დამტვირთველის მომზადება ზამთრისთვის პირველი ყინვების დაწყებამდე სჯობს. ამ პერიოდში შეიძლება სითხეების, აკუმულატორის, საბურავებისა და ძირითადი მექანიზმების დათვალიერება და არსებული ხარვეზების დროულად აღმოჩენა. ზამთრის სერვისი განსაკუთრებით საჭიროა იმ ტექნიკისთვის, რომელიც დღის განმავლობაში დახურული სივრციდან ღია ტერიტორიაზე გადის ან დიდხანს მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე.
თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რა პირობებში მუშაობს ტექნიკა. ყველა დამტვირთველს ერთნაირი მოვლა არ სჭირდება. მაგალითად, ჩანგლიანი დამტვირთველი შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაადგილდებოდეს საწყობსა და ღია ეზოს შორის. ასეთ პირობებში ტექნიკური მდგომარეობის გარდა საყურადღებოა საბურავების მოჭიდება, განათება და ხილვადობა.
რიჩტრაკი კი უმეტესად დახურულ სივრცეში მუშაობს, თუმცა ყურადღება აქაც საჭიროა, თუ საწყობის კართან ხშირად ხვდება ცივი ჰაერი ან ტექნიკა სხვადასხვა ტემპერატურის სივრცეებს შორის მოძრაობს. ცივი ზედაპირი თბილ შენობაში შესვლისას შეიძლება დანამიანდეს. თუ ტექნიკა მალევე დაბრუნდება სიცივეში, დარჩენილი ტენი შესაძლოა გაიყინოს და ელექტრულ ან მოძრავ ნაწილებზე მოხვდეს.
ხელის ურიკას აკუმულატორის ან ძრავის მოვლა არ სჭირდება, თუმცა უნდა დავათვალიეროთ მისი თვლები, საკისრები და მოძრავი ნაწილები. იგივე ეხება სხვა მოწყობილობებსაც. თუ მაკრატელა ამწე ცივ ან ნესტიან გარემოში მუშაობს, სეზონის დაწყებამდე მისი საბურავებისა და მოძრავი მექანიზმების მდგომარეობაც უნდა შემოწმდეს.
უმჯობესია დავათვალიეროთ მთელი სასაწყობე ტექნიკა, რომელიც ყოველდღიური სამუშაოსთვის გამოიყენება. ასე წინასწარ გამოჩნდება, რომელ ტექნიკას სჭირდება დამატებითი ყურადღება.
ტექნიკის მომზადება პირველ ძლიერ ყინვამდე არ უნდა გადადოთ. მცირე გაჟონვა, გაცვეთილი საბურავი ან დასუსტებული აკუმულატორი თბილ ამინდში შეიძლება მუშაობას ჯერ არ უშლიდეს ხელს. ტემპერატურის დაცემის შემდეგ კი იგივე ხარვეზი უფრო რთულ ფორმებში იჩენს თავს. წინასწარი სერვისის შემთხვევაში საჭირო სამუშაოებიც იქამდე ჩატარდება, სანამ პრობლემა საწყობის სამუშაო გრაფიკზე აისახება.
გასათვალისწინებელია თავად სამუშაო სივრცეც. ზამთარში დღის სინათლე ნაკლებია, ხოლო წვიმა, თოვლი და ნისლი ხილვადობას აუარესებს. ამიტომ უნდა შემოწმდეს სამუშაო განათება, გამაფრთხილებელი ნათურები, საქარე მინა და საწმენდები. დახურული კაბინის შემთხვევაში ყურადღება გათბობის სისტემასაც სჭირდება. ოპერატორმა მუშაობის დაწყებამდე კარგად უნდა დაინახოს როგორც ჩანგალი და ტვირთი, ისე ის მონაკვეთი, სადაც ტექნიკა გადაადგილდება.
თუ დამტვირთველი მაღალ თაროებთან მუშაობს, გადაადგილების ადგილებიც უნდა დათვალიერდეს. სასაწყობე თაროების გვერდით, შესასვლელთან ან პანდუსთან დაგროვილი წყალი ღამით შეიძლება გაიყინოს. ასეთი მონაკვეთები განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა დამტვირთველი ტვირთით მოძრაობს და გასაჩერებლად მცირე სივრცე აქვს.
