Traigo i მოდელი ინოვაციური დიზაინით გამოირჩევა, რადგან ლითიუმის ბატარეა უშუალოდ ტექნიკის კორპუსშია ჩაშენებული. აღნიშნული კონსტრუქციის გამო ოპერატორისთვის სამუშაო პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელია. საბოლოო ჯამში კი, როგორც შენობაში, ისე ღია სივრცეში მუშაობისას, საქმე ბევრად სწრაფად და ეფექტურად სრულდება.
კომპანიის მიერ შექმნილი ლითიუმის ბატარეები საკმაოდ კომპაქტური ზომისაა. მიუხედავად მცირე ზომისა მათი სიმძლავრე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტექნიკამ მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ცვლაშიც კი, შეუჩერებლად იმუშაოს.
Traigo i მოდელის უნიკალური კონსტრუქციის წყალობით, კაბინაში საკმაოდ ფართო სამუშაო სივრცეა. ოპერატორს მოძრაობისა და მართვისთვის ბევრად მეტი თავისუფალი ადგილი რჩება, რის გამოც მრავალსაათიანი მუშაობა ნაკლებად დამღლელია.
კაბინა ოთხ ამორტიზატორზეა დამაგრებული, რის გამოც ის მოძრაობისას არ ირყევა. შედეგად, ხმაური და ვიბრაცია ოპერატორს თითქმის აღარ აწუხებს, თავად სამუშაო გარემო კი ბევრად მშვიდია.
ტექნიკას დამატებითი მინის სახურავი, დაბლა განთავსებული მაჩვენებელთა დაფა და დამცავი ჩარჩოს თხელი კონსტრუქცია აქვს. ამ დეტალების დამსახურებით, ხილვადობის არეალი ფართოვდება და გარემოს გაკონტროლება ბევრად მოსახერხებელია.
ახალი თაობის ელექტრო დამტვირთველმა Traigo i ორმაგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Red Dot Design Award 2025, ასევე German Design Award 2026 დაიმსახურა. ეს ინოვაციური პროდუქტი დიზაინის, კვლევების, პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდების საერთო ძალისხმევის შედეგია. მოდელის კორპუსში ლითიუმ-იონის ბატარეაა ჩაშენებული, რის გამოც ტექნიკა მაღალი წარმადობითა და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. მოპოვებული ჯილდოები ნათლად აჩვენებს, რომ კომპანია მუდმივად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული.
მიუხედავად იმისა, ტექნიკა ტვირთის დასატვირთად, დასაცლელად, დასაწყობებლად თუ ჰორიზონტალურად გადასაადგილებლად გამოიყენება, Toyota Traigo48 სერიის ყველა მოდელი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აღნიშნული ინოვაციების დამსახურებით, ყოველდღიური საქმე ბევრად სწრაფად სრულდება და სამუშაო პროცესი შესამჩნევად უმჯობესდება.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: