LWI160: განსაკუთრებით კომპაქტური დამტვირთველიToyota-ს მოდულური ლითიუმ-იონის ტექნოლოგიით
Toyota Material Handling-ის მოდულურმა ლითიუმ-იონის ბატარეამ LWI160 ინდუსტრიაში პირველ დაბალპროფილურ ელექტრო ელექტრო ურიკად აქცია, რომლის დიზაინი სრულიად ახალი პრინციპით დაიგეგმა. ტექნიკის შიდა წყობის შეცვლით ინჟინრებმა ტრადიციული ბატარეის განყოფილება ამოიღეს. ამ კონკრეტულმა ნაბიჯმა შიდა დეტალების ბევრად უფრო გონივრულად განაწილებას შეუწყო ხელი, შედეგად კი მუშაობის პროცესი გაცილებით პროდუქტიული და ეფექტური გახდა. Toyota ანალოგიური პრინციპით გააგრძელებს ტექნიკის დიზაინის დახვეწას, რათა მომხმარებელს ტვირთის დამუშავების პროცესში მაქსიმალური ეფექტურობა შესთავაზოს.