Powered stackers are compact and manoeuvrable and can lift pallets up to 6 metres high. Designed for light to heavy-duty stacking operations, our pallet stacker range offers great performance during horizontal transport, order picking, block stacking and stacking at elevated height. Whether it is used in the back of a store, on shop floors or in distribution centers or factories for long-distance transportation, you’ll find the right model in our range.
ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო სტაკერი შემდეგი პარამეტრების მიხედვით:
ჩვენი სტაკერები ოპერატორის მიერ სამუშაოს მარტივად და უსაფრთხოდ შესასრულებლადაა შექმნილი. ელექტრო სტაკერების ფართო ასორტიმენტი საწყობებსა და სავაჭრო ობიექტებში, სადაც უსაფრთხოებასა და მანევრირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ტვირთის სიმაღლეზე აწევას საგრძნობლად აადვილებს.
ფეხით სავალ და პლატფორმიან სტაკერებს აქვს ერგონომიული და ინტუიციური მართვის სახელური, სადაც ყველა ძირითადი ფუნქციაა ინტეგრირებული. ეს ოპერატორს დამტვირთველის ზუსტად მართვაში ეხმარება, რაც მუშაობის პროდუქტიულობას ზრდის.
მდგომი ოპერატორით მართვად მოდელებში საოპერატორო სივრცე იდეალურად არის ორგანიზებული: მარჯვენა მხარეს ადვილად მისაწვდომი და რეგულირებადი მართვის პანელი, პატარა საჭე, ინტუიციური სენსორული ეკრანი და ჯდომა-დგომის რეჟიმზე მორგებადი სავარძელია განთავსებული.
კომპაქტური შასი და ვიწრო ანძა ოპერატორს საუკეთესო ხილვადობას სთავაზობს, ხოლო PIN კოდით წვდომის სისტემა დამტვირთველის არაავტორიზებულ გამოყენებას გამორიცხავს.
ჩანგლების სიმაღლის ავტომატური რეგულირების ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია ზოგიერთ ფეხით სავალ მოდელზე, ჩანგლებს ავტომატურად სწევს ზემოთ ან ქვემოთ პალეტიდან ტვირთის აღების ან დადების დროს. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქონლის დახარისხებისა და აგროვების პროცესს. უსაფრთხოების ინტელექტუალური სისტემა Operator Detection Assist (ODA) კი, რომელიც ფეხით სავალ მოდელებზეა ხელმისაწვდომი, თანამედროვე სენსორების დახმარებით მუდმივად აკონტროლებს ოპერატორის პოზიციას, რაც თავიდან გვარიდებს შესაძლო ინციდენტებს და მუშაობას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის.
მართვის სახელურიანი მოდელების უმრავლესობას აქვს ჩანგლების აწევისა და დაწევის კონტროლი, რაც ტვირთის ზუსტად განთავსებას აადვილებს. გარდა ამისა, უნიკალური ფუნქცია click-2-creep ოპერატორს საშუალებას აძლევს, მართვის სახელურზე ორჯერ დაჭერით დამტვირთველი ნელი სვლის რეჟიმზე გადაიყვანოს. მართვის სახელურის ვერტიკალურ მდგომარეობაში მართვის შესაძლებლობა კი ვიწრო სივრცეებში უსაფრთხო მანევრირების გარანტიაა.
დამტვირთველის მართვის პარამეტრები, როგორებიცაა სიჩქარე და აჩქარება, კონკრეტულ ოპერატორსა და სამუშაო ამოცანებს მარტივად ერგება.
5-საყრდენიანი შასი კი Toyota-ს სტაკერებს დახრილ ზედაპირებზე მუშაობისას განსაკუთრებულ სტაბილურობას ანიჭებს.
Toyota-ს სტაკერები ხელმისაწვდომია როგორც ტყვია-მჟავის, ისე ლითიუმ-იონის ბატარეებით, რაც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ენერგიის წყარო.
ლითიუმ-იონის აკუმულატორების შუალედური დამუხტვის შესაძლებლობა აკუმულატორების შეცვლის, სათადარიგო ბატარეების ქონისა თუ სპეციალური დამტენი ოთახების მოწყობის საჭიროებას გამორიცხავს. მათ არ სჭირდებათ ტექნიკური მომსახურება, ხოლო ტყვია-მჟავის ანალოგებთან შედარებით 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია, რაც საგრძნობლად ამცირებს როგორც გარემოზე მავნე ზემოქმედებას, ისე ენერგიის ხარჯებს.
