მსუბუქი და მძიმე დატვირთვის დასაწყობების ოპერაციებისთვის შექმნილი Toyota BT Staxio W-სერია (1000 კგ-დან 2000 კგ-მდე ტვირთამწეობით) წარმოადგენს ფეხით სამართავი პალეტის სტაკერების მრავალმხრივ ასორტიმენტს უსაფრთხო, გამძლე და კომპაქტური დიზაინით. ეს ტექნიკა უზრუნველყოფს გაზრდილ ეფექტიანობასა და წარმადობას საქონლის სასაწყობო თაროებზე განსათავსებლად და ბლოკური დასაწყობებისთვის. მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია ჰორიზონტალური ტრანსპორტირებისა და შეკვეთების ასაღებად. ამ სერიის მოდელები ადვილად ერგება პანდუსებზე მუშაობას, სხვადასხვა ტიპის პალეტებს, ორმაგ ტვირთებს და გამოირჩევა მოქნილობით ნებისმიერ პირობაში ტვირთთან წვდომისთვის. BT Tyro-სა და Staxio W-ს სტაკერების ხაზში წარმოდგენილია მოდელები, რომლებიც იდეალურია პერიოდული და მსუბუქი დასაწყობების ამოცანებისთვის სუპერმარკეტებსა თუ მცირე საწარმოებში.
Toyota BT Staxio HWE100 ხელის ელექტრეო სტაკერები არის მსუბუქი, კომპაქტური და ერგონომიული მოწყობილობები, რომლებიც პალეტიდან ტვირთის ასაღებად ან დასადებად გამოიყენება. ისინი განკუთვნილია დაბალი ინტენსივობის სამუშაოებისთვის მაღაზიებსა და საწარმოებში. მარტივი მართვის, მცირე წონისა და კომპაქტური ზომების წყალობით, ეს მოდელები კარგად გადაადგილდება ვიწრო სივრცეებში.
მოდელებს აქვს მართვის პროგრამირებადი პარამეტრები, ხოლო სიმაღლის ავტომატური რეგულირება ხელმისაწვდომია დამატებითი ფუნქციის სახით.
Toyota BT Staxio W სერიის 5-საყრდენიანი შასისა და ცენტრალურად განთავსებული სახელურის წყალობით, ტექნიკა გამოირჩევა მდგრადობითა და სიზუსტით.
უნიკალური Click-2-Creep ფუნქციის დახმარებით, სიჩქარის ბერკეტზე ორმაგი დაწკაპუნებით ტექნიკა გადადის ნელ სვლაზე. ეს ოპერატორს საშუალებას აძლევს, მართოს სტაკერი ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი სახელურით, დაზოგოს სივრცე და უსაფრთხოდ იმოძრაოს ვიწრო ადგილებში.
ფეხით სავალი HWE100S მოდელი ერგება სხვადასხვა ზომის პალეტებს, რაც მისი ფართო საყრდენი მკლავებისა და რეგულირებადი ჩანგლების დამსახურებაა.
BT Tyro სტაკერი შექმნილია პერიოდული დასაწყობებისა და მოკლე დისტანციებზე ტვირთის გადასატანად. იგი კარგი დამხმარეა მცირე მაღაზიებსა და საწარმოებში დაბალი ინტენსივობის სამუშაოების შესასრულებლად.
ანძის კონსტრუქცია და დაბალი შასი ოპერატორს საშუალებას აძლევს, კარგად დაინახოს ტვირთი ტექნიკის მიღმა.
მსუბუქი სტაკერი 180 გრადუსიანი მობრუნების კუთხით მოძრაობს შეუფერხებლად და უსაფრთხოდ. BT Tyro-ს მცირე წონა და წამყვან ბორბალზე დაბალი დაწოლა მის მართვას აადვილებს.
ელექტრო სტაკერებს აქვს ჩაშენებული დამტენი მოწყობილობა, რომელიც პირდაპირ უერთდება ჩვეულებრივ როზეტს. 60Ah მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეისა და 25A დამტენის წყალობით, სრულ დამუხტვას დაახლოებით 2.5 საათი სჭირდება.
BT Tyro ხაზის ყველა მოდელი ირთვება PIN კოდით. ეს აადვილებს ავტორიზაციას და გამორიცხავს ტექნიკის უნებართვო გამოყენებას.
Toyota BT Staxio W სერია შექმნილია იმისთვის, რომ ოპერატორმა დავალება მარტივად და უსაფრთხოდ შეასრულოს. ეს ტექნიკა საწყობებსა და სავაჭრო სივრცეებში საჭირო ამწევ ძალას სთავაზობს მომხმარებელს, სადაც უსაფრთხოება და მანევრულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პანორამული ხედვისა და უნიკალური Click-2-Creep ფუნქციის წყალობით, ოპერატორები დაცულად მუშაობენ საწყობებსა თუ სავაჭრო სივრცეებში.
BT Staxio-ს სრული ხაზი კომპლექტდება როგორც ტყვია-მჟავა, ისე ლითიუმ-იონის ბატარეებით. ლითიუმ-იონური ტექნოლოგია იძლევა პერიოდული დამუხტვის შესაძლებლობას და 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია.
ცენტრალურად განთავსებული მართვის სახელურის წყალობით, ტექნიკა შეუფერხებლად ბრუნდება ნებისმიერი მიმართულებით და ინარჩუნებს მცირე შემობრუნების რადიუსს.
მაღალი ინტენსივობის მოდელები შექმნილია მძიმე ტვირთების გადასაადგილებლად და ისინი 6 მეტრამდე სიმაღლის სტელაჟებზე განსათავსებლად გამოიყენება.
ტოიოტას გამოსაწევი ანძის მქონე სტაკერს გამოარჩევს ისეთი ფუნქციები, რაც მას გამოსადეგს ხდის განსხავებულ სამუშაო პირობებში, მათ შორის სამაცივრე საწყობებში.
გამოსაწევი ანძის მქონე Toyota-ს სტაკერი მრავალი დამატებითი დეტალით გამოირჩევა. მისი გამოყენება სხვადასხვა გარემოში თავისუფლად შეგიძლიათ. ქვეითად სამართავ და პლატფორმიან XR მოდელებზე ჩანგლები ზემოთ ან ქვემოთ იხრება, რაც პალეტების უსაფრთხოდ გადაადგილებაში გეხმარებათ.
ერგონომიული სახელურის დახმარებით კი, ოპერატორს მართვის, აწევა-დაწევის, გამოწევისა და დახრის ყველა ღილაკი ხელმისაწვდომ ადგილას აქვს.
ტვირთის დასაწყობებისას მუშაობის დასაჩქარებლად, გამოიყენება ჩანგლების პოზიციონერი ჩაშენებული გვერდითა გადამრთველით. ის ჩანგლების მარჯვნივ, მარცხნივ, შიგნით და გარეთ მოძრაობის საშუალებას იძლევა.
E-bar პანელი კი ტექნიკაზე სკანერის, კომპიუტერის ან სხვა დამხმარე მოწყობილობების მარტივად დამაგრებისთვის გამოიყენება.
შეარჩიეთ ტექნიკის სხვა კატეგორია ან გაეცანით Toyota-ს გამწევი დამტვირთველების სრულ ასორტიმენტს: