღმოჩნდეს და ტექნიკის მუშაობა არ შეფერხდეს.

საწყობის გასასვლელის ზომა

Toyota-ს საკონსულტაციო სერვისები საწყობის დიზაინისთვის

სიგანის გარდა, გასათვალისწინებელია თაროების დამცავი სისტემები, პალეტების გადაადგილების არეალი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო ბილიკები და სხვა მრავალი ნიუანსი, რაც ყოველდღიურ საექსპლუატაციო პროცესს უკავშირდება.

როდესაც ობიექტზე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა მუშაობს (იქნება ეს დამხმარე მაკრატელა ამწე თუ მაღალ სიმაღლეზე მოქმედი სტაკერი), თითოეულ მათგანს ინდივიდუალური სივრცე სჭირდება. ოთხბორბლიან მოდელებს, სამბორბლიანებთან შედარებით, მანევრირებისთვის მეტი ადგილი სჭირდება.

Toyota-ს ინჟინრების გუნდი ეხმარება კომპანიებს, სწორად შეაფასონ არსებული ფართობი, შეარჩიონ შესაბამისი სპეც ტექნიკა და ისე განათავსონ თაროები, რომ ყოველი კვადრატული მეტრი მაქსიმალური დატვირთვით ამოქმედდეს. პროფესიონალური დაგეგმვა თავიდან აგაცილებთ ძვირადღირებულ შეცდომებს.

გასასვლელის სიგანის ზუსტი ანგარიში საწყობის ტევადობის გაზრდის მთავარი პირობაა. შევიწროებული დერეფნები მეტ თაროს იტევს, VNA სისტემები კი ასეთ პირობებში მუშაობისას საუკეთესო შედეგს იძლევა.

სანამ თაროების გადაადგილებას დაიწყებთ, სამ კითხვას უნდა უპასუხოთ:

  1. რა ზომის ტვირთთან გიწევთ მუშაობა?
  2. რომელი ტიპის ტექნიკას იყენებთ?
  3. რა სიმაღლეზე გსურთ დასაწყობება?

ამ პასუხებისა და ზუსტი გამოთვლების ერთობლიობა სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ, სადაც ყველა კვადრატული მეტრი ეფექტურად მუშაობს.