ჩვენი კაბინიანი ელექტრო სტაკერი თავიდანვე ლითიუმ-იონურ ტექნოლოგიაზეა აგებული, რაც მაქსიმალურ ერგონომიასა და მინიმალურ ენერგოდანაკარგებს აერთიანებს. სწორედ ამ უპირატესობების გამო ირჩევს ბევრი მომხმარებელი ლითიუმ-იონის აკუმულატორებს.
თავი მოვუყარეთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს ელექტრო შტაბელერების შესახებ, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის სასურველი მომდევნო შტაბელერის შერჩევაში.
Toyota Material Handling-ის სტაკერები კომპაქტური და მოქნილად სამართავი ტექნიკაა. მათი ტვირთამწეობა 1 ტონიდან 2 ტონამდე მერყეობს, ხოლო პალეტების აწევა 6 მეტრამდე სიმაღლეზეა შესაძლებელი. მცირე ზომისა და კარგი მანევრულობის გამო სტაკერები გამოიყენება საწყობებში, საწარმოო სივრცეებსა და მაღაზიის სათავსოებში.
ასორტიმენტში შედის ფეხით სამართავი, პლატფორმიანი და დასადგომი მოდელები. თითოეული მათგანი განსხვავებული დატვირთვისა და სამუშაო პირობებისთვისაა განკუთვნილი.
მსუბუქი დატვირთვის მოდელები, მათ შორის BT Tyro SHE და Toyota BT Staxio HWE, პერიოდული სამუშაოებისთვისაა გათვლილი. მათი შერჩევა მიზანშეწონილია, როდესაც დღის განმავლობაში ტვირთის აწევა და გადაადგილება მხოლოდ რამდენჯერმე ხდება.
თუ ტექნიკა ხანგრძლივად და დატვირთულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, უმჯობესია საშუალო ან მძიმე სამუშაოებისთვის განკუთვნილი მოდელი შეირჩეს. ასეთი სტაკერები ხშირ აწევას, გადაადგილებასა და ინტენსიურ სამუშაო ციკლს უკეთ უმკლავდება.
პანდუსზე ასვლისას ან ზღურბლის გადაკვეთისას სტაკერის ქვედა ნაწილი შესაძლოა ზედაპირს შეეხოს და დაზიანდეს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოდელი ამწევი საყრდენი ფეხებით.
აწეული საყრდენი ფეხები ტექნიკასა და ზედაპირს შორის მანძილს ზრდის. ამის გამო სტაკერი პანდუსზე ან უსწორმასწორო მონაკვეთზე უფრო თავისუფლად გადაადგილდება.
პლატფორმიანი სტაკერი ფეხით სამართავ მოდელზე სწრაფად გადაადგილდება, ამიტომ კარგი არჩევანია მაშინ, როდესაც ტვირთის შედარებით შორ მანძილზე გადატანაა საჭირო. ოპერატორი პლატფორმაზე დგას და ტექნიკას ფეხით აღარ მიჰყვება, რაც სამუშაოს ტემპსაც ზრდის და ფიზიკურ დატვირთვასაც ამცირებს.
დასადგომი მოდელი გამოსადეგია ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობისას. ოპერატორისთვის განკუთვნილი სივრცე მას დამატებით იცავს და ცვლის განმავლობაში ნაკლებად ტვირთავს.
სტაკერის მუშაობის ხანგრძლივობა ბატარეის ტიპსა და ტევადობაზეა დამოკიდებული. ტყვია-მჟავა ბატარეის შემთხვევაში სასურველია ისეთი ტევადობის შერჩევა, რომელიც სრულ სამუშაო დღეს გასწვდება, რადგან მის დატენვას დაახლოებით 8 საათი სჭირდება. მრავალცვლიან და ინტენსიურ სამუშაო გარემოში სათადარიგო ბატარეას იყენებენ. დაცლილი ბატარეა ცვლებს შორის ახლით იცვლება.