შიგაწვის ძრავიან დამტვირთველზე, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ძრავისა და ჰიდრავლიკური ზეთები და გამაგრილებელი და სამუხრუჭე სითხეები. მხოლოდ მათი დონის შემოწმება საკმარისი არ არის. საჭიროა მილების, შეერთებებისა და გაჟონვის შესაძლო ნიშნების დათვალიერებაც.
დაბალ ტემპერატურაზე ზეთისა და ჰიდრავლიკური სითხის თვისებები იცვლება. გაცივებული სითხე უფრო ბლანტია, ამიტომ მუშაობის დაწყებისას ჰიდრავლიკურმა სისტემამ შეიძლება ჩვეულებრივზე ნელა იმუშაოს. კონკრეტული ზეთის მხოლოდ ზოგადი წესით შერჩევა არასწორია. სითხე უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მოდელის ტექნიკურ მოთხოვნებსა და იმ ტემპერატურას, რომელშიც ტექნიკა გამოიყენება.
ცივ ამინდში დამტვირთველის სრული დატვირთვით ამუშავება პირველივე წუთებიდან სასურველი არ არის. ძრავსა და ჰიდრავლიკურ სისტემას გასათბობად გარკვეული დრო სჭირდება. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პერიოდი, მოდელსა და გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ საკითხში უმჯობესია კონკრეტული ტექნიკის მწარმოებლის მითითებებით იხელმძღვანელოთ.
ზამთრის სერვისის დროს უნდა დათვალიერდეს გამაგრილებელი სისტემაც. თუ სითხის დონე დაბალია, სისტემაში გაჟონვაა ან გამოყენებული სითხე ტემპერატურისთვის შეუფერებელია, ძლიერი სიცივის დროს პრობლემა უფრო მძიმე ფორმით გამოვლინდება. ასეთი ხარვეზის აღმოჩენა სეზონის დაწყებამდე სჯობს, ვიდრე დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში.
დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის მუშაობაზეც მოქმედებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტრო ტექნიკის შემთხვევაში, რადგან აკუმულატორის მდგომარეობა მისი სამუშაო დროის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სიცივეში ქიმიური პროცესები ნელდება, ამიტომ გამართულმა აკუმულატორმაც შეიძლება თბილ გარემოსთან შედარებით უფრო მცირე ხნით იმუშაოს.
თუ საწყობში ელექტრო სატვირთველი (დამტვირთველი) გამოიყენება, ზამთრის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს აკუმულატორის მუხტი, ტერმინალები, კაბელები და დამტენი მოწყობილობა. ტყვია მჟავას ტიპის აკუმულატორზე დამატებით საყურადღებოა ელექტროლიტის დონე და ტერმინალებზე კოროზიის კვალი. წყლის დამატების დრო და წესი კონკრეტული აკუმულატორის ტექნიკური მითითებების მიხედვით უნდა განისაზღვროს.
ლითიუმის-იონის აკუმულატორის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამუშაო და დატენვის დასაშვები ტემპერატურაა. სხვადასხვა მოდელს განსხვავებული ზღვარი აქვს. ამიტომ ცივ გარემოში მუშაობის დაწყებამდე უნდა გადაამოწმოთ კონკრეტული აკუმულატორის მონაცემები და მხოლოდ ზოგად წესს არ დაეყრდნოთ.
ყურადღება სჭირდება ელექტრო როხლს ანუ ელექტრო ურიკასაც. ასეთი ტექნიკა ხშირად დახურულ სივრცეში მუშაობს, თუმცა ღია კართან ან ცივ ზონაში ხანგრძლივად ყოფნა აკუმულატორის მუშაობაზეც აისახება. თუ ურიკა თბილი საწყობიდან ხშირად გადის სიცივეში და შემდეგ ისევ შენობაში ბრუნდება, ტემპერატურის ხშირი ცვლილებაც გასათვალისწინებელია.
