Toyota reach trucks are high lift forklifts with load capacities ranging from 1.2 up to 2.5 tonnes. They allow highly efficient operation and precise manoeuvrability for maximum productivity without compromising on safety of the driver and security of the load. Suitable for pallet stacking up to 13m, block stacking, drive-in racking, outdoor use and operating in cold storage facilities, these trucks are typically found in manufacturing sites or warehouses. Our wide range comes with lithium-ion or lead-acid batteries.
Toyota BT Reflex-ის რიჩ დამტვირთველების ხაზი (R, E, N და O სერიები) მრავალი ინოვაციური ფუნქციით გამოირჩევა. ოპერატორის სამუშაო გარემო მძღოლის ერგონომიის გათვალისწინებით არის დაპროექტებული, ხოლო თავად ტექნიკა პასუხობს უსაფრთხოების, კომფორტისა და ენერგოეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებს. ამ მოდელების საბაზისო კომპლექტაციაში ლითიუმ-იონის ბატარეები შედის.
ერგონომიული და ინტუიციური სამუშაო სივრცე მძღოლს უქმნის კომფორტულ გარემოს, რათა მუშაობის პროცესი იყოს ბევრად მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნო.
სენსორული ეკრანი აჩვენებს სიჩქარეს, აწევის სიმაღლესა და გადატვირთვის შესახებ გაფრთხილებებს, რაც ტვირთის გადაადგილებას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და მარტივს ხდის.
Toyota BT Reflex ხელმისაწვდომია ლითიუმ-იონის ბატარეებით. მაქსიმალური მოქნილობისთვის, ჩვენ შევქმენით ენერგიის სამი ჭკვიანი პაკეტი, რომლებიც ზუსტად ერგება მუშაობის გრაფიკსა და დატენვის რეჟიმს: აირჩიეთ Standard, Intensive ან Max ვერსიები.
BT Reflex-ის ჭკვიანი დამტვირთველები გეხმარებათ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდაში. სისტემა მართვის უფლებას მხოლოდ ავტორიზებულ პირებს აძლევს და მარტივად უკავშირდება Toyota Material Handling-ის ავტოპარკის მართვის პროგრამას – I_Site-ს.
Toyota-ს რიჩ დამტვირთველები უკვე 25 წელია, რაც ბაზრის ლიდერია ისეთი ინოვაციების წყალობით, როგორებიცაა უნიკალური გადასაწევი კაბინა, TLC აწევის გარდამავალი მართვა, ცვლადი დენის (AC) ძრავა და 360° საჭით მართვა. BT Reflex-ის ნებისმიერი მოდელის არჩევისას ამ უპირატესობებით სარგებლობთ.
დაპატენტებული და უნიკალური TLC სისტემა სრულიად გლუვს ხდის აწევისა და დაშვების პროცესს, ყოველგვარი ბიძგების გარეშე, მაქსიმალურ სიჩქარეზეც კი. ეს მძღოლს ტვირთის უკეთ კონტროლში ეხმარება და მუშაობის ხარისხსაც აუმჯობესებს.
ანძისა და ჩანგლის ჩარჩოს ღია კონსტრუქცია გამჭვირვალე სახურავთან ერთად მძღოლს აძლევს ტვირთისა და ჩანგლების იდეალური ხილვადობის შესაძლებლობას, რაც სამუშაოს უსაფრთხოებასა და პროდუქტიულობას ზრდის. დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომი ლაზერული მიმთითებელი კი კიდევ უფრო ამარტივებს და აჩქარებს პალეტების ზუსტ გადაადგილებას.
რიჩ დამტვირთველებისთვის განკუთვნილი 360-გრადუსიანი საჭის მექანიზმი BT-ს ექსკლუზიური ინოვაციაა. მართვის მიმართულება საჭის უწყვეტი ტრიალით იცვლება, ხოლო საბურავების შეუზღუდავი ბრუნვა სწრაფ და გლუვ მანევრირებას უწყობს ხელს. ეს სისტემა ბევრად მოსახერხებელია 180-გრადუსიან საჭესთან შედარებით, განსაკუთრებით პალეტების დატვირთვისას და თაროების რიგის ცვლილების დროს.
უსაფრთხოების მოწინავე ელექტრონული სისტემები მძღოლს ეხმარება, სრულად და უსაფრთხოდ გამოიყენოს BT Reflex-ის შესაძლებლობები. კომპლექტაცია მოიცავს მოხვევის მართვის სისტემას (რომელიც ერგება სამუშაოს სპეციფიკას), ასევე სიჩქარის კონტროლს.
აქ თავმოყრილია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ახალი რიჩ დამტვირთველის შერჩევაში დაგეხმარებათ.
რიჩ დამტვირთველი თანაბრად ანაწილებს ტვირთს, მისი მცირე მობრუნების რადიუსი კი მანევრირებასა და სტაბილურობას საგრძნობლად აუმჯობესებს. ამ თვისებების წყალობით, ოპერატორები მარტივად გადაადგილდებიან ვიწრო გასასვლელებში და მაღალ თაროებსაც თავისუფლად სწვდებიან.
რიჩ დამტვირთველებს ძირითადად დიდ საწყობებში ყოველდღიური ტვირთბრუნვისთვის იყენებენ, მათ შორის საწარმოებსა თუ სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე, კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში და სხვა. ეს მძლავრი დამტვირთველები სამუშაოს რამდენიმეცვლიან რეჟიმშიც იდეალურად უმკლავდება.
თუ დღის განმავლობაში დამტვირთველი მხოლოდ დროდადრო გჭირდებათ პალეტების მაღალ თაროებზე მოსათავსებლად, კონვეიერიდან ტვირთის ასაღებად ან საწარმოო სივრცეში გადასაადგილებლად, Toyota BT Reflex B სერია საუკეთესო არჩევანია. ეს მოდელები, 1.2-დან 1.6 ტონამდე ტვირთამწეობით, ერგება ოპერატორებს, რომლებსაც დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და განსხვავებული დავალებების შესრულება უწევთ.
ლითიუმ-იონის აკუმულატორები ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, იქნება ეს ენერგიის მუდმივი და სტაბილური მიწოდება თუ სწრაფი დამუხტვა. Toyota გთავაზობთ სხვადასხვა მოცულობის აკუმულატორებს, რომლებიც თქვენს საოპერაციო მოთხოვნებსა და დამუხტვის გრაფიკს ზუსტად ერგება.
ლითიუმ-იონური აკუმულატორი 5000-მდე დამუხტვას უძლებს, მაშინ როცა ტყვია-მჟავის აკუმულატორის რესურსი მხოლოდ 1500 დამუხტვით შემოიფარგლება.
დამუხტვის გრაფიკის სწორი დაცვით, ლითიუმ-იონის აკუმულატორით აღჭურვილი დამტვირთველით მუშაობა უწყვეტად, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
მუშაობისა და შუალედური დამუხტვის სწორი გადანაწილებით, ლითიუმ-იონის ტექნოლოგიის გამოყენება სრულიად გამართლებულია როგორც ეკოლოგიური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
თქვენს მოთხოვნებზე მორგებული რიჩ დამტვირთველის შერჩევა საჭირო ტვირთამწეობასა და ტვირთის ტიპზეა დამოკიდებული. ტექნიკის საყიდლად ან მოკლე და გრძელვადიანი იჯარით სარგებლობისთვის, მოითხოვეთ ფასი ონლაინ ან დაუკავშირდით გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ.
უმეტეს შემთხვევაში, რიჩ დამტვირთველებით პალეტებს გადააადგილებენ. თუმცა, ზოგიერთ საწარმოში არასტანდარტული ტვირთის გადაზიდვაც ხდება საჭირო. გამოსაწევი ანძის წყალობით, ამ ტიპის ყველა ტვირთის დამუშავება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
კონკრეტული მოდელის მიხედვით, Toyota-ს რიჩ დამტვირთველებს ტვირთის ატანა დაახლოებით 13 მეტრ სიმაღლეზე შეუძლიათ, ხოლო მათი მაქსიმალური ტვირთამწეობა 2.5 ტონას აღწევს.
მისი წყალობით დამტვირთველის კონსტრუქცია უფრო კომპაქტური ხდება, რაც საწყობის სტელაჟებს შორის გასასვლელების სიგანეს ამცირებს და სათავსო სივრცეს ზოგავს.
სხვადასხვა ზომის პალეტებთან მუშაობისთვის, Toyota-ს რიჩ დამტვირთველები საყრდენი ბერკეტების რამდენიმე განსხვავებული სიგანით იწარმოება.
დამტვირთველის სახურავის ან დაკეცილი ანძის სიმაღლე განსაზღვრავს იმ მინიმალურ სიმაღლეს, რომელშიც ტექნიკამ თავისუფლად უნდა გაიაროს.
მაქსიმალური სიმაღლის დასადგენად, უნდა გაზომოთ ყველაზე მაღალი სტელაჟის სიმაღლე და მას დაუმატოთ 150-200 მმ. ეს დამატებითი მანძილი ოპერატორს უტოვებს თავისუფალ სივრცეს ტვირთის უსაფრთხოდ განსათავსებლად.
დამტვირთველის ნომინალური ტვირთამწეობა არის ის მაქსიმალური წონა, რომლის აწევაც მას წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე შეუძლია, როდესაც ტვირთის სიმძიმის ცენტრი კონკრეტულ წერტილშია. თუ ტვირთი ამ სიმაღლეზე ზემოთ უნდა ავიტანოთ, ან სიმძიმის ცენტრი უფრო შორსაა, ტვირთამწეობა იკლებს. ნარჩენი ტვირთამწეობა სწორედ ამას გულისხმობს – ეს არის რეალური ამწევი ძალა კონკრეტულ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება, ნომინალურ ტვირთამწეობაზე ნაკლები იყოს.
სამუშაო გასასვლელის სიგანე არის ის მინიმალური სივრცე, რომელიც დამტვირთველს გასასვლელში (სტელაჟებს შორის ან სხვა გარემოში) მოხვევის, ტვირთის განთავსებისა თუ აღებისთვის სჭირდება.
გამოთვლები დამტვირთველის კონკრეტული მოდელის მიხედვით განსხვავდება. გასასვლელის სიგანის (Ast) გამოსათვლელად გასათვალისწინებელია შემდეგი პარამეტრები:
სამუშაო გასასვლელის სიგანის მონაცემები მითითებულია თითოეული დამტვირთველის ტექნიკურ მახასიათებლებში. სხვადასხვა მოდელის მონაცემების შედარებით მარტივად შეარჩევთ იმ ვარიანტს, რომელიც თქვენს საოპერაციო გარემოს შეესაბამება.
რიჩ დამტვირთველის მუშაობისთვის გასასვლელის მინიმალური სიგანე დაახლოებით 2800 მმ-ს უნდა შეადგენდეს. სტაკერი ბევრად უფრო კომპაქტურია და მობრუნებისთვის შედარებით მცირე სივრცეს, დაახლოებით 2200-დან 2500 მმ-მდე საჭიროებს.
ახალი რიჩ დამტვირთველის შეძენისას უნდა დარწმუნდეთ, რომ ტექნიკა თქვენს სამუშაო სივრცეს შეესაბამება. არსებულ გასასვლელებზე მორგებული მოდელის შესარჩევად, გაითვალისწინეთ ოთხი ძირითადი ფაქტორი:
რიჩ დამტვირთველის გარე პირობებში მუშაობა რეკომენდებული არ არის. თუმცა, Toyota BT Reflex O სერიის გამოყენება გარე ტერიტორიებზეც არის შესაძლებელი – ეს მოდელი მაღალი კლირენსით (სავალი ნაწილის იატაკიდან დაცილებით), გამძლე ბორბლებითა და დახურული კაბინის შერჩევის შესაძლებლობით გამოირჩევა.
დაბალტემპერატურულ სივრცეებში მუშაობა გულისხმობს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამცირებს სივრცის, რესურსებისა და დროის დანაკარგს. Toyota გთავაზობთ სპეციალიზებულ რიჩ დამტვირთველებს სამაცივრე საწყობებისთვის, რომლებიც -30 გრადუსამდე ტემპერატურაზე მუშაობს. კაბინის გათბობით აღჭურვილი მოდელები კი ოპერატორს კომფორტულ და ნაყოფიერ სამუშაო პირობებს მთელი ცვლის განმავლობაში უქმნის.
ეს ტვირთის შენახვის ისეთი მეთოდია, როდესაც პალეტები იატაკზე უსაფრთხო და სტაბილურ სიმაღლეზე, ერთმანეთზე ლაგდება. სიმაღლეზე ამ ტიპის დასაწყობებისთვის იდეალურია BT Reflex N სერია, რომლის შასის სიგანე 1120 მმ-ია და ზუსტად ერგება ევროპალეტებს. ეს მოდელი ასევე წარმატებით გამოიყენება გასავალ (Drive-in) სტელაჟებთან მუშაობისას.
Toyota BT Reflex E სერია შექმნილია იმისთვის, რომ მძიმე და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულებისას ოპერატორის გადაღლა შეამციროს. კაბინა ავტომატურად იხრება უკან ჩანგლების მაღლა აწევის პარალელურად. სტანდარტულად, კაბინის დახრა 2000 მმ-იდან იწყება, თუმცა მისი პარამეტრების მორგება 500-დან 13000 მმ-მდე დიაპაზონშია შესაძლებელი. ამგვარად, ოპერატორს თავის ზედმეტი მოძრაობის გარეშე აქვს საუკეთესო ხილვადობა ტვირთზე.
დამტვირთველის შერჩევისას აუცილებლად გადაამოწმეთ, შეუძლია თუ არა კონკრეტულ მოდელს თქვენს ობიექტზე არსებულ დახრილ ზედაპირებზე მუშაობა. ეს მონაცემი მითითებულია დამტვირთველის ტექნიკურ მახასიათებლებში. მაქსიმალური დახრილობის კუთხე გვიჩვენებს, თუ რა კუთხის აღმართის გადალახვა შეუძლია ტექნიკას მოკლე დროში. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმართზე ასვლა, არამედ დატვირთული ტექნიკის უსაფრთხო ჩამოსვლაც. ასევე გასათვალისწინებელია დამტვირთველის კლირენსი (სავალი ნაწილის იატაკიდან დაცილება).