უფრო მოქნილი დატენვის რეჟიმი ლითიუმ-იონის ბატარეას აქვს. მისი დატენვა შესაძლებელია შესვენების დროს ან მაშინ, როდესაც სტაკერი დროებით არ გამოიყენება. ასეთი პერიოდული დატენვის გამო ტექნიკა სამუშაო პროცესს ხანგრძლივი პაუზის გარეშე აგრძელებს.
ორივე ტიპის ტექნიკა პალეტების გადასატანად და სიმაღლეზე განსათავსებლად გამოიყენება, თუმცა მათ შორის რამდენიმე ძირითადი განსხვავებაა.
თუ ტექნიკის გამოყენება გარე სივრცეშიც იგეგმება, დამატებითი რჩევები შეგიძლიათ იხილოთ ელექტრო დამტვირთველების გზამკვლევში.
ტვირთის ზომის დასადგენად მისი სიგრძე და სიგანე იზომება. ამ მონაცემების მიხედვით ირჩევა შესაბამისი პალეტი ან სხვა საყრდენი. რაც უფრო გრძელია ტვირთი, მით უფრო შორს გადადის მისი სიმძიმის ცენტრი. ამის გამო შეიძლება შემცირდეს ტექნიკის ტვირთამწეობა და მოსაბრუნებლად მეტი სივრცე გახდეს საჭირო.
ასეთი შემთხვევა მაშინ ხდება, როდესაც ტვირთი პალეტაზე დიდია და მისი ნაწილი კიდეებს სცდება. ამ დროს იზრდება პროდუქციის დაზიანებისა და წონასწორობის დარღვევის რისკი. უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა შესაბამისი ზომის პალეტის შერჩევა და ტვირთის ზედაპირზე თანაბრად განაწილება.
Toyota-ს სტაკერების ტვირთამწეობა 2 000 კგს აღწევს. თუ უფრო მძიმე ტვირთის აწევაა საჭირო, რეკომენდებულია რიჩ დამტვირთველის ან ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველის შერჩევა.
გამოსაწევი ანძის მქონე სტაკერი გამოსადეგია მაშინ, როდესაც საყრდენ ფეხებს კონვეიერი, სასაწყობე თარო ან სხვა კონსტრუქცია უშლის ხელს. ანძა წინ იწევა, რის გამოც ჩანგლები დაბრკოლების მიღმა აღწევს და ტვირთის აღება ან განთავსება თავისუფლად ხდება.
ასეთი სტაკერი გვერდიდან დატვირთვის დროსაც გამოიყენება. Toyota-ს ასორტიმენტში შედის როგორც პლატფორმიანი, ისე ფეხით სამართავი მოდელები.
ორმაგი სტაკერი სამუშაოს ტემპს ზრდის, რადგან ერთდროულად ორი პალეტის გადატანა შეუძლია. შედეგად, ერთი გადაადგილებით მეტი ტვირთი გადაიზიდება და ოპერაციების რაოდენობა მცირდება.
კომპაქტური შასი და დაბალი ანძა ტექნიკას შეზღუდულ სივრცეში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამ მახასიათებლების გამო ორმაგი სტაკერი ხშირად გამოიყენება სატვირთო ავტომობილების დატვირთვისა და გადმოტვირთვისას.
ტვირთის საყრდენები ზომითა და ფორმით განსხვავდება, ამიტომ ყველა მათგანთან ერთი სიგანის ჩანგალი ვერ გამოიყენება. შესაბამისი სიგანის შერჩევა ტვირთის თანაბრად დაყრდნობასა და უსაფრთხოდ გადაადგილებას ეხმარება. EURO პალეტისთვის ჩანგლების გავრცელებული გარე სიგანე 570 მმ-ია.
ჩანგლების სტანდარტული სიგრძე 1150 მმ-ია. ეს ზომა გამოიყენება 1200 მმ სიგრძის პალეტებთან, მათ შორის EURO პალეტთან.
მოგრძო ტვირთის ან უფრო დიდი ზომის საყრდენის გადასატანად სტაკერი შეიძლება 1400 მმ-მდე სიგრძის ჩანგლებით აღიჭურვოს. გრძელი ჩანგლები ტვირთის სწორად დაყრდნობას და მისი უსაფრთხოდ გადაადგილებას ეხმარება.
ბლოკური დასაწყობებისას პალეტები ან სხვა ტვირთი პირდაპირ იატაკზე ლაგდება და დასაშვებ სიმაღლემდე ერთმანეთზე თავსდება. ამ მეთოდით თაროების გარეშე მეტი ტვირთის შენახვა შეიძლება, თუმცა აუცილებელია, რომ თითოეული ერთეული მყარად და თანაბრად იდგეს.
