ყველაფერი სათბობ ელემენტზე მომუშავე დამტვირთველების შესახებ

წყალბადის საწვავი ელემენტებით აღჭურვილი დამტვირთველები ელექტრო ტექნიკის ეკომეგობრულობასა და შიგაწვისძრავიანი მანქანებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკულობას, მათ შორის საწვავის სწრაფ შევსებას, აერთიანებს.
;

რა არის საწვავის ელემენტების ტექნოლოგია?

დღეს ყველა ინდუსტრია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას ცდილობს, რაც უმეტესად ელექტროენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. ამის გამო, სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა როგორც თავად ელექტროენერგიაზე, ისე მის მიწოდებაზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია სატრანსპორტო კვანძებში ელექტრომობილების დამტენი სადგურების სიმრავლე.

 

საწყობებსაც სურთ ელექტროენერგიის გამოყენება, თუმცა ადგილობრივი ელექტროქსელის შეზღუდული სიმძლავრე ან ბატარეების ხანგრძლივი დამუხტვის პროცესი მათთვის ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორია. ამ გამოწვევას წყალბადზე მომუშავე დამტვირთველები წარმატებით პასუხობს. მათი სრული გამართვა სულ რაღაც 2-3 წუთს საჭიროებს, ხოლო „მწვანე წყალბადის“ გამოყენებისას ტექნიკა ყოველგვარი მავნე გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს. საწვავის შენახვა საწარმოს ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რაც ენერგიის მარაგების დამოუკიდებლად მართვის საშუალებას გაძლევთ.

 

Toyota-ს დამტვირთველების ასორტიმენტის 90% ელექტრო მოდელებისგან შედგება, რაც როგორც ლითიუმ-იონის ბატარეებზე, ისე წყალბადზე მომუშავე ტექნიკას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ წყალბადის დამტვირთველების წარმოებაში Toyota უკვე 15 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას ფლობს.

 

როგორ მუშაობს წყალბადის საწვავის ელემენტი დამტვირთველებზე?

დამტვირთველის საწვავი ელემენტების სისტემა რამდენიმე ძირითად კომპონენტს აერთიანებს: საწვავი ელემენტების ბლოკს, 350-ბარიან წყალბადის ავზს, ვენტილატორსა და მცირე ზომის ლითიუმ-იონის ბატარეას ჭარბი ენერგიის დროებით შესანახად. ეს ყველაფერი მოთავსებულია თუჯის კორპუსში, რომელიც ზომით ტრადიციული ტყვია-მჟავის ბატარეის ტოლია. მისი დამონტაჟება ჩვეულებრივ ელექტრო დამტვირთველში საკმაოდ მარტივია.

 

საწავავი ელემენტების ბლოკში წყალბადი ჰაერს ერევა და რეაქციაში შედის მასში არსებულ ჟანგბადთან, რის შედეგადაც გამოიყოფა წყალი. ამ ქიმიური რეაქციის დროს წარმოიქმნება ელექტროენერგია. სისტემა აგროვებს ამ ენერგიას და მიმართავს ელექტრო ძრავებისკენ, რომლებიც დამტვირთველის მოძრაობას, ტვირთის აწევასა და ანძის დახრას მართავს.

ღირს თუ არა წყალბადზე მომუშავე დამტვირთველების გამოყენება?

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად შეესაბამება წყალბადის ტექნოლოგია თქვენს ბიზნესს, შეგიძლიათ, უპასუხოთ ამ რამდენიმე კითხვას. 

მოკლე კითხვარი გადაწყვეტილების გასამატივებლად

საიდან მიიღება წყალბადი?

ენერგეტიკული დანიშნულების წყალბადს სხვადასხვა მოლეკულიდან (მაგალითად, წყლიდან, ნახშირწყალბადებიდან ან ბიომასიდან) სხვა ელემენტების გამოყოფით იღებენ. ამისთვის ორ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს – ორთქლის რიფორმინგსა და ელექტროლიზს იყენებენ. მათ შორის ელექტროლიზი ყველაზე სუფთა პროცესად მიიჩნევა. თუ ელექტროლიზისთვის საჭირო ენერგია განახლებადი წყაროებიდან (მზის ან ქარის ელექტროსადგურებიდან) მიიღება, საწვავს „მწვანე წყალბადი“ ეწოდება.

შესაძლებელია თუ არა წყალბადის დამოუკიდებლად წარმოება?

საწვავის წარმოება საწარმოში, საკუთარი ელექტროლიზერის მეშვეობით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, წყალბადის მიწოდება შეიძლება სპეციალური მილსადენებით, გაზის ბალონებით ან სპეციალური მისაბმელებით. შესაბამისად, საწვავის შენახვა და ტექნიკის გამართვა როგორც შენობის შიგნით, ისე გარე სივრცეში უპრობლემოდაა შესაძლებელი.

