პროექტის ამოსავალი კითხვა ასეთი იყო: როგორ შეიძლება სტანდარტული ბატარეის ყუთის მოხსნა და ენერგომოდულების ალტერნატიულ ადგილებში განთავსება? ლითიუმ-იონის ტექნოლოგიაში ცალკეული უჯრედების გამოყენება ბატარეის მოდულების მოქნილად განლაგების საშუალებას იძლევა - ისინი იქ თავსდება, სადაც კონსტრუქციულად ყველაზე უკეთ ჯდება. მოდულური მიდგომით დიზაინერები კომპონენტებს უფრო თავისუფლად არჩევენ: დიდი და მძიმე ბლოკების ნაცვლად სისტემა მცირე მოდულებად იშლება, ბატარეის უჯრედები და მათი წონა კი მთელ ტექნიკაზე თანაბრად ნაწილდება.
მეტი ინფორმაცია ლითიუმ-იონზე, როგორც დამტვირთველების ენერგიის წყაროზე >
ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი მომხმარებელს არაერთ სარგებელს აძლევს. მოდულების ეფექტურად განლაგებით ტექნიკა უფრო კომპაქტური და მსუბუქი ხდება, მართვა და მანევრირება კი მარტივდება. მოდულური ბატარეით ტექნიკის სიმძიმის ცენტრიც უმჯობესდება, რაც წარმადობას, სტაბილურობასა და მოჭიდებას აუმჯობესებს.
კომპაქტური და მსუბუქი კონსტრუქცია ენერგოეფექტურობასაც ზრდის. მოდულური ლითიუმ-იონის ბატარეები სწრაფად იტენება, ტექნიკოსებისთვის კი შეკეთება მარტივდება. რამდენიმე მოდულისგან შემდგარი ენერგიის წყარო საოპერაციო საჭიროებების მიხედვით იზრდება ან მცირდება. თუმცა მთავარი სარგებელი მაინც ის არის, რომ ტექნიკა უსაფრთხოა და ინტუიციურად იმართება.
დიზაინში გათვალისწინებულია პრინციპი „ნაკლები მეტია“. პროდუქტის დიზაინში ეს ნაკლებ კომპონენტსა და მასალების უფრო რაციონალურ გამოყენებას ნიშნავს. ტრადიციული ბატარეის ყუთის მოხსნით ტექნიკის მთლიანი განლაგება იხვეწება. სიმეტრიული დიზაინის წყალობით Toyota-ს დამტვირთველები ესთეტიკურიცაა და ფუნქციურიც.
მოდულურ სისტემაზე აგებული ტექნიკა სხვადასხვა სპეციფიკის საქმეზეა გათვლილი. კატალოგი მოიცავს ისეთ ელექტრო მოწყობილობებს, როგორებიცაა ხელის ურიკები, სტაკერები და კონტრბალანსური დამტვირთველები. თითოეული მოდელი სამუშაო პროცესის გასამარტივებლად იქმნება, რის შედეგადაც პროდუქტიულობა საგრძნობლად იზრდება.
Toyota BT Levio LWI160 ის პირველი მოდელია, რომელზეც Radical Energy Design (RED) იქნა გამოყენებული. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ელექტრო ხელის ურიკა მრავალმხრივი და ფართოდ გავრცელებული მოწყობილობაა, მისი დიზაინის დახვეწა და განვითარება ბევრი მომხმარებელის ინტერესი იყო.
მოდულური ლითიუმ იონის ბატარეის დამსახურებით, ტექნიკა გაცილებით კომპაქტური, მსუბუქი და ენერგოეფექტურია. მოდელი ინტუიციური მართვითა და მსუბუქი საჭით გამოირჩევა, შიდა დეტალების სწორი განლაგება კი ხმაურის დონეს ამცირებს. უსაფრთხოების სისტემა სიჩქარეს ავტომატურად ანელებს და მართვის პროცესში ტერფს დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, ჭკვიანი მოდული ოპერატორს დისტანციურად და მყისიერად აწვდის ზუსტ ინფორმაციას ბატარეის მდგომარეობაზე.
