დანამატი ცვლის იმას, თუ როგორ იღებს, ინახავს ან ათავსებს დამტვირთველი ტვირთს. ზოგიერთი მოწყობილობა ოპერატორს ჩანგლის გადაადგილების საშუალებას აძლევს, ზოგი პალეტის სიგანეს ერგება, ზოგი კი პალეტის გარეშე მუშაობას უწყობს ხელს. ამ ბლოგში იმ აღჭურვილობას განვიხილავთ, რომელიც საწყობის ყოველდღიურ მუშაობას აჩქარებს და პროდუქტიულობის გაზრდას უწყობს ხელს.
ცვალებადი მოძრაობის დაფა დამტვირთველის ჩანგლის გვერდით გაწევის საშუალებას იძლევა მარცხნივ და მარჯვნივ, ისე, რომ ოპერატორს კაბინის დატოვება არ უწევს. ერთი შეხედვით მცირე მოძრაობა პრაქტიკაში საკმაოდ დიდ დროს ზოგავს.
ჩვეულებრივ, როცა პალეტი ზუსტად ჩანგლის წინ არ დევს, ოპერატორს რიჩ დამტვირთველის მობრუნება და ხელახლა მისვლა უწევს. ჩანგლის გვერდითი გაწევა ამ საჭიროებას ხსნის. მძღოლი ამ ხერხით პირველივე ცდაზე იღებს პალეტს.
ეს სიზუსტე მხოლოდ დროის დაზოგვას არ უკავშირდება. როცა ოპერატორი ტვირთს უპრობლემოდ იღებს, მცირდება პალეტის ურიკის დაზიანების ან თაროსთან შეჯახების რისკი.
გვერდითი გამწევი წყვილი მექანიზმი საშუალებას იძლევა, ერთდროულად ორი პალეტი აიღოს, რაც დატვირთულ სამუშაო საათებში საქმეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.
ჩანგლის პოზიციონერი კიდევ ერთი დამხმარე მოწყობილობაა, რომელიც ოპერატორს ჩანგლებს შორის მანძილის შეცვლის საშუალებას აძლევს, კაბინიდან გამოსვლის გარეშე. სხვადასხვა ზომის პალეტებთან მუშაობისას ეს პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
ხელით ჩანგლის გადაწყობა დიდ დროს საჭიროებს და ოპერატორს აიძულებს, სამუშაო შეაჩეროს. პოზიციონერით კი ეს პროცედურა წამებში სრულდება. საწყობში, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა ზომის პალეტი მოძრაობს, დაზოგილი წუთები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ჩანგლის პოზიციონერები სხვადასხვა ტიპისაა და განსხვავებულ დატვირთვას უძლებს, როგორც მსუბუქ სასაწყობე ოპერაციებს, ისე მძიმე გარე პირობებს. ნაწილი მათგანი ისეა აწყობილი, რომ ჩანგალი ჩარჩოს საზღვრებს გარეთაც გადის, რაც ფართო ტვირთის აღებას აადვილებს.
როტატორი სრულიად სხვა ამოცანას წყვეტს. ამ დანამატში ჩანგალი მბრუნავ ფირფიტაზეა დამაგრებული და 180-დან 360 გრადუსამდე ბრუნავს. მას მაშინ იყენებენ, როცა ტვირთის გადაბრუნება ან დაცლაა საჭირო, მაგალითად, კონტეინერში ჩაყრილი მასალის სხვა ავზში გადატანისას. ბრუნვის შესაძლებლობა სასაწყობე სტელაჟებზე ტვირთის დაწყობას ავტომატურ მოძრაობად აქცევს.
ყველა ტვირთი პალეტზე არ დგას. ზოგიერთი მასალა დიდი მოცულობისაა ან ისეთი ფორმა აქვს, რომ ჩანგალი ვერ ეჭიდება. ასეთ შემთხვევებში სპეციალური დამჭერები გამოიყენება.
ქაღალდის დამჭერი უსაფრთხოდ ეჭიდება გრაგნილის გვერდებს და მას დაუზიანებლად წევს. ეს მოწყობილობა იმ სივრცეებშია საჭირო, სადაც ტვირთი ელექტრო პალეტის ურიკის გარეშე გადაადგილდება. მსგავსი პრინციპით მუშაობს ბრტყელი ზედაპირის დამჭერიც, რომელსაც უფრო ხშირად საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მაცივრებისა თუ სარეცხი მანქანების გადასაზიდად იყენებენ.
დამჭერებთან ერთად სხვა მოწყობილობებიც არსებობს, რომლებიც კონკრეტულ ამოცანებს აგვარებს. Push-pull მექანიზმი პალეტის გამოყენებას ამცირებს.
ახალი მოწყობილობის დამატება მხოლოდ ახალი ფუნქციის შეძენას არ გულისხმობს. ის ტექნიკის წონასა და წონასწორობასაც ცვლის, რის გამოც მისი შერჩევისას ტვირთამწეობის გათვალისწინება აუცილებელია.
