ელექტრო, დიზელი თუ LPG – როგორ შევარჩიოთ ელექტრო დამტვირთველი?

ყველასთვის ცნობილია, რომ სამუშაო გარემოსთვის შეუსაბამო ტიპის ტექნიკა ოპერაციის ეფექტურობას ამცირებს, მოვლის ხარჯს ზრდის და ზოგ შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხესაც ქმნის. სწორედ ამიტომ, საწყობში ან ინდუსტრიულ გარემოში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს, პროცესების გასამარტივებლად როგორ შევარჩიოთ ელექტრო დამტვირთველი. ბაზარზე 3 ძირითადი ტიპის დამტვირთველი გვხვდება. თითოულ მათგანს ბევრი მსგავსება და განსხვავება აქვს ეს კი ხშირად ჩვენი საჭიროებისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევას ართულებს. ამ სტატიაში სამივე ტიპს – ელექტრო, დიზელი და LPG დამტვირთველებს განვიხილავთ პრაქტიკული კუთხით: სად მუშაობს თითოეული ეფექტურად და რა ფაქტორები განსაზღვრავს სწორ არჩევანს.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო დამტვირთველი?


ელექტრო სატვირთველი შიდა სივრცეებისთვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია და ამას თავისი მიზეზი აქვს. მუშაობისას ის არანაირ გამონაბოლქვს არ გამოყოფს, ხმაური მინიმალურია, ოპერატორი კი მთელი ცვლის განმავლობაში კომფორტულ გარემოში მუშაობს. საწყობებში, სადაც ადამიანები სამ-ექვს მეტრიანი სიმაღლის თაროებს შორის მუდმივად გადაადგილდებიან, ეს პირობები მნიშვნელოვანია.

OSHA-ს სტანდარტების მიხედვით, ჩაკეტილ სივრცეში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ტექნიკის გამოყენება ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას სწრაფად ზრდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ცივ სეზონზე, როდესაც საწყობის კარები და ფანჯრები ჩვეულებრივ დაკეტილია, ვენტილაცია კი შეზღუდულია. ელექტრო ტექნიკა ამ რისკს სრულად გამორიცხავს.

ელექტრო ურიკა და სხვა ელექტრო სასაწყობე ტექნიკა ინტენსიური, მრავალცვლიანი სამუშაოსთვის ეფექტური საშუალებაა. ერთი სრულად დამუხტული ბატარეა საშუალოდ სრული სამუშაო დღისთვისაა საკმარისი.  თუ ოპერაცია საათობრივი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, ზოგიერთი კომპანია სათადარიგო ტყვია-მჟავის ან გელის ბატარეებსაც ინახავს, ერთი იმუხტება, მეორე კი – მუშაობს.

ელექტრო ვარიანტის კიდევ ერთი პრაქტიკული უპირატესობა ტექნიკის მარტივი ტექნიკური მომსახურებაა. შიგა წვის ძრავთან შედარებით, ელექტრო სისტემა ნაკლები მექანიკური ნაწილებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ გაფუჭების ალბათობა ნაკლებია, ხოლო ტექ-მომსახურების სიხშირე კი – შეამცირებული.


დიზელის სიმძლავრე გარე სამუშაოებისთვის


დიზელის დამტვირთველი სხვა კატეგორიაში მოიაზრება. მას ირჩევენ გარე სივრცეებში, სამშენებლო გარემოში, სადაც საფარი არათანაბარია, სამუშაო პირობები კი – ცვალებადი.

დიზელის ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს გაცილებით ვრცელ ტემპერატურულ დიაპაზონში ინარჩუნებს. ნოტიო ზედაპირზე, სადაც სხვა ნებისმიერი ტიპის ტექნიკა ვერ გაივლის, დიზელის დამტვირთველი სტაბილურად მუშაობს. მძიმე კონტეინერების გადაადგილება, ბეტონის ბლოკების ტრანსპორტირება ან სამშენებლო მასალების მოძრაობა კი ის შემთხვევებია, სადაც დიზელის პაგრუშიკი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. 

მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ: საქართველოს კანონმდებლობით, დიზელის ძრავის გახანგრძლივებული გამოყენება ჩაკეტილ სივრცეში,  შიდასასაწყობე ოპერაციებისას, ვენტილაციის გარეშე დაუშვებელია. ნახშირბადის მონოქსიდის დონე ასეთ პირობებში სწრაფად იმატებს და სიმპტომები – თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე მძღოლს ხშირად მოულოდნელად ეუფლება. OSHA ამ საფრთხეზე სერიოზული საოპერაციო რისკების ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილას CO-ს მონიტორები დამონტაჟდეს და ოპერატორები ნახშირბადის მოწამვლის სიმპტომების ამოცნობაში ვარჯიშობდნენ.


LPG დამტვირთველი – მოქნილი ვარიანტი შერეული სამუშაოსთვის


ჩანგლიან დამტვირთველს ხშირად იმ შემთხვევებში ირჩევენ, როდესაც ოპერაცია მხოლოდ "შიდა" ან "გარე" კატეგორიას არ მიეკუთვნება. საქონლის მიღება ეზოში, შემდეგ გადატანა შენობაში ან პირიქით, კვლავ გარეთ - ასეთ ციკლში LPG კომპრომისული, მაგრამ გონივრულ გადაწყვეტილებაა.

გამონაბოლქვი, LPG-ის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე დიზელის – ნახშირბადის მონოქსიდი კი, სამი ტიპიდან, ყველაზე მცირე რაოდენობით გამოიყოფა. ამ მიზეზით LPG-ს ხშირად ირჩევენ ისეთ სივრცეებში, სადაც სრული ვენტილაცია ვერ არის უზრუნველყოფილი, მაგრამ ელექტრო მოწყობილობის გამოყენებაც შეუსაბამოა. 

LPG ბალონი ადვილად და სწრაფად იცვლება. გაჩერების დრო ტყვია-მჟავის ბატარეის დამუხტვასთან შედარებით გაცილებით მოკლეა. ინტენსიური სატვირთო ბრუნვის პერიოდებში ეს საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანია.

Toyota Material Handling-ის შეფასებით, LPG ძრავი ასევე ამცირებს ძრავის ზეთის ცვეთას, ვინაიდან LPG-ს წვა სუფთა პროცესია. ეს ნიშნავს, რომ ზეთი ნელა ცვდება – ტექნიკური მომსახურების ინტერვალი კი შეიძლება, გახანგრძლივდეს.

OSHA-ს კლასიფიკაცია  რა არის სავალდებულო?


როგორ შევარჩიოთ ელექტრო დამტვირთველი? – ტექნიკის შერჩევისას ბევრი მხოლოდ მახასიათებლებს ადარებს. თუმცა, სამუშაო გარემო სტანდარტებით რეგულირდება და ეს პრაქტიკულ განსხვავებას გულისხმობს. 

OSHA სასაწყობე ტექნიკისთვის 11 კლასიფიკაციას ადგენს: D, DS, DY (დიზელი), E, ES, EE, EX (ელექტრო), G, GS (ბენზინი), LP, LPS (გაზი). კონკრეტულ სამუშაო ზონაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები, მტვერი ან ქიმიური ნაერთებია, მხოლოდ შესაბამისი კლასის ტექნიკის გამოყენებაა ნებადართული.

მაგალითად, EX კლასის ელექტრო დამტვირთველი სპეციალურად იმ გარემოსთვისაა შემუშავებული, სადაც ჰაერში აალებადი ორთქლი ან მტვერია. DS კლასის დიზელი, გარკვეული დამატებითი სახანძრო დაცვით, ვრცელდება იმ გარე ზონებზე, სადაც ჩვეულებრივი D კლასი ვერ შედის. ეს კლასიფიკაციები სამუშაო ადგილის შესასვლელთან ნიშნებით აღინიშნება და მათი გათვალისწინება სავალდებულოა.