Toyota BT Levio LSI დასადგომი ტიპის, დაბალი ამწეობის ტექნიკაა, რომელიც კომპაქტური ზომის მიუხედავად, მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა. 2 ტონამდე ტვირთამწეობა და საათში 12.5 კილომეტრამდე სიჩქარე მოდელს დამატებით სისწრაფესა და მოქნილობას სძენს, შესაბამისად, მისი მართვა ბევრად მარტივია.
მოწყობილობა განსაკუთრებით ეფექტიანია ვიწრო, დატვირთულ სივრცეებსა და გრძელ დისტანციებზე ტვირთის გადასაზიდად. ამავდროულად, დახურული კაბინა ოპერატორს დაცულ სამუშაო გარემოსა და ყველა მიმართულებით სრულფასოვან ხილვადობას სთავაზობს.
ლითიუმ-იონის ბატარეის დამსახურებით, ურიკა მაღალი წარმადობით მუშაობს და მუხტს ხანგრძლივად ინარჩუნებს.
Toyota BT Staxio SS1200D და SSI160LN მოდელები ანძის გავლით მაღალ ხილვადობასა და მოქნილობას ინარჩუნებს, ისე რომ უსაფრთხოების სტანდარტები არ ირღვევა. ორივე სტაკერის მართვა კომფორტული და ინტუიციურია, რაც სამუშაო პროცესების ეფექტურობას ზრდის. მაღალი დატვირთვის ოპერაციებისთვის განკუთვნილ Li-ion D-მოდელს ერთდროულად ორი EURO პალეტის გადატანა შეუძლია. 1 ტონა თავსდება ჩანგლებზე, ხოლო 1 ტონა საყრდენ ფეხებზე.
SSI160LN მოდელი კი დამცავი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ოპერატორს უსაფრთხოდ მუშაობასა და სივრცის კარგად დანახვაში ეხმარება. აღნიშნული ტექნიკა ვიწრო გასასვლელებში ტვირთის 5.4 მეტრამდე სიმაღლეზე განსათავსებლად გამოიყენება. კომპაქტური შასი მოდულურ ლითიუმ-იონის ბატარეებზეა აგებული, რაც ტექნიკის წონასა და ენერგიის მოხმარებას ამცირებს.
Toyota Traigo48 კონტრბალანსური დამტვირთველი მრავალფუნქციური და მაღალი წარმადობის მქონე ტექნიკაა. 48-ვოლტიანი ელექტრო მოდელი, სახელწოდებით Traigo_i, ინტეგრირებული ლითიუმ-იონური ბატარეითა და განსხვავებული დიზაინით იწარმოება. კატანას ფორმით შთაგონებული დინამიკური ჩარჩო და კაბინის აქცენტირებული დიზაინი ტექნიკის ვიზუალურად გამოარჩევს.
მასში ინტეგრირებული მცირე ზომის ბატარეის ხარჯზე კაბინა მოცულობითია. გაფართოებული სამუშაო არეალი კი მძღოლის კომფორტსა და პროდუქტიულობაზე დადებითად ისახება. მცირე ზომის საჭე, დაბალი მაჩვენებელთა დაფა და სენსორულ ეკრანიანი საყრდენი ერგონომიკას აუმჯობესებს. Toyota-ს SyncoDrive სისტემა კი ენერგიის მოხმარებას ზღუდავს და ტექნიკის მანევრულობას ზრდის.
როგორ მუშაობს ლითიუმ-იონის ბატარეები და რით სჯობს ისინი ტრადიციულ ანალოგებს? დეტალური ინფორმაცია მოცემულია ხშირად დასმული კითხვების (FAQ) განყოფილებაში.
ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა, კომპანიის ასორტიმენტშია ისეთი ტექნიკა, რომელიც მხოლოდ ლითიუმ-იონის ბატარეებზე მუშაობს. მათ შორისაა მცირე დატვირთვის მქონე ელექტრო ხელის ურიკა BT Tyro 130B/150/160, ავტომატიზებული ტექნიკა CDI120 და ნახევრად ავტომატიზებული სისტემა Radioshuttle.
ამასთან, მომხმარებელს თავად შეუძლია, სასაწყობე ტექნიკისთვის ტრადიციული ტყვია-მჟავა ან ლითიუმ-იონის ბატარეა შეარჩიოს.