ყველა დამტვირთველს განსაზღვრული ტვირთამწეობა აქვს, რომელიც კონკრეტული ტვირთის ცენტრზეა გათვლილი, ანუ იმ მანძილზე, რომლითაც ტვირთის სიმძიმის ცენტრი ჩანგლიდანაა დაშორებული. ამ მანძილის გაზრდით დასაშვები წონა მცირდება. დანამატი კი თავისი წონითა და სისქით ტვირთს ოდნავ წინ წევს და უშუალოდ ამ მანძილზე მოქმედებს. შედეგად, იკლებს ტვირთამწეობა, რაც წინასწარ უნდა იყოს გაანგარიშებული.
ამ პროცესს მარტივი ფიზიკური ახსნა აქვს. დამტვირთველის ნაწილები და ტვირთი ერთიანდება სისტემად, რომლის წონასწორობაც წინა ღერძს ეყრდნობა. როცა ტვირთი ან დანამატი სიმძიმის ცენტრს წინ წევს, მოწყობილობა წონასწორობის ზღვარს უახლოვდება. OSHA ამ პრინციპს წონასწორობის სამკუთხედს უწოდებს. სანამ სისტემის საერთო სიმძიმის ცენტრი ამ სამკუთხედის შიგნით რჩება, ტექნიკა მდგრადია, მისი საზღვრებიდან გასვლა კი გადაბრუნების საფრთხეს ქმნის.
ამის გამო დანამატიან ელექტრო დამტვირთველზე რეალური ტვირთამწეობა ნაკლებია იმაზე, რაც თავად დანამატის ფირფიტაზე წერია. სწორ მაჩვენებელს დამტვირთველის მწარმოებელი ადგენს და გადაწყვეტილების მიღებისას ტექნიკის ქარხნულ მონაცემებს უნდა დაეყრდნოთ.
დამტვირთველის დანამატების მთავარი დანიშნულება პროდუქტიულობის გაზრდაა. სწორად შერჩეული აღჭურვილობა ოპერატორს ზედმეტ მოძრაობებს აარიდებს, ამცირებს ტვირთის დაზიანებასა და ტექნიკის ცვეთას, მძღოლი კი სამუშაო დღის განმავლობაში ნაკლებად იღლება.
მნიშვნელოვანია, რომ დანამატი ტექნიკასა და სამუშაო გარემოს ერგებოდეს. ელექტრო დამტვირთველი დახურულ სასაწყობე სივრცეში სულ სხვა ტიპის აღჭურვილობას საჭიროებს, ვიდრე ავტო დამტვირთველი ღია მოედანზე.
ასევე განსხვავებულია მოთხოვნები სხვადასხვა ტიპის ტექნიკისთვის. რიჩ ტრაკი, რომელიც მაღალ თაროებთან მუშაობს, სპეციფიკურ კონფიგურაციას საჭიროებს, მაშინ როდესაც პალეტის ურიკა ან ელექტრო პალეტის ურიკა ძირითადად იატაკის დონეზე გადაადგილდება და მარტივ მექანიზმებს ეყრდნობა.
საწყობის დაგეგმარებისას გასათვალისწინებელია გარემოც, მაგალითად, როგორ არის განლაგებული სასაწყობე სტელაჟები, როგორია გასასვლელების სიგანე და რა სიმაღლეზე უწევს ტვირთს აწევა. შტაბელერი, იგივე სტაკერი და ელექტრო ამწე განსხვავებულ ამოცანებს ასრულებს, შესაბამისად, დანამატიც ამ ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.
დროთა განმავლობაში ნებისმიერი დანამატი ტექნიკის განუყოფელი ნაწილი ხდება, ამიტომ დამტვირთველის ნაწილები რეგულარულ შემოწმებასა და მოვლას საჭიროებს. დანამატებიანი ტექნიკის გამოცდა პაგრუშიკის, ანუ დამტვირთველის ქირაობის გზითაც არის შესაძლებელი.
დამტვირთველის დანამატები ტექნიკის შესაძლებლობებს ზრდის და ყოველდღიური ოპერაციები უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტურია. გვერდითი გამწევი ტვირთის აღების სიზუსტეს უზრუნველყოფს, ჩანგლის პოზიციონერი სხვადასხვა პალეტს ერგება, დამჭერები კი იმ ტვირთთან მუშაობას აადვილებს, რომელსაც ჩვეულებრივი ჩანგლით ვერ გადავიტანდით.
სანამ კონკრეტულ მოდელს შეარჩევთ, სამ კითხვას უნდა გასცეთ პასუხი: რა ტიპის ტვირთთან გიწევთ მუშაობა, რა გარემოში გადაადგილდება ტექნიკა და რამდენად იცვლება ტვირთამწეობა დანამატის დამონტაჟების შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დანამატს თქვენი საწყობის საიმედო დამხმარედ აქცევს.