აკუმულატორი შიგაწვის ძრავიან დამტვირთველზეც უნდა შემოწმდეს. ცივ ამინდში ძრავის დაქოქვას მეტი ენერგია სჭირდება. ამიტომ დასუსტებულმა აკუმულატორმა, რომელიც შემოდგომაზე ჯერ კიდევ ჩვეულებრივ მუშაობდა, პირველი ძლიერი ყინვების დროს შეიძლება ძრავის დაქოქვა ვეღარ შეძლოს.
ზამთარში საბურავების ცვეთასა და პროტექტორის მდგომარეობას მეტი ყურადღება სჭირდება. სველი ბეტონი, თოვლი და ყინული საბურავის მოჭიდებას ამცირებს და დამუხრუჭების მანძილზეც მოქმედებს. თუ საბურავი გაცვეთილი ან დაზიანებულია, პრობლემა სეზონის დაწყებამდე უნდა აღმოიფხვრას.
პნევმატურ საბურავებში წნევაც უნდა შემოწმდეს. ტემპერატურის დაცემისას წნევა შეიძლება შემცირდეს. ზედმეტად დაბალი წნევა ან საბურავებს შორის მისი მნიშვნელოვანი სხვაობა ტექნიკის მართვაზე აისახება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამტვირთველს მძიმე ტვირთი გადააქვს.
ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი საბურავი ან თოვლის ჯაჭვი. მათი შერჩევისას გასათვალისწინებელია სამუშაო ზედაპირი და თავად ტექნიკა. ჯაჭვი ყველა გარემოსთვის არ გამოდგება. მაგალითად, მშრალ და მყარ იატაკზე ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება დაზიანდეს როგორც იატაკის საფარი, ისე თავად ჯაჭვი.
საბურავების შემოწმებასთან ერთად უნდა მომზადდეს ის ტერიტორიაც, სადაც ტექნიკა მოძრაობს. საწყობის შესასვლელი, პანდუსი, დატვირთვის ადგილი და დახრილი მონაკვეთები თოვლისა და ყინულისგან დროულად უნდა გაიწმინდოს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ადგილები, სადაც დამტვირთველი ტვირთით გადაადგილდება, რადგან მოყინულ ზედაპირზე მართვა და გაჩერება რთულდება.
ზედაპირის მდგომარეობა გასათვალისწინებელია სტაკერის, იგივე სასაწყობე შტაბელერის გამოყენების დროსაც.
თუ ზამთარში სამუშაოს მოცულობა იზრდება ან ტექნიკის ნაწილი დროებით არ გამოიყენება, დამტვირთველის, ანუ პაგრუშიკის ქირაობა შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს. ამ შემთხვევაშიც წინასწარ უნდა გაირკვეს, შეესაბამება თუ არა შერჩეული მოდელი სამუშაო გარემოს, გადასატანი ტვირთის ტიპსა და იმ პირობებს, რომელშიც ზამთარში მოუწევს მუშაობა.
ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე ოპერატორმა უნდა დაათვალიეროს საბურავები, გაჟონვის შესაძლო კვალი, განათება, საქარე მინა, საწმენდები და მუხრუჭები. ელექტრო ტექნიკის შემთხვევაში ამ ჩამონათვალს აკუმულატორის მუხტის შემოწმებაც ემატება.
სამუშაო ტექნიკა ზამთარში უმჯობესია მშრალ და დაცულ ადგილას გაჩერდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი გამოყენება რამდენიმე საათით ან მთელი ღამით წყდება. გარეთ დატოვებულ ტექნიკაზე დაგროვებულმა თოვლმა, ტენმა და ყინულმა შეიძლება შემოწმება გაართულოს და მოძრავი ნაწილების მუშაობაზეც აისახოს.
ტექნიკის მდგომარეობა, აკუმულატორი, საბურავები და სამუშაო ზედაპირი პერიოდულად უნდა შემოწმდეს. ასე მცირე ხარვეზის აღმოჩენა ხშირად მანამდე შეიძლება, სანამ ის დამტვირთველის მუშაობას შეაფერხებს.