My Toyota Material Handling-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, სახელშეკრულებო საათები ტექნიკის რეალურ სამუშაო დროს შეადაროთ. ასე თავიდან აირიდებთ დამტვირთველების ზედმეტად გადატვირთვასა და გაუთვალისწინებელ დამატებით ხარჯებს.
ჭკვიანი ტექნიკის დატვირთვის გაანალიზებით მარტივად განსაზღვრავთ, რამდენი დამტვირთველი გჭირდებათ რეალურად. ეს ასევე გეხმარებათ სამუშაო პროცესების, აღჭურვილობისა და ტექნიკური მომსახურების საჭიროებების ოპტიმიზაციაში. სწორედ ამით გეხმარებათ I_Site, დროულად მიიღოთ საჭირო ზომები და შეამციროთ როგორც საოპერაციო, ისე სერვისის ხარჯები.
I_Site აპლიკაციაში ჩაშენებული უსაფრთხოების ფუნქციების წყალობით, მინიმუმამდე დაგყავთ ინციდენტებითა თუ დაზიანებებით გამოწვეული დანახარჯები. გარდა ამისა, პროცესების სწორად მართვით სადაზღვევო ხარჯებსაც ამცირებთ.
დაკავშირებული ტექნიკის მუდმივი მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვროთ პრევენციული სერვისის საჭიროება. თუ დამტვირთველს რაიმე ტექნიკური ხარვეზი ექნება ინფორმაცია I_Site აპლიკაციიდან მყისიერად იგზავნება და მას Toyota-ს სპეციალისტი უმოკლეს დროში აღმოფხვრის. შედეგად იღებთ სერვისთან დაკავშირებული ვიზიტების შემცირებას, მინიმალურ შეფერხებასა და დაზოგილ რესურსებს.