ენერგიის წყაროს გავლენა სამუშაო პროცესზე


ტექნიკის შერჩევისას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს, რომელი ვარიანტია კონკრეტული სამუშაოსთვის შესაფერისი. 

  • სამუშაო გარემო. შიდა სივრცეებში – ელექტრო, გარე, უხეში რელიეფის შემთხვევაში – დიზელი, შერეული გამოყენებისას – LPG. ეს მარტივი, მაგრამ პრაქტიკული სახელმძღვანელო პრინციპია.

 

  • სამუშაო ინტენსივობა. დატვირთულ, გარე ოპერაციებში დიზელის დამტვირთველი მეტ სტაბილურობას იძლევა. რაც შეეხება ელექტრო დამტვირთველს, ამ შემთხვევაშიც ვხვდებით განსხვავებებს: ტყვია-მჟავის ბატარეაზე მომუშავე დამტვირთველი გამოიყენება ერთცვლიანი (8 საათიანი) სამუშაოებისთვის, ხოლო ლითიუმ-იონის ბატარეის დამტვირთველი თავისუფლად მუშაობს 2-3 ცვლიან ოპერაციებში მთელი დღის განმავლობაში.

 

  • ინფრასტრუქტურა: ტექნიკის არჩევივსას დიდი მნიშვნელობა აქვს საწყობის ინფრასტრუქტურას, დაგეგმარებასა და სასაწყობე თაროების განლაგებას. ამიტომ დამტვირთველის შესყიდვამდე აუცილებელია იმის დადგენა თუ რამდენად მოერგება ტექნიკა შიდა სივრცეს.   

გარემო და გრძელვადიანი ოპერირება


ელექტრო დამტვირთველი ნულოვანი გამონაბოლქვით, შიდა სამუშაო გარემოს ხარისხზე უშუალოდ მოქმედებს. ამ მხრივ, ელექტრო სასაწყობე ტექნიკა გრძელვადიანი ოპერირებისთვისაა განკუთვნილი, როგორც ოპერატორებისა და საწყობის თანამშრომლებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურისთვისაც.

LPG დამტვირთველის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი ნაკლებია, ვიდრე დიზელის ძრავზე მომუშავეს შემთხვევაში,, მაგრამ ნულამდე ვერ მცირდება. სათანადო ვენტილაციის პირობებში, LPG შიდა სივრცეებშიც შეიძლება, გამოიყენებოდეს, თუმცა ეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებაზეა დამოკიდებული.

დიზელის დამტვირთველი ოპტიმალურია გარე სივრცისთვის . სამშენებლო მოედნებზე ან ღია ეზოში, სადაც ჰაერი თავისუფლად ცირკულირებს, გამონაბოლქვი ბუნებრივად იფანტება, ოპერაციული საფრთხე კი მინიმუმამდე მცირდება.

 

ელექტრო, დიზელის ძრავისა და LPG – სამივე ტიპის დამტვირთველს  თავისი გამოყენება აქვს. დამტვირთველის ყიდვა სამუშაო გარემოს, ოპერაციის სპეციფიკისა და უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით არის უმჯობესი.

გარე, დატვირთული  სამუშაოებისთვის – დიზელი, შიდა, დახურული სივრცისთვის – ელექტრო. შერეული ოპერაციებისთვის, სადაც მოქნილობა მნიშვნელოვანია – LPG. ეს სამი ვარიანტი ერთმანეთს არ გამორიცხავს. 

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სამი კითხვა გაითვალისწინეთ: სად გამოიყენება ტექნიკა?, რამდენი საათი მუშაობს დღეში? და რა ოდენობის დატვირთვასთან გვაქვს საქმე? ამ სამ კითხვაზე პასუხი, უმეტეს შემთხვევაში, სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.