 

წყალბადის საწვავის ელემენტების უპირატესობები

წყალბადის საწვავი ელემენტები დიდი ხანია ეკომეგობრულ ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა დღეს ის უკვე ძალიან პრაქტიკული ტექნოლოგიაა. წყალბადზე მომუშავე დამტვირთველები გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

გარემოზე ზრუნვა და მდგრადობა

გარემოზე ზრუნვა და მდგრადობა

ტექნიკა მუშაობს მავნე გამონაბოლქვის გარეშე – ერთადერთი გვერდითი პროდუქტი გამოხდილი წყალია. მწვანე წყალბადის გამოყენებით კი საწვავის წარმოებისა და მოხმარების ციკლი სრულიად უსაფრთხო ხდება გარემოსთვის. გარდა ამისა, ტოქსიკური ნივთიერებების არარსებობა ოპერატორებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ქმნის.

საიმედოობა

საიმედოობა

წყალბადის ავზები ხანგრძლივი მუშაობითა და მინიმალური ტექნიკური მომსახურებით ხასიათდება. მუშაობის პროცესში ტექნიკის სიმძლავრე არ იკლებს, ხოლო პერიოდული, მოკლევადიანი გამართვა საწვავის სისტემას არ აზიანებს.

პროდუქტიულობა

საწვავის შევსებას მხოლოდ 2-3 წუთი სჭირდება, რაც სრულად გამორიცხავს ბატარეების შეცვლის საჭიროებას. წყალბადის შენახვა სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი და ის არ მოითხოვს სპეციალურ დამტენ ოთახებს ან სავენტილაციო სისტემებს. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და უწყვეტს ხდის.

მოქნილობა

ტექნიკის გამართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, როგორც შენობაში, ისე გარეთ, მათ შორის დაბალ ტემპერატურაზეც. საწვავის სისტემის დამონტაჟება არსებულ დამტვირთველებზეც არის შესაძლებელი და ის დიდ სივრცეს არ იკავებს.

რამდენად მომგებიანია წყალბადის ტექნოლოგიაში ინვესტირება?

წყალბადზე მომუშავე ტექნიკაზე გადასვლა საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოითხოვს. ეს დანახარჯები საოპერაციო ხარჯების შემცირების ხარჯზე მალევე იწყებს ანაზღაურებას. თუ რამდენად სწრაფად ანაზღაურდება ჩადებული ინვესტიცია, ეს დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის სპეციფიკასა და სამუშაო რეჟიმზე, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ, დეტალურ გაანალიზებას მოითხოვს.

როდის არის წყალბადის ტექნოლოგია ყველაზე სწორი არჩევანი?

ძირითადად, წყალბადის ტექნოლოგია კომერციულად ყველაზე მომგებიანია დიდი ავტოპარკებისთვის, რომლებიც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მუშაობენ. დანახარჯების სწრაფ ანაზღაურებას ასევე ისეთი საწარმოები ამჩნევენ, სადაც მუშაობა რამდენიმე ცვლაში მიმდინარეობს და ბატარეების ხშირი გამოცვლაა საჭირო.

 

საწვავის ელემენტებზე მომუშავე დამტვირთველები

Toyota-ს ელექტრო დამტვირთველების თითქმის 90% უკვე ხელმისაწვდომია საწვავი ელემენტების ტექნოლოგიით და ეს ასორტიმენტი მუდმივად ფართოვდება. წყალბადის ენერგიას ვიყენებთ საკუთარ საწარმოებშიც იაპონიასა და იტალიაში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად საფრანგეთში, ნორვეგიასა და ფინეთში.

 

ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა ყველა ის მოთხოვნა, შესაძლებლობა თუ სირთულე, რაც წყალბადის სისტემების დანერგვას ახლავს თან. ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენ სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს.

 

გსურთ მეტი გაიგოთ?

Toyota-ს ადგილობრივი წარმომადგენელი სიამოვნებით დაგეხმარებათ საუკეთესო მოდელის შერჩევასა და თქვენი ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებაში.

 

დაგვიკავშირდით ახლავე

შესაძლოა დაგაინტერესოთ

Fuel cells - all you need to know

What is fuel cell technology, how does it work, and is it right for your operation? Read our FAQ page with commonly asked questions about fuel cell technlogy.

Read more >>

როგორ უნდა შეარჩიოთ კვების წყარო თქვენი დამტვირთველისთვის

შიგა წვის ძრავებიდან დაწყებული, საწვავის ელემენტების (Fuel Cell) ტექნოლოგიით დამთავრებული, ჩვენ გთავაზობთ ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგება თქვენს საქმიანობას. გაიგეთ მეტი ჩვენი დამტვირთველების ენერგოსისტემების შესახებ.

ვრცლად

ლითიუმ-იონის სისტემები Toyota-სგან

ბატარეები, რომლებსაც ტექნიკური სერვისი არ სჭირდება, დამტვირთველებს დღე-ღამის განმავლობაში შეუფერხებლად ამუშავებს. დეტალური ინფორმაცია ლითიუმ-იონის ბატარეებზე, როგორც Toyota-ს ტექნიკის ენერგიის წყაროზე, ცალკე გვერდზეა მოცემული.

 

ვრცლად

ტოიოტას დამტვირთველის ტექნიკოსი

ჩვენი მიდგომა მდგრადი განვითარებისადმი

2023 წლის ანგარიში სრულად შეესაბამება ESRS სტანდარტებს, სადაც გაწერილია ჩვენი მომდევნო 10 წლის გარემოსდაცვითი მიზნები.

 

ვრცლად