The Toyota internal combustion counterbalanced trucks are part of a versatile family, suitable for applications from 1.5 to 8 tonnes. They offer great stability and productivity during outdoor work and provide driver comfort as well as outstanding all-round visibility thanks to the wide range of cabins. The Toyota Tonero range comes with diesel or LPG engines and two transmission types: torque converter and hydrostatic transmission to suit any type of driver or application.
Toyota Tonero-ს მოდელები ნებისმიერი სირთულის ამოცანას თავისუფლად უმკლავდება. რადგან ეს ტექნიკა მაღალი გამძლეობით გამოირჩევა, ის ერთნაირად საიმედოა როგორც სამშენებლო სფეროსა და პორტებში, ისე სასმელების საწარმოებსა თუ მცირე სავაჭრო სივრცეებში. შიგა-წვის ძრავიან დამტვირთველებს მრავალფეროვანი ფუნქციები და დახვეწილი ტექნიკური მონაცემები აქვს. სწორედ ამ მახასიათებლების დამსახურებით, ტექნიკა მუდმივად ინარჩუნებს მდგრადობას, საქმე ბევრად უფრო სწრაფად კეთდება, ოპერატორი კი მოხერხებულ გარემოში მუშაობს.
Toyota-ს აქტიური სტაბილურობის სისტემა (SAS) Tonero-ს სერიის ყველა მოდელის განუყოფელი ნაწილია. უკვე 20 წელზე მეტია, ეს ტექნოლოგია ბაზარზე უნიკალურობას ინარჩუნებს. ის ერთდროულად იცავს ტვირთს, ტექნიკასა და ოპერატორს, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი ჩქარდება, საოპერაციო ხარჯები კი იზოგება.
ტვირთთან მუშაობისას სტაბილურობას, საიმედოობასა და უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Toyota-ს კონტრბალანსური დამტვირთველის მართვისას, გადაადგილებისა და დასაწყობების ყოველი ნაბიჯი კონტროლდება, რადგან SAS სისტემა მანამ რეაგირებს, სანამ საფრთხე შეიქმნება.
სისტემა განუწყვეტლივ აკვირდება ტექნიკის ძირითად პარამეტრებს. მუდმივი მონიტორინგის წყალობით, გაუთვალისწინებელი ინციდენტების რისკი მინიმუმამდე დადის, გადატანილი პალეტების რაოდენობა კი შესამჩნევად იზრდება. ყოველივე ეს ოპერატორებს ეხმარება, სრული თავდაჯერებულობით იმუშაონ და მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნონ მაღალი პროდუქტიულობა.
Toyota თავის ძრავებს უშუალოდ საკუთარ ქარხნებში აწარმოებს. სწორედ ამიტომ, თითოეული აგრეგატი მაღალი ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. ვინაიდან ეს მოდელები სპეციალურად ინდუსტრიული დატვირთვისთვის იქმნება, ტექნიკა სწრაფად ჩქარდება, საწვავს კი ეკონომიურად მოიხმარს.
თხევად აირსა და ბენზინზე მომუშავე ძრავები ასევე მაღალი გამძლეობით ხასიათდება. მათში ჩამონტაჟებული სამკომპონენტიანი კატალიზური გარდამქმნელის წყალობით, სისტემა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ჰაერში მავნე გამონაბოლქვსაც მინიმალური რაოდენობით გამოყოფს.
ჰიდროტრანსფორმატორიანი ტრანსმისია
ბრუნვის მომენტის გარდამქმნელით აღჭურვილი მოდელები რბილად და შეუფერხებლად იმართება. ვინაიდან სისტემას ერთსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, სიჩქარეების გადართვა საერთოდ აღარ არის საჭირო. ამ მახასიათებლების დამსახურებით, ტექნიკა სწრაფად ჩქარდება, ინერციით თავისუფლად მოძრაობს და მიმართულებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იცვლის.
ჰიდროსტატიკური ტრანსმისია
თუ საქმიანობა ძრავით მკვეთრ დამუხრუჭებასა და წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით აჩქარებას მოითხოვს, ჰიდროსტატიკური (HST) ტრანსმისია საუკეთესო არჩევანია. სისტემის სპეციფიკური აგებულების წყალობით, მოძრაობის მიმართულება წამიერად იცვლება, ხოლო ტვირთის აწევისა და ტექნიკის გადაადგილების პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დამტვირთველს დამატებული აქვს ელექტრონული სადგომი მუხრუჭი, რომელიც დახრილ ზედაპირზე მას საიმედოდ და უსაფრთხოდ აჩერებს.
შიგაწვის ძრავიანი მანქანები მაღალი მბრუნავი მომენტით გამოირჩევა. ამის შედეგად, ტექნიკა სწრაფად ჩქარდება, ტვირთს დროულად სწევს და აღმართზეც უპრობლემოდ მოძრაობს. აღნიშნული თვისებების გამო, დიზელისა და თხევადი აირის დამტვირთველები იდეალურია მძიმე ინდუსტრიებისთვის, სადაც დიდი მასის ტვირთის რთულ, უსწორმასწორო ზედაპირზე გადატანაა საჭირო. მაგალითად, ასეთია სამშენებლო სექტორი, ხის მასალის საწყობები და პორტები.
აღნიშნული სისტემა სიმძლავრეს ძრავიდან პირდაპირ წამყვან ბორბლევბს გადასცემს, შესაბამისად, ენერგია თანაბრად და ზუსტად ნაწილდება. Toyota-ს დამტვირთველებზე არსებული ბრუნვის მომენტის გარდამქმნელი განსაკუთრებით მაშინ არის ეფექტური, როდესაც სატვირთო ავტომობილების დაცლა ან დატვირთვა ზუსტ მართვასა და მანევრირებას მოითხოვს. გარდა ამისა, ტექნიკა საუკეთესოდ მუშაობს ღია სივრცეებში, შორ მანძილზე გადაადგილებისას და ხრეშიან ან უსწორმასწორო ზედაპირზეც.
ჰიდროსტატიკური ამძრავის მქონე მოდელები საუკეთესო შედეგს იქ აჩვენებს, სადაც სიჩქარისა და მოძრაობის ზუსტი კონტროლია აუცილებელი. ამიტომ, ტექნიკა იდეალურია ქაღალდის რულონებისა თუ მყიფე მასალების გადასაადგილებლად. პარალელურად, ამ ტიპის ტრანსმისია სატვირთო მანქანების სწრაფად და ეფექტურად დასაცლელად ან დასატვირთად გამოიყენება.
Stage V (იგივე Stage 5) ევროპული რეგულაციაა, რომელიც არასაგზაო მოძრავი ტექნიკის მიერ გამოყოფილ მავნე ნივთიერებებს აკონტროლებს. ეს წესი 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და დამტვირთველებზეც ვრცელდება. რეგულაციის მთავარი მიზანი ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრად დაწევაა, რაც დიზელისა და ბენზინის ძრავებისთვის ახალი, უფრო მკაცრი ზღვრის დაწესებით მიიღწევა. Toyota-ს თითოეული ძრავი აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შედეგად, ტექნიკა მომხმარებელს ჩვეულ ხარისხსა და მაღალ შედეგიანობას სთავაზობს, თანაც ისე, რომ მისი ტექნიკური მომსახურების ხარჯები არ იზრდება.