სტაკერის ვიწრო კონსტრუქცია EURO პალეტის მოკლე მხარესთან მუშაობისთვის მოსახერხებელია. ამის გამო ტექნიკა პალეტებს ერთმანეთთან ახლოს ათავსებს და საწყობში არსებული სივრცეც უკეთ გამოიყენება.
ეს არის დერეფნის მინიმალური სიგანე, რომელიც ტექნიკას მოსახვევად, პალეტის ასაღებად და საჭირო ადგილზე განსათავსებლად სჭირდება. აღნიშნული სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თაროებს შორის და სხვა ვიწრო სამუშაო ზონებში, რადგან არასაკმარისი მანძილი ტექნიკის მოძრაობას ზღუდავს და შეჯახების რისკს ზრდის.
მაჩვენებელი მოდელისა და გადასატანი ტვირთის ზომების მიხედვით იცვლება. დერეფნის საჭირო სიგანის, Ast-ის, განსაზღვრისას რამდენიმე მონაცემია გასათვალისწინებელი:
რაც უფრო გრძელი ან ფართოა ტვირთი, მით მეტი ადგილი სჭირდება ტექნიკას მოსახვევად. ამიტომ მხოლოდ სტაკერის ზომების გათვალისწინება საკმარისი არ არის და გამოთვლაში ტვირთის პარამეტრებიც უნდა შევიდეს.
დერეფნის საჭირო სიგანე თითოეული მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებშია მითითებული. მონაცემების შედარებისას უნდა შემოწმდეს, რომელი სტაკერი შეძლებს არსებულ დერეფნებში გადაადგილებასა და ტვირთის უსაფრთხოდ აღებას.
ტექნიკურ მონაცემებში მოცემული მაჩვენებელი, როგორც წესი, კონკრეტული ზომის პალეტისთვისაა გამოთვლილი. თუ საწყობში განსხვავებული ზომის ტვირთი გამოიყენება, საჭირო სივრცეც თავიდან უნდა გამოითვალოს.
ფეხით სამართავი სტაკერი კომპაქტურია და EURO პალეტით სამუშაოდ დაახლოებით 2 200 მმ სიგანის დერეფანი სჭირდება, როდესაც ტვირთი პალეტის კიდეებს არ სცდება.
პლატფორმიანი ან დასადგომი მოდელისთვის საჭირო სიგანე დაახლოებით 2 500 მმია. რიჩ დამტვირთველს კი, მისი ზომებისა და კონსტრუქციის გამო, მინიმუმ 2 800 მმ სჭირდება.
ზუსტი მაჩვენებელი კონკრეტულ მოდელსა და ტვირთის ზომებზეა დამოკიდებული, ამიტომ საბოლოო არჩევანამდე ტექნიკური მონაცემების შემოწმებაა საჭირო.
ახალი ტექნიკის შეძენამდე უნდა შემოწმდეს, შეძლებს თუ არა ის საწყობში თავისუფლად მოძრაობას. ამისთვის რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი:
თაროებს შორის არსებული მანძილი უნდა გაიზომოს ყველაზე ვიწრო მონაკვეთში. გაზომვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თაროების დამცავი ნაწილები, ქვეითთა გადასასვლელები და ტვირთი, რომელიც პალეტის კიდეებს სცდება;
სტანდარტული პალეტისთვის საჭირო დერეფნის სიგანე ტექნიკურ მონაცემებშია მითითებული, ხოლო განსხვავებული ზომის ტვირთისთვის დამატებითი გამოთვლაა საჭირო;
თუ საწყობში რამდენიმე ტიპის ტექნიკა მოძრაობს, თითოეული მათგანისთვის საჭირო სივრცე ცალცალკე უნდა შემოწმდეს;
მოდელის შეცვლისას გაზომვები ხელახლა უნდა გადაიხედოს, რადგან ერთი და იმავე ტიპის ტექნიკასაც კი განსხვავებული მობრუნების რადიუსი და საერთო ზომები შეიძლება ჰქონდეს.
