BT Tyro - მექანიკური ურიკის ელექტრო ტექნიკით ჩანაცვლება

BT Tyro-ს ხაზი ელექტრო ურიკებსა და სტაკერებს აერთიანებს. ეს მოდელები საუკეთესოა ნაკლებად ინტენსიური სამუშაოებისთვის ისეთ შეზღუდულ სივრცეებში, როგორებიცაა სავაჭრო ობიექტები, მაღაზიები, მცირე საწარმოები და საწყობები. BT Tyro-ს ელექტრო ურიკები, 1300 კგ, 1500 კგ ან 1600 კგ ტვირთამწეობით, სატვირთო ავტომობილების დაცლა-დატვირთვისთვისაც გამოიყენება. ლითიუმ-იონის ბატარეებით აღჭურვილი ეს მსუბუქი სერია საიმედოობით, მართვის სიმარტივითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა.