Electric platform pallet stackers

Toyota BT Staxio P-სერიის ელექტრო პალეტის სტაკერები გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის განკუთვნილი პლატფორმის წყალობით. მრავალფეროვანი ასორტიმენტი უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს, მაღალ ტვირთამწეობას სიმაღლეზეც (ტვირთამწეობის მინიმალურ კლებადობას), ერგონომიკულ ელექტროგამაძლიერებლიან საჭესა და ოპერატორების საიმედო დაცვას. ისინი საკმარისად კომპაქტურია შეზღუდულ სივრცეებში სამუშაოდ. ეს 1200 კგ-დან 2000 კგ-მდე სერია მოიცავს სტაკერებს პანდუსებზე სამუშაოდ, დახურული ტიპის პალეტების დასამუშავებლად, ორმაგი ტვირთის გადასაზიდად და სამაცივრე ობიექტებში საოპერაციოდ. ჰორიზონტალური მიწვდომის მოდელები კი აერთიანებს სტაკერის კომპაქტურობასა და რიჩ დამტვირთველის მოქნილობას, რაც მათ სხვადასხვა ტიპის პალეტების უპრობლემოდ დამუშავების შესაძლებლობას აძლევს.