საჭირო აწევის სიმაღლის დასადგენად თავდაპირველად უნდა გაიზომოს ყველაზე მაღლა განთავსებული თაროს საყრდენი ძელი. მიღებულ მაჩვენებელს დამატებით 150 და 200 მმ შორის მანძილი ემატება, რათა ოპერატორმა პალეტი თაროს დონეზე თავისუფლად ასწიოს და უსაფრთხოდ განათავსოს.
მსუბუქი დატვირთვის მოდელები, ორმაგი სტაკერები და მონოანძიანი ტექნიკა დაბალ სიმაღლეზე მუშაობისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, Toyota BT Staxio HWE100 და SWE080L ტვირთს 2 მეტრამდე სწევს. მათი გამოყენება შესაძლებელია სამუშაო ზედაპირის სიმაღლეზე ტვირთის ასაწევადაც, რაც ხელით შესრულებული სამუშაოს დროს ზედმეტ დახრასა და ფიზიკურ დატვირთვას ამცირებს.
სხვა ტიპის სტაკერებისთვის ანძების უფრო ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი, ხოლო აწევის სიმაღლე 6 მეტრამდე აღწევს.
სტაკერმა ყველა კარსა და ჭიშკარში თავისუფლად უნდა გაიაროს, ამიტომ შერჩევისას გასათვალისწინებელია დაკეცილი ანძის ან დამცავი სახურავის სიმაღლე.
თუ ანძას თავისუფალი აწევის ფუნქცია არ აქვს, ჩანგლების აწევასთან ერთად მისი შიდა სექციაც მაღლა მოძრაობს. დაბალი ჭერის, კარის ან ჭიშკრის ქვეშ მუშაობისას ანძა შესაძლოა კონსტრუქციას შეეხოს. საერთო სიმაღლეზე გავლენას ახდენს საყრდენი ფეხების აწევაც, ამიტომ ეს მონაცემიც წინასწარ უნდა შემოწმდეს.
ნომინალური ტვირთამწეობა აჩვენებს, რა მაქსიმალური წონის აწევა შეუძლია სტაკერს განსაზღვრულ სიმაღლეზე და დატვირთვის ცენტრის კონკრეტულ მანძილზე.
აწევის სიმაღლის ზრდასთან ერთად ტექნიკის მდგრადობა მცირდება. იგივე ხდება მაშინაც, როდესაც ტვირთი გრძელია და მისი სიმძიმის ცენტრი ჩანგლების წინა ნაწილისკენ ინაცვლებს. ასეთ პირობებში სტაკერს ნომინალურ მაჩვენებელზე ნაკლები ტვირთის აწევა შეუძლია. ტვირთამწეობის ამ შემცირებას ტვირთამწეობის კლებადობა ეწოდება.
უსაფრთხო მუშაობისთვის მხოლოდ ნომინალური ტვირთამწეობის ცოდნა საკმარისი არ არის. საჭიროა შემოწმდეს, რა წონის აწევა შეუძლია კონკრეტულ მოდელს საჭირო სიმაღლეზე და მოცემული ზომის ტვირთით.
Toyotaს სტაკერები სხვადასხვა ტიპის ანძით გვხვდება. არჩევანი დამოკიდებულია აწევის საჭირო სიმაღლეზე, ჭერისა და გასასვლელების ზომებზე და სამუშაო პირობებზე.
სტაკერი ძირითადად დახურულ სივრცეში სამუშაოდ არის განკუთვნილი. შიდა და გარე პირობებში მუშაობისთვის Toyota-ს ასორტიმენტში შედის ელექტრო კონტრბალანსური დამტვირთველები, შიგაწვის ძრავიანი ტექნიკა და გარე სამუშაოებისთვის განკუთვნილი რიჩ დამტვირთველები.
პალეტიდან პროდუქციის აღებისას სტაკერის ჩანგლები საჭირო სიმაღლეზე ფიქსირდება. ოპერატორს ხშირი დახრა აღარ უწევს, რის შედეგადაც მცირდება ფიზიკური დატვირთვა და მუშაობაც უფრო მოხერხებულია.
Toyota BT Staxio HWE100 და SWE080L მოდელებზე სიმაღლის ავტომატური რეგულირების ფუნქციაც არის ხელმისაწვდომი. ფოტოსენსორი ამოიცნობს, როდის ემატება ან აკლდება პროდუქცია პალეტას და ჩანგლების სიმაღლეს ავტომატურად ცვლის. შედეგად, ტვირთი ოპერატორისთვის მოსახერხებელ დონეზე რჩება.
ეს ფუნქცია გამოსადეგია მაღაზიის მარაგების შევსებისას და საწარმოო ხაზზე, სადაც პროდუქციას გადაზიდვამდე ფუთავენ და ამზადებენ.
ტექნიკის შერჩევამდე უნდა შემოწმდეს, შეძლებს თუ არა კონკრეტული მოდელი ობიექტზე არსებული აღმართების დაძლევას. შესაბამისი მაჩვენებელი ტექნიკურ მონაცემებშია მოცემული და აჩვენებს მაქსიმალურ დახრილობას, რომლის გავლაც ტექნიკას მცირე მონაკვეთზე შეუძლია.
აღმართის გარდა, გასათვალისწინებელია დატვირთული სტაკერის უსაფრთხოდ დაშვება და ტექნიკის ქვედა ნაწილსა და ზედაპირს შორის მანძილი. არასაკმარისი დაშორების შემთხვევაში საყრდენი ფეხები ან შასი შესაძლოა ზედაპირს შეეხოს.
ამწევი საყრდენი ფეხების მქონე სტაკერი სატვირთო ავტომობილის უკანა მხრიდან დატვირთვისა და გადმოტვირთვისას გამოიყენება. ტექნიკას სატვირთო ბაქნიდან ან ჩამოსაშვები ბორტიდან მუშაობაც შეუძლია.
ამ სამუშაოს ორმაგი სტაკერები განსაკუთრებით სწრაფად ასრულებენ, რადგან ერთდროულად ორი პალეტის გადატანა შეუძლიათ. გამოსაწევი ანძის მქონე მოდელები კი ტვირთის ავტომობილის გვერდიდან აღებისა და განთავსებისთვის გამოიყენება.
Toyota-ს სტაკერები 0°C-მდე ტემპერატურაზე დამატებითი აღჭურვის გარეშე მუშაობენ. თუ ტემპერატურა −30°C-მდე ეცემა, ტექნიკას სიცივისგან დამატებითი დაცვა სჭირდება.
ასეთ პირობებში გამოიყენება დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისთვის განკუთვნილი ზეთი, მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმა და გათბობადი ბატარეები. შესაბამისი აღჭურვილობა ტექნიკის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს და ცივ გარემოში ოპერატორის უსაფრთხოებას ზრდის.
სამაცივრე საწყობისთვის ტექნიკის შერჩევასთან დაკავშირებულ კითხვებზე გაყიდვების სპეციალისტები კონსულტაციას გასცემენ.
სტაკერები თანამედროვე ლოგისტიკაში შეუცვლელი დამხმარეა. მექანიკური იქნება ის თუ ელექტრო, ეს დამტვირთველები საიმედოდ და სწრაფად ასრულებს ტვირთის აწევის, დასაწყობებისა და გადაადგილების სამუშაოებს.
ძირითადი უპირატესობები:
სტაკერები თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამო ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება. საწყობებში მათ პალეტებისთვის, ინვენტარის მოსაწესრიგებლად და თაროების შესავსებად იყენებენ. სავაჭრო ობიექტებში ელექტრო სტაკერები პროდუქციის სწრაფ და მოხერხებულ განლაგებას უწყობს ხელს. საწარმოებში ეს დამტვირთველები ნედლეულისა და მზა ნაწარმის ტრანსპორტირებას ემსახურება, ხოლო სადისტრიბუციო ცენტრებში – შეკვეთების აგროვებასა და ტვირთების მოძრაობას აჩქარებს. გარდა ამისა, სპეციალური მოდელები წარმატებით მუშაობენ მკაცრი ჰიგიენური ნორმების მქონე გარემოში.
Toyota Material Handling გთავაზობთ სხვადასხვა საოპერაციო საჭიროებაზე მორგებული BT Staxio-ს სერიის სტაკერების ფართო არჩევანს, რომელთა ტვირთამწეობაც 800-დან 2000 კგ-მდეა. ჩვენს სამ ძირითად კატეგორიაში (ფეხით სავალი სტაკერები, პლატფორმიანი სტაკერები და კაბინიანი სტაკერები) ყოველთვის იპოვით თქვენთვის სასურველ მოდელს: