რისკებისა და უსაფრთხოების მართვის მუდმივი კონტროლი

I_Site აპლიკაციის ჭკვიანი ფუნქციები გეხმარებათ, აკონტროლოთ ტექნიკასთან წვდომა, თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ზარალი და ბევრად უფრო მარტივად მართოთ შესაძლო რისკები.

ოპერატორების მართვა უსაფრთხო მუშაობისთვის

I_Site-ის მეშვეობით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოპერატორების მართვის მოწმობების მოქმედების ვადებს. სისტემა წინასწარ გამოგიგზავნით შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე, როდესაც დოკუმენტის განახლების დრო მოახლოვდება. გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ მძღოლების ინდივიდუალური პროფილები და შეჯახების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, დაგეგმოთ ოპერატორების დამატებითი ტრენინგები.

 

შეჯახების მონიტორინგი გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად

ნებისმიერმა შეჯახებამ შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ ოპერატორი ან საწყობში მომუშავე სხვა პერსონალი, არამედ მწყობრიდან გამოიყვანოს ჭკვიანი დამტვირთველები, სასაწყობე თაროები და თავად ტვირთი. ქსელში ჩართული ჭკვიანი ტექნიკის მეშვეობით გექნებათ ინფორმაცია ყველა რეგისტრირებული შეჯახების შესახებ: ზუსტად გეცოდინებათ შეჯახების დრო, სიჩქარე და რაც მთავარია – მიზეზი. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, მიაგნოთ პრობლემის რეალურ წყაროს და სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილოთ.

 

შეჯახებისთანავე შეგიძლიათ დააპროგრამოთ ტექნიკა ისე, რომ ის ავტომატურად გადავიდეს ნელი სვლის რეჟიმზე და არ იმუშაოს სრული სიმძლავრით მანამ, სანამ მას ავტორიზებული სპეციალისტი არ შეამოწმებს და მუშაობის უფლებას არ აღადგენს. განსაკუთრებით სერიოზული შემთხვევების დროს კი, უსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ დამტვირთველის მუშაობა სრულად დაბლოკოთ.

 

უსაფრთხოების პროცედურები და მუშაობის დაწყებამდე ტექნიკის შემოწმება

I_Site მნიშვნელოვნად ამარტივებს იმის კონტროლს, თუ რომელ ოპერატორს აქვს კონკრეტული ტიპის დამტვირთველის მართვის უფლება. ინციდენტების პრევენციისა და ტექნიკის გამართულობის შესამოწმებლად, აპლიკაციამ მუშაობის დაწყებამდე შეიძლება მოსთხოვოს ოპერატორს ტექნიკის წინასწარი დათვალიერება და უსაფრთხოების მოკლე პროცედურების გავლა.

 

დისტანციური მართვა – მარტივი მონიტორინგი ნებისმიერი ადგილიდან

ერთდროულად რამდენიმე ობიექტის კონტროლი, მით უმეტეს დისტანციურად, საკმაოდ რთული გამოწვევაა. თუმცა, საოპერაციო პროცესების შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელია მუდმივად ფლობდეთ სიტუაციას და ნებისმიერ ხარვეზს ოპერატიულად უპასუხოთ. I_Site-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დროს მყისიერად გაიგებთ, რა ხდება თქვენს საწყობებში და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებასაც მომენტალურად მოახდენთ.