აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS), რომელიც სანდობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს

აქტიური სტაბილურობის სისტემა (Toyota SAS) ყველა Toyota Traigo და Toyota Tonero მოდელის საბაზისო კომპლექტაციაში შედის. უკვე 20 წელია, ეს ტექნოლოგია უნიკალურობას ინარჩუნებს – ის იცავს ტვირთს, ტექნიკასა და ოპერატორებს, ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.

 

 

Toyota-ს კონტრბალანსური დამტვირთველის მართვისას, გადაადგილებისა და დასაწყობების ყოველი ნაბიჯი კონტროლირებადია, რადგან SAS სისტემა პოტენციურ საფრთხეებზე მყისიერად რეაგირებს. ტექნიკის მუშაობის ძირითადი პარამეტრების მუდმივი მონიტორინგით, მცირდება ინციდენტების რისკი და იზრდება გადაადგილებული პალეტების რაოდენობა. ეს კი ოპერატორებს თავდაჯერებულად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

 

ყოველდღიური ოპერაციების მეტი კონტროლი Toyota SAS-ის დახმარებით

დამტვირთველი ტვირთს თაროზე ათავსებს Toyota SAS სისტემით

ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო განთავსება თაროებზე და მათი ჩამოღება

სიმაღლეზე ტვირთთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, ოპერატორმა სტრესის, ინფრასტრუქტურისა და პროდუქციის დაზიანების გარეშე შეასრულოს დავალება. ანძის კონტროლის ფუნქცია (SAS Mast Control) აკონტროლებს ტვირთის სიმაღლესა და ანძის პოზიციას, ასევე განსაზღვრავს მოძრაობის ოპტიმალურ სიჩქარესა და დახრის კუთხეს. ამ გზით ანძის რხევა მცირდება და პალეტების თაროებზე განთავსება ან ჩამოღება უსაფრთხოდ და სწრაფად სრულდება. 

 

  • ოპერატორები მეტად თავდაჯერებულები და პროდუქტიულები არიან
  • ტვირთისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების ან დანაკარგების რისკი მცირეა
  • ინციდენტები თითქმის არ ხდება
  • მეტი პალეტის გადაადგილებაა შესაძლებელი 
  • მცირდება საოპერაციო ხარჯები
დამტვირთველი სატვირთო მანქანას ტვირთავს

სატვირთო მანქანების ეფექტურად დატვირთვა და ჩამოცვლა

ჩანგლის გასწორების კონტროლის სისტემა (SAS Fork Levelling Control) საშუალებას იძლევა, ჩანგლები ღილაკზე ერთი დაჭერით გასწორდეს. ეს აჩქარებს ტვირთის დამუშავებას, განსაკუთრებით დიდ სიმაღლეზე. გარდა ამისა, ეს ფუნქცია ეხმარება ოპერატორს, ტვირთი თანაბრად და უსაფრთხოდ დაასაწყობოს.

 

  • ოპერატორებს მეტი თავდაჯერებულობა ეძლევათ და უფრო პროდუქტიულები არიან
  • ტვირთი და ინფრასტრუქტურა ნაკლები ზიანდება
  • მცირე დროში მეტი პალეტის ტრანსპორტირება ხდება 
  • საოპერაციო ხარჯები მცირდება
Toyota Traigo 48 სამთვლიანი დამტვირთველი მოსახვევში

სტაბილურობის შენარჩუნება მოსახვევებში

SAS სისტემა გამოცდილ მძღოლზე სწრაფად რეაგირებს და ოპერატორს მანევრირებისას იცავს, ისე რომ სამუშაო ტემპი არ მცირდება. ოთხბორბლიანი Traigo და Tonero მოდელები აღჭურვილია პატენტირებული ცილინდრით (SAS Swing Lock Cylinder). ის ავტომატურად ბლოკავს უკანა ხიდის საქანელა მოძრაობას, რაც ტექნიკას მდგრადობას მატებს. სამბორბლიან Traigo მოდელებში კი SAS არეგულირებს სიჩქარეს მოსახვევებში.

 

  • ოპერატორები მეტად თავდაჯერებულები და პროდუქტიულები არიან
  • ტვირთისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების ან დანაკარგების რისკი მცირეა
  • ინციდენტები თითქმის არ ხდება
  • მეტი პალეტის გადაადგილებაა შესაძლებელი 
  • მცირდება საოპერაციო ხარჯები
Traigo80-ის ოპერატორის კაბინა

მეტი კომფორტი ტვირთის შორ მანძილზე გადატანისას

საჭის სინქრონიზატორი (SAS Steering Synchroniser) ავტომატურად უთანაბრებს საჭის სახელურის პოზიციას უკანა ბორბლების მდებარეობას. ეს მძღოლს ერგონომიული პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება და ტექნიკის უსაფრთხო მართვას უადვილებს. გარდა ამისა, ოთხბორბლიან მოდელებს უკანა ხიდის უნიკალური კონსტრუქცია აქვს, რის გამოც ტექნიკა ნებისმიერ ზედაპირზე სტაბილურად გადაადგილდება და მძღოლს საფრთხეს არ უქმნის. 

 

  • ოპერატორებს მეტი თავდაჯერებულობა ეძლევათ და უფრო პროდუქტიულები არიან
  • მცირე დროში მეტი პალეტის ტრანსპორტირება ხდება 
  • საოპერაციო ხარჯები მცირდება

ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველები

გამძლე ელექტრო კონტრბალანსური ტექნიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია მოედნებზე.

წაიკითხეთ მეტი >

შიგა-წვის ძრავიანი კონტრბალანსური დამტვირთველები

ეს ტექნიკა განკუთვნილია მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტვირთების დასამუშავებლად. მოდელებს ახასიათებს სწრაფი აჩქარება და აწევის მაღალი სიჩქარე.

ასორტიმენტი

ლითიუმ-იონის ტექნიკის ასორტიმენტი

ლითიუმ-იონური ბატარეები 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ტყვია-მჟავა და ის საგრძნობლად ამცირებს ნახშირორჟანგის (CO2) გაფრქვევას.

წაიკითხეთ მეტი >

ოპერატორების გადამზადება

გაეცანით, თუ როგორ ეხმარება ოპერატორების სპეციალური ტრენინგი ბიზნესს უსაფრთხოებისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში.

წაიკითხეთ მეტი